"რადარი" - ახალი სტანდარტი სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრიაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"რადარის" ისტორია 2023 წლიდან იწყება, თუმცა ამ ყველაფერს წინ 20-წლიანი გამოცდილება უძღვის, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ტურიზმში, კერძოდ, სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრიაში დავაგროვეთ.
სწორედ ამ წლების განმავლობაში გაჩენილი საჭიროებები და მოთხოვნები დაგვეხმარა, მკაფიო ხედვა და სტრატეგია ჩამოგვეყალიბებინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი სერვისის უნიკალური სტანდარტი, რომელიც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს უპასუხებდა", - მაია მახათაძე, კომპანია "რადარის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
კომპანიამ დაარსებიდან დღემდე უკვე 17 წარმატებული სასტუმრო და სარესტორნო პროექტი განახორციელა. ეს მოიცავს: 3 ახალი სასტუმროს გახსნას, 1 სასტუმროს რებრენდინგს, 3 ახალი რესტორნის გახსნას, 1 სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის დამუშავებასა და 9 სასტუმროსთვის აუდიტ-კონსალტინგის ჩატარებას.
ამჟამად "რადარი" კახეთის სოფელ მირზაანში "ვილაჯიო მირზაანი რეზორტის" მენეჯმენტ-კონსულტაციას ახორციელებს. თითოეული პროექტი, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად, მაღალი ხარისხითა და მკაფიო შედეგებით არის შესრულებული.
"ჩემი პირადი გზა, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებიდან ადგილობრივ ბაზრამდე, ნათლად მაჩვენებდა მომსახურების სფეროში არსებულ სიცარიელესა და მოთხოვნას მაღალი სტანდარტის სერვისზე. სწორედ ამ იდეის განხორციელების სურვილმა გვიბიძგა, შეგვექმნა კომპანია, რომელიც ამ მიზანს უპასუხებდა".
"რადარი" - სახელშივეა ჩადებული ყურადღების ეპიცენტრში ყოფნის კონცეფცია, რაც სასტუმროს ენაზე ცნობადობისა და პოზიციონირების სიზუსტეს ნიშნავს.
"ამ იდეის განსახორციელებლად ჩვენი ბრენდის იდენტობა მთლიანად ადგილობრივი კომპანიების საჭიროებებზეა მორგებული. შევქმენით მრავალმხრივი, თანამედროვე, ციფრული სივრცე და პირისპირ სამუშაო გარემო, სადაც ადგილობრივი სასტუმროები და რესტორნები თითოეულ ეტაპზე პროფესიონალურ მხარდაჭერას იღებენ იდეის განვითარებიდან სრულ ოპერირებამდე".
"რადარის" მეშვეობით ყველა კითხვა, იქნება ეს დეველოპინგის თუ ყოველდღიური მართვის შესახებ, პასუხგაცემულია, რაც კომპანიებს სტაბილურ მიმართულებას აძლევს წარმატების მისაღწევად.
"რადარის" ყველაზე ძლიერი მხარე მისი უნიკალური მიდგომაა, რომელიც საქმისადმი სრული ერთგულებითა და ხარისხისადმი უპირობო ვალდებულებით გამოირჩევა. ყოველი პროექტი, ახალი ტურისტული მარშრუტის გაშლა, ძველი სასტუმროს რებრენდინგი თუ სრულიად ახალი კონცეფციის შექმნა, შესრულებულია დროულად და უმაღლესი სტანდარტებით.
"რადარში" ჩვენ არ ვუშვებთ კომპრომისებს: წარმატების გარანტიას უზრუნველვყოფთ და ვქმნით შედეგებს, რომელთა პოვნაც დღეს ნამდვილად იშვიათობაა".
"რადარის" გეგმა მოიცავს ინოვაციური ციფრული პლატფორმის დანერგვას, რომელიც ბაზარზე უნიკალურია და სასტუმროს მენეჯმენტს სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანს. ეს პლატფორმა არა მხოლოდ ამარტივებს მენეჯმენტის მრავალფეროვან ფუნქციებს, არამედ ბაზრის დეტალურ სტატისტიკას აგროვებს და მართვის უნიკალურ გამოცდილებას აზიარებს.
"ჩვენი მიზანია, მენეჯმენტის პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გავხადოთ, რაც სწრაფი, ეფექტიანი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნიკალური გამოცდილება მივიღეთ, რომელიც საქართველოში დავნერგეთ.
ამ გამოცდილებამ ღირებული ცოდნა და ინოვაციური მიდგომები ჩამოგვიყალიბა, რითაც ქართულ სასტუმრო და რესტორნების ინდუსტრიას ახალ სტანდარტებს ვთავაზობთ".