კომპიტერული მეცნიერების ახალი საბაკალავრო პროგრამა და ამერიკული დიპლომის მიღების შესაძლებლობა - Webster University Georgia აბიტურიენტებს სიახლეებს სთავაზობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 202 01 03
ციფრული რევოლუციის ხანაში ადამიანები, რომლებიც საკუთარ განათლებასა და კარიერას კომპიუტერულ მეცნიერებებს უკავშირებენ, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ინარჩუნებენ როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უამრავი წამყვანი კომპანია ყოველდღიურად ეძებს გამოცდილ თუ დამწყებ სპეციალისტებს, ვინაიდან, ფაქტობრივად, დღეს არ არსებობს სფერო, სადაც ტექნოლოგიების ინტეგრაცია არ არის საჭირო. გარდა ამისა, გლობალური მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, გახდნენ ფრილანსერები და შეიქმნან ინდივიდუალური კარიერა, რომელიც მათ დამოუკიდებელი საქმიანობის განხორციელების საშუალებას მისცემს.
საერთშორისო ტრენდების საპასუხოდ, სულ ახლახან Webster University Georgia-მ ახალი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა დაამატა, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო, IT კარიერის შექმნაში დაეხმარება. კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 2024-2025 სასწავლო წლიდან იქნება შესაძლებელი.
"ვებსტერ საქართველო" სტუდენტებს უმაღლეს ამერიკულ განათლებასა და ამერიკულ დიპლომთან ერთად, უნივერსიტეტის 50-მდე კამპუსიდან ნებისმიერში ერთსემესტრიანი და ერთწლიანი სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს ქართული კამპუსის სწავლის საფასურის შენარჩუნებით.
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა 4-წლიანია და მის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, ალგორითმებსა და მონაცემთა სტრუქტურებს, კომპიუტერულ არქიტექტურას, მონაცემთა მართვასა და სხვა მიმართულებებს, რომელიც მათ პროფესიული უნარ-ჩვევების უწყვეტ განვითარებაში დაეხმარება.
მათემატიკა კომპიუტერული მეცნიერებისთვის, ოპერაციული სისტემები, ქსელის პრინციპები, სისტემების ანალიზი და დიზაინი, სოციალური ინჟინერია და საზოგადოება, მონაცემთა სტრუქტურები, კომპიუტერული და ინფორმაციული უსაფრთხოება, პროგრამირების ენების პრინციპები და სხვა - ეს იმ საგანთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესწავლაც სტუდენტებს Webster University Georgia-ში სწავლისას შეეძლებათ.
ვის შეუძლია საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება?
კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს სკოლის სერტიფიკატის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე ნებისმიერ პირს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები. აღსანიშნავია, რომ ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს.
შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულად აირჩიონ უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზე სწავლასაც ისურვებენ.
პროგრამებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
Tbilisiadmissions@webster.edu, +995 550 00 05 84
აღსანიშნავია, რომ "ვებსტერის უნივერსიტეტის" საქართველოს კამპუსში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 22 000 ლარია. მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080$, ავსტრიაში - 22 254$, აშშ-ში - 29 680$, შვეიცარია-ში - 36 020$.