Get All Access for $5/mo

ქართველი თანადამფუძნებლის მიერ შექმნილმა სტარტაპმა Zero Gravity Capital-ისგან ინვესტიცია მოიზიდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის − გურამ ჯობავას მიერ შექმნილმა სტარტაპმა Wewell, Pre-seed რაუნდზე Zero Gravity Capital-ისგან რამდენიმე ასობით ათასი ევროს ინვესტიცია მოიზიდა.

Wewell წარმოადგენს მონაცემებზე დაფუძნებულ პერსონალიზებულ ასისტენტსა და მობილურ აპლიკაციას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, მარტივად იპოვონ მათი კანისთვის მორგებული კოსმეტიკური თუ თავის მოვლის საშუალებები − ყველანაირი სპეციფიკური განათლებისა და ქიმიური კომპონენტების ცოდნის გარეშე. Wewell ითვალისწინებს მომხმარებლის კანის მდგომარეობას (ნაოჭები, პიგმენტაცია და სხვა) და მას შესაბამისი კოსმეტიკური საშუალების მოძიებაში უწყობს ხელს.

სტარტაპი ამჟამად ჩეხეთისა და სლოვაკეთის ბაზარზე ფუნქციონირებს და უახლოს მომავალში, გუნდი ევროპის სხვა ქვეყნების ბაზარზე გეგმავს გასვლას. ამ ეტაპზე, კომპანია ყოველგვარი მარკეტინგული აქტივობების გარეშე, ათასობით მომხმარებელს წარმატებით ემსახურება.

"როდესაც კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქციებს ეხება საქმე, ვფიქრობთ, არც ისე განვითარებულები ვართ. შესაძლოა, ეს კლიშედ ჟღერდეს, თუმცა ძალიან რთულია იპოვო ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც შეესაბამება ჩვენი კანის ტიპს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ბოლო ათწლეულში ძალიან განვითარდა, ეს ყოველივე ნაკლებად აისახა კანის მოვლის სფეროზე. კოსმეტიკის შერჩევის პროცესი ჯერ კიდევ ექსპერიმენტს ჰგავს, ჩვენი კაბინეტები და ოთახები სავსეა პროდუქტებით, რომლებიც უბრალოდ არ შეესაბამება ჩვენი კანის საჭიროებებს.

ამჟამად გუნდში ვართ 8 ადამიანი და ძალიან მალე შეგატყობინებთ სიახლეების შესახებ, რომელიც შეცვლის მომხმარებლის თავის მოვლის საშუალებების ყიდვისა და მოხმარების გამოცდილებას", − აღნიშნავენ Wewell-ის გუნდში.

"Zero Gravity Capital-ს პირველივე დღიდან ესმოდა ჩვენი მისია და მომდევნო წლების ხედვა. სწორედ ამიტომ, ინვესტორებთან ჰარმონიული თანამშრომლობის პარალელურად, როდესაც ინვესტორი აქტიურად გვეხმარება ჩვენი ხედვის ჩამოყალიბებაში, უფრო გვიმარტივდება მიზანმიმართულ მიზნებამდე მიღწევა", − აღნიშნავს გურამ ჯობავა, Wewell-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

"ჩვენი მხრიდან გუნდისა და პროექტის მხარდაჭერა განაპირობა დამფუძნებლების საერთაშორისო გამოცდილებამ და დამფუძნებლების ამბიციამ, მოერგონ ბაზრის საჭიროებებს მონეტიზაციის მკაფიო სტრატეგიის გამოყენებით. გვჯერა, რომ ჩვენი ინვესტიცია ხელს შეუწყობს პროდუქტის განვითარებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით და გამართული ანალიტიკური სისტემა მისცემს საშუალებას მომხმარებლებს, მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული და ღია გადაწყვეტილებები", − განმარტავს Zero Gravity Capital-ის მმართველი პარტნიორი, ვიტ ჰანუსი.

Zero Gravity Capital-ი არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში და ხელს უწყობს განვითარების ადრეულ ეტაპზე არსებულ სტარტაპებს, დაამუშაონ ტრანსფორმაციული იდეები, განავითარონ საკუთარი კომპანია და აითვისონ საერთაშორისო ბაზრები. ვენჩურული კაპიტალის ფონდი მხარდაჭერილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ, მათ შორის: სლოვაკეთი, ისრაელი, ნორვეგია და ჩეხეთი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!