Get All Access for $5/mo

ჰუალინგის თიზ-ისა და ბბ ლიზინგის პარტნიორობა ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით.

შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებასა და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით უზრუნველყოფას.

"ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალი პარტნიორობის მოდელს, რომელიც საშუალებას აძლევს თიზ-ში დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ უნიკალური ერთობლივი შეთავაზებებით, რომელიც გულისხმობს საწარმოო პროექტებისთვის, აუცილებელი მანქანა დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებასა და ასევე ამ შეთავაზების ფარგლებში ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით უზრუნველყოფას.

ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სამრეწველო სექტორში, ზოგადად საწყისი კაპიტალ დაბანდების სტრუქტურაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთის მხრივ, შენობა ნაგებობებში დანახარჯებსა და ასევე მანქანა დანადგარებს. კომპოზიციურად ყველაზე მეტი ხარჯი მიემართება ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ მზა შენობებს, რომელშიც მუშაობს პოსტ პანდემიური განსაკუთრებული შეღავათები საიჯარო პირობები და მორატორიუმები გარკვეული პერიოდით და ახლა უკვე ლიზინგის შეთავაზება განსაკუთრებული პირობებით. ანუ ფაქტობრივად კომპანიებს ხარჯების მიმართვა არ დასჭირდებათ ამ ორი მიმართულებით და პირდაპირ საბრუნავი საშუალებების შესაძენად თუ სხვა საოპერაციო ხარჯებისკენ მიემართება ეს თანხები." - აცხადებს Entrepreneur-თან საუბრისას სოსო ნიბლაძე, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი.

აღნიშნული შეთავაზებით გამორჩეული შესაძლებლობა ეძლევათ, როგორც ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმეებს, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

"ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს პოტენციურ მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ჩვენი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. მეწარმე იღებს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო ფართს (ინდუსტრიული ზონისგან), არამედ წარმოებისთვის საჭირო აუცილებელი ფაქტორების დაფინანსებას - მაგალითისთვის ძირითადი საშუალებები, რაც საკმაოდ დიდ კაპიტალს მოითხოვს. ასევე საჭიროებისამებრ მათ შეუძლიათ ისარგებლონ ავტო ლიზინგით ან სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებით (ბბ ლიზინგისგან). მსგავსი კოლაბორაციების სარგებელი ბბ ლიზინგში განსაკუთრებით კარგად გვესმის. ვინაიდან ჩვენი, როგორც ბბ ჰოლდინგის წევრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენთან მოსული მომხმარებელი, ხვდება ერთგვარ ფინანსურ სუპერმარკეტში, სადაც ერთი ვიზიტით, მარტივად და სწრაფად ყიდულობს ხარისხიან საბანკო, სალიზინგო თუ სადაზღვევო პროდუქტებს. რითიც ზოგავს დროს, შესაბამისად ფულს და იღებს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს". - აღნიშნა კოტე სულამანიძემ, ბბ ლიზინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჰუალინგის თიზ-ი, გარდა იმისა რომ დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობს გადასახადებისგან თავისუფალ გარემოს, ასევე უზრუნველყოფს კომპანიებს მზა ინფრასტრუქტურით (მ.შ. სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების სახით (100 კვ.მ-დან 15 000 კვ.მ-მდე), რომელიც იდეალურია როგორც ტრადიციული, შრომა ინტენსიური სამრეწველო სფეროებისთვის, ასევე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოო სექტორისთვის.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად ჰუალინგის თიზ-ში მოსული ინვესტორი ისარგებლებს შემდგომი პრივილეგიებით:

1. გადასახადებისგან თავისუფალი გარემო.

2. საწარმოო და სასაწყობე დანიშნულების მზა შენობა-ნაგებობების Მრავალფეროვანი არჩევანი კომუნიკაციებით.

3. მორატორიუმები - გარკვეული პერიოდით შენობის საიჯარო გადასახადისგან კომპანიების გათავისუფლება.

4. პოსტ-პანდემიური შეთავაზება - შემცირებული საიჯარო ტარიფები

5. ძირითადი საშუალებების დაფინანსების შესაძლებლობა ბბ ლიზინგის მიერ.

6. სპეციალური შეთავაზებები საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე ბაზის ბანკისგან.

7. ადგილობრივი სერვისები - მათ შორის დახმარება სამუშაო ძალის შერჩევაში, წარმოშობის ქართული სერტიფიკატის მიღებაში, გარემოსდაცვით პროცედურებში, ადგილობრივა ლოჯისტიკა და ტვირთის დამუშავება.

წარმოდგენილი შეთავაზებები ჩამოთვლილი კომპონენტების გათვალისწინებით მნიშვნელოვან ხელშესახებ პირობებს ქმნის სხვადასხვა საწარმოო პროექტების წარმატებული სტრატაპისა და განვითარებისთვის.