პირველი EPAM Engineering Hackathon-ის შეჯამება ორი დღის განმავლობაში 5 გუნდი მუშაობდა არჩეულ პროექტებზე

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EPAM

18-19 სექტემბერს საქართველოში პირველი EPAM Engineering Hackathon: Design your future ჩატარდა, StrategEast, UNDP Georgia Accelerator Lab-თან თანამშრომლობითა და GITA-ს მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანი იყო იმ ტექნოლოგიური იდეების განხორციელება, რომლებიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას და განავითარებს IT გარემოს საქართველოში.

EPAM-ის პარტნიორებმა, კერძო, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორმა, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმის გათვალისწინებით, ჰაკათონის პლატფორმაზე დაარეგისტრირეს 22 იდეა სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მოიცავდა: ნარჩენების შეგროვებას, ჭკვიანი გზის ნიშნებს, საგანმანათლებლო პორტალს და ა.შ.

ორი დღის განმავლობაში 5 გუნდი მუშაობდა არჩეულ პროექტებზე და 19 სექტემბერს ჟიურის წარუდგინეს შექმნილი პროტოტიპები.

ჰაკათონს ჰყავს ორი ოფიციალური გამარჯვებული:

  • Grand Winner – გუნდი "Naruto" EPAM საქართველოდან, რომელიც მუშაობდა უფასო სასწავლო მასალების პლატფორმაზე.
  • EPAM Winner – დიმიტრი კუნეცი (Dzmitryi Kunets), სოლო მონაწილე EPAM ბელარუსიდან, რომელიც მუშაობდა საერთო საკომუნიკაციო პორტალზე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

UNDP საქართველომ ასევე აარჩია თავისი ფავორიტი პროექტი და დააჯილდოვა გუნდი "Dart Team", რომელმაც იმუშავა ინტერაქტიულ რუკაზე ეტლით მოსარგებლეთათვის.

EPAM-ი გააგრძელებს მუშაობას EPAM Winner ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილესთან, რათა დაასრულოს და სრულყოს დაწყებული პროექტი და უზრუნველყოს მისი დანერგვა საქართველოში.

დაინტერესებულ მხარეებს ასევე შეუძლიათ განაგრძონ ჰაკათონზე შესრულებულ პროექტებზე მუშაობა და EPAM-ი მზად არის დახმარებისთვის ამ პროცესში.

ჰაკათონის შედეგები და კოდები ყველასთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება. კომპანიებს, ინჟინრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ წვდომა მასალებზე, რომლებსაც საზოგადოებისათვის სასარგებლო ნებისმიერი პროექტის შექმნაში გამოიყენებენ. მასალების მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორებს მისამართზე: orghackathonge@epam.com

შევხვდებით მომავალ წელს!

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ტექნოლოგიური ტრენდები

PULSAR AI – პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ''სილიკონის ველზე'' მოიზიდა ინვესტიცია

წარმატების გზა და რჩევა ქართველ სტარტაპერებს დაჩი ჭოლაძისგან

Business News

აღმასრულებელი დირექტორების ანაზღაურება იზრდება - ზოგიერთმა 2024 წელს ათობით მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2023 წელს

აი, რამდენი გამოიმუშავეს აღმასრულებელმა დირექტორებმა 2024 წელს, JPMorgan-ის ჯეიმი დაიმონიდან Disney-ის ბობ აიგერამდე

მწვანე ბიზნესი

გარემოს დაცვაზე ზრუნვის 10 გზა ბიზნესში

მწვანე ინიციატივები ჯანსაღსა და სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნის თანამშრომლებს