Get All Access for $5/mo

''Self.ge-ის მომსახურებას გამოარჩევს: მაღალპროფესიული გუნდი, მოქნილობა და ცვლილებებისთვის მუდმივი მზადყოფნა'' ნინო ხაჭაპურიძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" ადამიანური რესურსების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები ერთხმად თანხმდებიან ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობაზე და თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად, ციფრული ინსტრუმენტების უალტერნატივობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დიგიტალიზაცია საკმაოდ შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს საქართველოში, ადგილობრივი მსხვილი ორგანიზაციები ამა თუ იმ პროცესის ავტომატიზაციისათვის საჭირო, გამართული ციფრული პროდუქტების დეფიციტს მაინც განიცდიან. სწორედ ამ იდეით დაახლოებით ორი წლის წინ ბაზარზე ქართული სტარტაპი − Self.ge გამოჩნდა, რომელიც პერსონალის მართვისა და აღრიცხვის სწრაფ, მარტივ და რაც მთავარია, ციფრულ პლატფორმას წარმოადგენს.

Self.ge დღეის მდგომარეობით, უკვე არაერთ მსხვილ, საშუალო თუ მცირე მოცულობის კომპანიას აწვდის თავის სერვისს. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია კი, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" გახლავთ, რომლის ადამიანური რესურსების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ნინო ხაჭაპურიძე, Self.ge-ისთან ურთიერთობის გამოცდილებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების შესახებ Entrepreneur-ს ესაუბრა.

როგორც ნინომ საუბრისას აღნიშნა, "ჯიპიაი" უკვე მერვე წელია, რაც აქტიურად მუშაობს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით და სწორედ ეს კომპანია იყო პირველი სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც როგორც მომსახურება, ისე შიდა პროცესები ციფრული გახადა. ციფრული ინსტრუმენტების ჩართულობა ბიზნესში სასარგებლო აღმოჩნდა "ჯიპიაისთვის" პანდემიის დროსაც, ვინაიდან ამგვარი მზადყოფნა კლიენტებთან თუ თანამშრომელთა შორის ურთიერთობის შეუფერხებლად წარმართვის წინაპირობად იქცა.

"შიდა ბიზნესპროცესების სამართავად უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ციფრულ გადაწყვეტილებებს ვიყენებთ და პროგრამული უზრუნველყოფაც გვაქვს, თუმცა ქართულ ბაზარზე არსებული სამწუხარო რეალობაა, რომ არ არსებობს პროდუქტების დიდი არჩევანი, ზოგი გადაწყვეტილება ძალიან მოცულობითი და ძვირადღირებულია, ხოლო რაც ხელმისაწვდომია, საკმაოდ მოუქნელია კომპანიის საჭიროებებთან შესაბამისად. HR-ის კუთხით ჩვენ უკვე წლებია, რაც ბაზარზე ახალი ციფრული ინსტრუმენტების ძიების პროცესში ვართ, რომლებიც მზად იქნებიან ცვლილებებისთვის და მოქნილობისთვის. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ქართული სტარტაპი Self.ge რომელიც მეორე წელია რაც ბაზარზე ოპერირებს, თუმცა უკვე უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, ავითარებს საკუთარ პროდუქტებს და ახლებურ გადაწყვეტებს გვთავაზობს", − აცხადებს ნინო ხაჭაპურიძე, − "Self.ge-ში ყველაზე მეტად, პლატფორმის სიმარტივე და HR ადმინისტრაციული ფუნქციების სიმრავლე მომწონს, როგორებიცაა: მივლინების, შვებულების, სამუშაო საათების აღრიცხვის მოდულები. ზოგადად, "ჯიპიაი" მიესალმება ქართული სტარტაპების განვითარებას და მაქსიმალურად უჭერს მათ მხარს. Self.ge-ის შემთხვევაში კი, ის, რაც მათ მომსახურებას ბაზარზე გამოარჩევს, მაღალპროფესიული გუნდი, მოქნილობა და ცვლილებებისთვის მუდმივი მზადყოფნაა. როდესაც რაიმეს შეცვლას ითხოვ, დაუყოვნებლივ ერთვებიან და ცდილობენ ჩვენზე მორგებული ფუნქციონალი შემოგვთავაზონ, მუდმივად ზრუნავენ სისტემის დახვეწაზე და ისწრაფვიან სრულყოფილი ქართული პროდუქტის შექმნისკენ. პირდაპირ იგრძნობა, რომ ეს გუნდი პროდუქტს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივით უყურებს.

ნინომ ასევე აღნიშნა, რომ Self.ge საკმაოდ მარტივი ინტერფეისითა და მომხმარებლისათვის იოლად დასაძლევი სისტემით გამოირჩევა. "როგორც წესი, "ჯიპიაის" მსგავს დიდ კომპანიებში ახალი პლატფორმის დანერგვა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა Self.ge-ის პროდუქტის გაშვებას თვეზე ოდნავ მეტი დასჭირდა, რომელსაც ამჟამად ჩვენი ორგანიზაციის პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი იყენებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, კარგი სახელმძღვანელოსა და პლატფორმის ინტუიციური ინტერფეისის დამსახურებაა".

ნინო ასევე საუბრობს Self.Ge-ის მოქნილ ბიზნესმოდელსა და სისტემის ხელმისაწვდომობაზე.

"Self.ge-ის ერთ-ერთი უპირატესობა, გამოწერის ბიზნესმოდელია. დღეს, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა საკმაოდ მაღალ თანხებთანაა დაკავშირებული, რასაც რისკიც ახლავს. ეს პლატფორმა კი დანერგვის საფასურს არ გახდევინებს, არამედ მხოლოდ ყოველთვიურ გადასახადს, რაც ხელმისაწვდომს ხდის მას, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მცირე ზომის კომპანიებისთვისაც. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე გაციფრულების ტემპი იზრდება და ეს შეუქცევადია, ამიტომ ბაზარზე Self.ge-ის მსგავსი ადგილობრივი, მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებული სერვისის არსებობა აუცილებელია. პანდემიის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლების 80-90% დისტანციურ რეჟიმში, ჰიბრიდული მოდელით მუშაობენ. დროის მართვა და თანამშრომელთა თვითორგანიზება ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ამ სიტუაციაში, რაშიც Self.ge-ის სისტემა ძალიან გვეხმარება", − აღნიშნავს ნინო ხაჭაპურიძე.

"ჯიპიაის" HR-დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაცია სამომავლო მიზნად ისახავს, რომ სხვადასხვა ბიზნესპროცესი ერთიან ციფრულ სისტემაში ხორციელდებოდეს, რაც დღეისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ნინო ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებითაც Self.ge ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად განიხილება, ვინაიდან მსგავსი მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის არსებობა, საბოლოო შედეგის მისაღებად უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia