საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ბადეები გამოჩნდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
USAID-ის ხელშეწყობით ბაზარზე სეტყვის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ბადეები გამოჩნდა. შპს "აგრობადე" 2019 წელს დაარსდა და პირველი თანამედროვე საწარმოა საქართველოში, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო და დამცავ ბადეებს აწარმოებს.
პროგრამის მხარდაჭერით, შპს "აგრობადემ" შეისყიდა ბადის საქსოვი დანადგარი და გეგმავს სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელთა ბადეებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორც სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელს, შპს "აგრობადეს" შეუძლია სარგებელი მოუტანოს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის სამიზნე მრავალ ღირებულების ჯაჭვს, მათ შორის კენკრის, კურკოვანი და თესლოვანი ხილის, სუფრის ყურძნის მწარმოებლებს.
შპს "საჩინომ" უკვე შეისყიდა დაახლოებით 100,000 ლარის ღირებულების 158,730 კვ მ-ის ბადე, ი/მ "მარკოზაშვილმა" კი - 31,500 კვ მ -ის ბადე დაახლოებით 37,800 ლარად.