Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების საცხობი გაიხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით კომპანია "სილლარი'' თანამედროვე სტანდარტების საცხობის და ნახევარ-ფაბრიკატების პროექტს ახორციელებს. მისი ჯამური ღირებულება 1.100.000 ევროს შეადგენს, სადაც კერძო ინვესტიცია შეადგენს 850 000 ევროს, ხოლო ბანკის ფინანსური ჩართულობა კი 250,000 ევროს უტოლდება.

აღნიშნული საწარმო სურსათის ეროვნული სააგენტოს ნორმებს და რეგულაციებს, ასევე ევრო სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. საწარმოში ინტეგრირებული იქნება ISO 22000 და HACCP სისტემები. საცხობი აღჭურვილი იქნება როგორც საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომელიც შეძენილია ყველაზე თანამედროვე იტალიურ კომპანიებში და აქვთ სერთიფიკატი EURO-1, ასევე საოფისე და სამაცივრე-სასაწყობო განყოფილებებით. საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ პურებს "Piadina"-ს შესთავაზებს, ასევე ექნება ასორტიმენტში მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი. ასევე, ღვინისთვის ასორტები სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ყველი, ჩირეული, თხილი, ნიგოზი, ჩურჩხელები და დელიკატესები, რომლის რეალიზაციაც როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში და ევროპისა და არაბეთის სხვადასხვა ქვეყნებში მოხდება. ობიექტი 30 ადამიანს დაასაქმებს, მისი გახსნა კი მარტში იგეგმება.

"საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მცირე ზომის ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სულ მალე, ბანკის ჩართულობით ევროპული სტანდარტის ახალი საცხობი გაიხსნება. საწარმო მომხმარებელს მაღალი ხარისხის პურის მრავალსახეობას შესთავაზებს, სამომავლოდ კი ასორტიმენტს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ბანკის ერთერთ უცლელ პრიორიტეტად რჩება, რადგან ის ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილებს შექმნას. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე." - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

შპს "სილლარი" 2019 წლის მარტიდან არის თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო, რომლის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ" საქართველოს კანონითა და სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!