გაერო გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნისთვის 2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორცილებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. გაეროში გამართულ შეხვედრაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნის თაობაზე გაეროსთან შეთანხმებას მიაღწია, რომელშიც გაერო 2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
შეხვედრა გაიმართა ასევე ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს მათი ჩართულობა ქართული სტარტაპების განვითარებაში, ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს სტარტაპერები შეხვედრებს მართავდნენ სხვადასხვა ბიზნეს აქსელერატორთან.