თიბისიმ პროგრამის ''თიბისი შენთვის'' ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს.
"სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს," - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში.
აღნიშნული პროგრამა "თიბისი შენთვის" ფარგლებში განახორციელდა, რომელიც თიბისიმ COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა "თიბისი შენთვის" ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური განათლების ხელშეწყობასა დ ა ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე.