Get All Access for $5/mo

წარმატებული CEO და ფინანსური განათლება წარმატებულ CEO-ს უნდა შეეძლოს ფინანსური ინფორმაციის თავდაჯერებული ანალიზი და გამოყენება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბიზნესის ზოგადი რწმენა კარგი მმართველობის შესახებ გამორჩეულ ლიდერობასა და სტრატეგიულ ხედვას უკავშირდება. სხვა თეორიები ადამიანებთან ურთიერთობისა და ხალხის მართვის უნარების ირგვლივ ტრიალებს. შესაბამისად, როცა CEO-ს კლასიკური ტიპაჟის აღწერაზე მიდგება საქმე, შედარებით ნაკლები აქცენტი მახვილდება სპეციფიკური ტექნიკური და ფინანსური ცოდნის შესახებ, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს უმაღლესი აღმასრულებელი კომპანიაში იმისთვის, რომ წარმატებით მართოს ბიზნესი.

სინამდვილეში კი, ცნობილი CEO-ების და ბიზნესლიდერების შესახებ ამბებში ყოველთვის ამოიკითხავთ, რომ ისინი ამ ორისგან ერთს მაინც აუცილებლად ფლობდნენ, იშვიათ შემთხვევებში კი ორივე სფეროში შესანიშნავად განვითარებული უნარები ჰქონდათ. ირონია იმაშია, რომ სამაგიეროდ მათი უმეტესობა პროპორციულად მოიკოჭლებდა ადამიანურ ურთიერთობებში.

ეს ცხადია, საბედნიეროდ, აქსიომატური პირობა არ არის, მაგრამ ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, CEO-ები, რომლებიც ნაკლებად ინტენსიურად ერევიან კომპანიის ფინანსურ საკითხებში, იშვიათად ახერხებენ გაბედული, ხმამაღალი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას. ამის ნაცვლად, გამართლების შემთხვევაში, სწორად შერჩეულ ხალხს იკრებენ გარშემო და აბარებენ მნიშვნელოვან როლებს, რომ მათთან ერთად სტაბილური, შედარებით პროგნოზირებადი სტრატეგიით წაიყვანონ წინ თავისი ბიზნესი.

პროგნოზირებადობა კი ბიზნესში, მით უმეტეს დღევანდელ გარემოში, არასახარბიელო მდგომარეობაა. CEO-ს არასაკმარისი ფინანსური ექსპერტიზით განპირობებული ფრთხილი მოძრაობა, სტაბილური შიდაორგანიზაციული განწყობა ბიზნესს ვერ მისცემს საშუალებას, ფეხი აუწყოს თანამედროვე რიტმს, ტენდენციებს და კონკურენციას, რათა გახდეს ჭკვიანი ბიზნესი − პროგრესული, მოქნილი, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, სოციალურად პასუხისმგებელი და რასაკვირველია, ფინანსურად წარმატებული. ყველაფერი და განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, CEO-ს პასუხისმგებლობაა.

რაზე მეტყველებს ფინანსური მონაცემები

CEO-მ თავისი ფირმის ბუღალტერია არ უნდა აკეთოს, მაგრამ წარმატებულ CEO-ს უნდა შეეძლოს ფინანსური ინფორმაციის თავდაჯერებული ანალიზი და გამოყენება იმგვარად, რომ აწარმოოს გააზრებული, გონივრული სტრატეგია თავისი ბიზნესის განვითარებისთვის. ყველა სტრატეგია და გეგმა ხომ საბოლოოდ ფინანსურ მაჩვენებლებში უნდა დაკონვერტირდეს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის აღმასრულებელი ხედავდეს და ადეკვატურად აღიქვამდეს ბიზნესის მთლიან ფინანსურ სურათს.

ბიუჯეტი და დანახარჯები, საოპერაციო ციკლი, გაყიდვები, ინვესტიციები, რისკ-ფაქტორები და ამ კომპონენტების ურთიერთკავშირის ანალიზი CEO-ს აუცილებელი კომპლექსური მსჯელობის საფუძველს აძლევს. მაგალითად, როგორ აგროვებს მიღებული მოგება კაპიტალს ბალანსზე და აუმჯობესებს კომპანიის საერთო ფინანსურ მდგომარეობას; რა მონაცემებს იძლევა ფინანსური ანგარიშგება იმისათვის, რომ იცოდე, როგორ და რამდენად სწრაფად გარდაიქმნება ინვესტიცია ნაღდ ფულად; როგორ იზომება კომპანიის მომგებიანობა, რატომ არ არის იგი ყოველთვის ნაღდი ფულის მოცულობის პირდაპირპროპორციული და ა.შ.

იმავდროულად, თუ ადგილობრივი რეგულაციებისა და მსოფლიო სააღრიცხვო პრაქტიკების შესახებ სათანადო ცოდნას ფლობს, CEO შეძლებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რომ უზრუნველყოს თავისი ბიზნესის ფინანსური წარმატება და თავდაჯერებულად დაისახოს ამბიციური მიზნები.

BDO-ში კარგად გვესმის არაფინანსისტი ლიდერების გამოწვევები კორპორაციულ მმართველობაში. იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ, ფინანსური ცოდნის გაუმჯობესებით სარგებელი მოუტანონ თავიანთ ბიზნესს და ამავდროულად ობიექტურად შეხედონ ფინანსური აღრიცხვის ფუნქციის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას კომპანიაში, BDO Academy-ში ვიწყებთ სპეციალურ კურსს.

ქეთევან ზარიძე

BDO - პარტნიორი, ბიზნესსერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულების ხელმძღვანელი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე