Join our Waitlist for Expert Advice!

Revolut-ი საქართველოს ბაზარზე სწრაფი და მარტივი გადარიცხვების უზრუნველყოფას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლობალური ფინანსური სუპერაპლიკაცია Revolut-ი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 25 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მომავალი წლიდან იგეგმება საქართველოში აპლიკაციის გამარტივებული ვერსიის გაშვება, მმართველი ორგანოების მხრიდან თანხმობის საფუძველზე. ეს საშუალებას მისცემს ქართველ მომხმარებლებს, მიიღონ წვდომა სწრაფ, მოსახერხებელ და უსაფრთხო ფულად გზავნილებზე საუკეთესო გაცვლითი კურსით.

Revolut-ის საქართველოში შემოსვლა ადგილობრივ მომხმარებელს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ფულის სწრაფად გადარიცხვისა და მოსახერხებელი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ფინანსური სერვისის მიღების შესაძლებლობას მისცემს. 2023 წლის ბოლოსთვის Revolut-ი ათობით ახალ ბაზარზე შესვლასთან და დამატებითი ფუნქციონალის შეთავაზებასთან ერთად, მსოფლიოში ფულის გაგზავნა-მიღების გზების შეცვლასაც აანონსებს.

ფულის გადარიცხვის გლობალური ინფრასტრუქტურის გამოყენებით, Revolut-ი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, გაგზავნონ და მიიღონ ფული თითის ერთ ღილაკზე დაჭერით. საქართველოში სუპერაპლიკაციის გაშვების საწყის ეტაპზე Revolut-ის მომხმარებლებს შორის გადარიცხვა გათავისუფლდება საკომისიოსგან, ხოლო იმ საბანკო ანგარიშებისთვის, რომლებიც Revolut-ს არ ეკუთვნის, საკომისიოს ოდენობა საკმაოდ მცირე იქნება. ნებისმიერი გადარიცხვის საკომისიო გამოჩნდება აპლიკაციაში, ვიდრე მომხმარებელი გადარიცხვის ღილაკს დააჭერს, ხოლო საერთაშორისო გადარიცხვებისთვის შემოთავაზებულია კონკურენტუნარიანი გაცვლითი კურსი.

პლატფორმის მომხმარებლებს საქართველოდან შეეძლებათ Revolut-ის გამარტივებული აპლიკაციის გამოყენებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მარტივად გაგზავნონ თანხა Revolut-ის, ისევე, როგორც Visa ან Mastercard-ანგარიშებზე.

ხოლო Revolut-ის მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში შესაძლებლობა ექნებათ ფულის გაგზავნა საქართველოში, 30-ზე მეტ ვალუტაში, Revolut-ის, Visa ან Mastercard-ანგარიშებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საბანკო ანგარიშთან. თანხა სრულიად უფასოდ გადაირიცხება ამ საბანკო ანგარიშზე გზავნილის მიღებისთანავე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებისა და რეგულატორისაგან ნებართვის მიღებისათვის საჭირო პერიოდის განმავლობაში, მომავალი წლიდან ქართველი მომხმარებლები შეძლებენ ჩამოტვირთონ Revolut-ის აპლიკაცია და დარეგისტრირდნენ გამარტივებულ ვერსიაზე წვდომის მისაღებად.

"მოხარულები ვართ განვაცხადოთ ჩვენი მიზნის შესახებ, გავუშვათ Revolut-ი საქართველოში, ვინაიდან ვაგრძელებთ წვდომის გაფართოებას Revolut-ის სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ ფულად გადარიცხვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Revolut-ი ხელახლა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გაგზავნოთ და მიიღოთ ფული საერთაშორისო გადარიცხვების პროცესის გამარტივებით. ის გთავაზობთ კონკურენტუნარიან საკომისიოს და ყოველთვის უზრუნველყოფს საუკეთესო გაცვლით კურსს", − აცხადებს ანდრიუს ბიჩეიკა, Revolut-ის მმართველი პარტნიორი, − "ტრადიციულმა გადარიცხვებმა შესაძლოა დააბრკოლოს მომხმარებლები თავიანთი უზარმაზარი ფარული საკომისიოების გამო, მაგრამ ჩვენ უარს ვიტყვით ყველა ჩვენს გადარიცხვის საფასურზე, თუ ორივე მხარე Revolut-ით ისარგებლებს, ადგილმდებარეობის მიუხედავად. ჩვენ ვოპერირებთ ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე, თუმცა გვსურს გაფართოება მეზობელ ქვეყნებშიც და საქართველო სწორედ ერთ-ერთი ასეთი სამიზნე ბაზარია. ამჟამად, ვმუშაობთ როგორც აპლიკაციის კუთხით, ისე ადგილობრივ მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკების მიმართულებით, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადაში წარვუდგინოთ ქართველ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტი. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოდან დიდი ხნის განმავლობაში უამრავ წერილს ვიღებდით იმ ადამიანებისა თუ კომპანიებისგან, რომლებიც Revolut-ის შემოსვლას მოუთმენლად ელოდნენ. ახლა კი, მათ უკვე შეუძლიათ ე.წ. "მომლოდინეთა სიაში" დარეგისტრირდნენ და როგორც კი აპლიკაცია გაეშვება, პირველებმა მიიღონ მონაწილეობა მისი ტესტირების პროცესში".

აპლიკაციის მიღების მსურველებს უკვე შეუძლიათ შეუერთდნენ მომლოდინეთა სიას ადრეულ ეტაპზე აპლიკაციაზე წვდომის მისაღებად. მომლოდინეთა სიაში მოსახვედრად, საჭიროა აპლიკაციის ჩამოტვირთვა Google Play-სა და App Store-ის საშუალებით და რეგისტრაციის გავლა.

ცნობისთვის, Revolut-ი გახლავთ კომპანია, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ ბაზარზე პირველ სუპერაპლიკაციას ქმნის. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს ეფექტიანად მართონ თავიანთი ფინანსები და მეტი სარგებელი მიიღონ ფულისგან. 2015 წელს ბრიტანეთში გაშვებული Revolut-ი, თავდაპირველად მომხმარებლებს ფულის გადარიცხვის სერვისსა და ვალუტის გაცვლას სთავაზობდა. დღეის მდგომარეობით, პლატფორმა 25 მილიონზე მეტ მომხმარებელსა და ასობით ათას კომპანიას ემსახურება მსოფლიო მასშტაბით და Revolut-ის ინოვაციური პროდუქტების დახმარებით, თვეში 330 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. Revolut-ი მომხმარებელთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს შეუფერხებლად დააკავშიროს ადამიანები მთელ მსოფლიოში.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს

20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი