ჩააბარე მხოლოდ შიდა პროცედურით - საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე და აიღე მაგისტრატურის დიპლომი ერთ წელში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მალე მეორე, ახალ კამპუსს ხსნის და პროგრამების ჩამონათვალსაც აფართოებს: ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა EMBA, რომელიც სპეციალურად აღმასრულებელი მენეჯერებისთვისაა შექმნილი სტუდენტებს თებერვლიდან მიიღებს, სწავლა კი მარტში დაიწყება.

პროგრამა, რომელიც გულისხმობს გამოცდილი და წამყვანი მენეჯერებისთვის გათვალისწინებულ განათლებას, მენეჯერებს საშუალებას მისცემს გაიუმჯობესონ თავიანთი მენეჯერული უნარ-ჩვევები და მიიღონ ღრმა ცოდნა ბიზნესის ეფექტურად მართვის შესახებ.

თანამედროვე ბიზნესის სამყაროში, სადაც მკვეთრი და სწრაფი ცვლილებები ხდება, EMBA პროგრამა იდეალური შესაძლებლობაა ყველა იმ მენეჯერისთვის, რომლებიც მზად არიან მიიღონ ახალი, მაღალი დონის გამოწვევები.

BTU, რომელიც ამ მიმართულებით მოწინავე ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის განათლების პრაქტიკას მიმართავს, 2025 წელს აღნიშნულ პროგრამაზე მხოლოდ 50 სტუდენტს მიიღებს, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:

1. არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში;

2. ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე;

3. შიდა საუნივერსიტეტი გამოცდები;

· გასაუბრება სპეციალობაში;

· ინგლისური ენის გამოცდა.

ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეძლებენ დაიწყონ სასწავლო პროცესი, რომელიც ინტენსიურად ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

BTU, როგორც წამყვანი უნივერსიტეტი, განსაკუთრებით ზრუნავს სტუდენტების განვითარებაზე. EMBA პროგრამის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი სერვისები და შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარებათ პროფესიული კუთხით განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. მათ შორის შეთავაზებული იქნება კარიერული განვითარების ცენტრის ინდივიდუალური სერვისები, მეწარმეობის ცენტრის სერვისები, მჭიდრო კავშირი ინდუსტრიასთან, networking ღონისძიებები და სხვა.

ამასთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომლებთან თანამშრომლობითაც პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ: ტრენინგებსა და სხვადასხვა ექსტრა კურიკულურ აქტივობებში, დასაქმების ფორუმებში, კონკურსებსა და ჰაკათონებში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 9 ტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს: AI ლაბორატორია, IOS & ANDROID ლაბორატორია, ლაბორატორია 4.0, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია, ბლოქჩეინ ლაბორატორია, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, მდგრადობის ლაბორატორია, Microsoft ლაბორატორია და MarTech ლაბორატორია.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ წინასწარი ინტერესის ფორმა.

დეტალურ ინფორმაციას პროგრამაზე ჩაბარებასთან დაკავშირებით გაეცანით ბმულზე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ