Get All Access for $5/mo

როგორ დავიწყოთ პოდკასტების შექმნა ორი წარმატებული პოდკასტერი ვირუსული ქონთენთის ფორმულას გვიზიარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

არის თუ არა თქვენი ბრენდი მზად პოდკასტინგის მატარებელში ჩასაჯდომად? თუ მზად არის, მშვენიერია! მუშაობის დასაწყებად ამაზე უკეთესი დრო აღარ დადგება, განსაკუთრებით პოსტ პანდემიურ (და სულ უფრო მეტად ციფრულ) სამყაროში.

ბიზნეს სფეროში როგორც სხვა ახალი ინიციატივების, ისე ამ შემთხვევაშიც პოდკასტინგის დაწყებაზე საუბარი უფრო ადვილია, ვიდრე საქმეზე გადასვლა. Google-ში უთვალავ მასალას წააწყდებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიწყოთ მუშაობა, რა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა უნდა გამოიყენოთ. უამრავ რჩევას ნახავთ იმის თაობაზე, რა აპარატურა დაგჭირდებათ, რჩევები / ხრიკებია მოცემული დისტრიბუციის შესახებ და პოდკასტინგის ზოგად ტენდენციებზე. ყველამ ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, ამაზე გაცილებით მეტია საჭირო - კიდევ უნდა არსებობდეს რაღაც საიდუმლო, რომელიც ადრეულ ეტაპზევე გაზრდის პოდკასტინგის წარმატების ალბათობას.

ამ საიდუმლოზე უფრო მეტის გასაგებად, პოდკასტის ქსელით Headgum ყველაზე პოპულარული ყოველკვირეული პოდკასტის, Review Revue-ს წამყვანებს რეილი ანსპოსა და ჯეფრი ჯეიმსს დავუკავშირდით. ეს ქსელი ჯეიკ ჰურვიცმა და ამირ ბლუმენფელდმა დააარსეს CollegeHumor fame-დან და მათი გვერდის მიხედვით, Review Revue" საუბრისა და იმპროვირებული კომედიის შერწყმაა, რომელიც ინტერნეტში გამოჩენილ აბსურდულ გამოხმაურებებზეა დამყარებული".

რეილი ანსპოსა და ჯეფრი ჯეიმსს, Review Revue ნულიდან არ დაუწყიათ (Headgum ქსელის მხარდაჭერის წყალობით), მაგრამ მათ ეკისრებოდათ მთელი პასუხისმგებლობა შემოქმედებით მხარეზე, ქონთენთსა და მარკეტინგზე. მათი ქონთენთის გარეშე, რომელიც YouTube- ზე ყოველკვირეული კომედიური სკეტჩის სახით დაიწყო, პოდკასტი არც გაგრძელდებოდა და არც ასეთი პოპულარული გახდებოდა. მათ პირველი დღიდანვე დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს, მაგრამ კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, დიდ წარმატებასაც მიაღწიეს და გზად მრავალი გაკვეთილიც ისწავლეს.

ქვემოთ ჩვენი საუბრის მნიშვნელოვან მომენტებს გაეცნობით, თუ როგორ უნდა იშრომონ ანტრეპრენერებმა და მათმა გუნდებმა თავდაუზოგავად კი არა, გონივრულად, როდესაც პოდკასტინგის სამყაროში შეჭრას ფიქრობენ.

ქონთენთზე მეტი ყურადღება გაამახვილეთ, მარკეტინგზე - ნაკლები

თქვენ თუ შექმნით, ისინი აუცილებლად მოვლენ. ქონთენთის შექმნისას მნიშვნელოვანია ყურადღება იმ ასპექტებზე უნდა გაამახვილოთ, რომლებიც ყურადღებას იპყრობს და ინარჩუნებს კიდეც. ჟარგონებით ან იმ თემებით ნუ გადაამლაშებთ, რომლებითაც მეტისმეტი თვითრეკლამა გამოგივათ. უპირველეს ყოვლისა, თქვენმა პოდკასტმა აუდიტორია უნდა გაართოს. მაშინაც კი, თუ ისინი თქვენი პოდკასტით რაიმე რთული მასალის შესწავლას გეგმავენ, ის იმდენად საინტერესო უნდა იყოს, რომ ბოლომდეც მოუსმინონ და შემდეგ სხვებსაც გაუზიარონ. გულწრფელსა და უნიკალურ აქციებს ყველაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ყველაზე მთავარი, რასაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიქციოთ გამარჯვების ჟინია და სურვილი (რაც იმის გარანტიაა, რომ ქონთენთი კარგი იქნება).

ანსპროს აზრით, თუ ადამიანის ქონთენთში ჟინი გამოსჭვივის, ეს ბუნებრივ ზრდას განაპირობებს. იგი აცხადებს, რომ როდესაც ადამიანი მისთვის ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანს ქმნის, მას ბუნებრივად უჩნდება სურვილი ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს სწრაფვა პროდუქტიულ აზროვნებაში, სამუშაო პროცესის გამარტივებასა და თანმიმდევრულობაში აისახება.

თუ სწორად მივუდგებით საკითხს, პირველი ამოცანა სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება უნდა იყოს. შეიძლება ცდუნება გაგიჩნდეთ, რომ უფრო დიდი მასები მოიზიდოთ, მაგრამ ნიშის იზოლირება მარკეტინგულ ძალისხმევას ამარტივებს და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. შემდეგი ამოცანა ქონთენთის გაგზავნა იქნება.

არ აქვს მნიშვნელობა ეს პოდკასტის მეშვეობით იქნება, ვიდეოს თუ ციფრული მედიის ნებისმიერი სხვა ფორმით, ავტორმა იმაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, თუ რას მიიღებს ამით მისი აუდიტორია. როდესაც ქონთენთის შემქმნელები თავიანთ ნიშაზე ფიქრობენ, კერძოდ, რას ეძებენ ამ ქონთენთით და რისი მიღების იმედი აქვთ, მათ გაცილებით დიდი ფასეულობის შეთავაზება შეუძლიათ და თავიანთი ქონთენთის უფრო ბუნებრივი გზით პოპულარიზაცია.

"მთავარი უნივერსალური, მაგრამ სპეციფიური ქონთენთია", – ამბობს ანსპო. "ყველას გულის მოგებას თუ შეეცდებით, უაზრო ქონთენთი გამოგივათ".

სხვადასხვა მხრიდან სცადეთ ზრდაზე გავლენის მოხდენა

მას შემდეგ რა დაადგენთ, თუ ვინ არის თქვენი აუდიტორია, ის უნდა განსაზღვროთ, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეთ მათ სხვადასხვა პლატფორმაზე. მთელი მსოფლიო სწრაფად გახდა ციფრული და ამის გამო, რეკლამა ადრინდელზე გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი ჯვარედინი აქციები გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ. ეს აქციები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს - სხვა პოდკასტერებთან თანამშრომლობა იქნება ეს, შეთანხმება ერთმანეთის შეტყობინებების გავრცელებაზე, სოციალურ ქსელებში ერთმანეთის ქონთენთის გაზიარება, ერთმანეთის ვებგვერდების ბმულების მითითება, ბლოგებში პოსტების შექმნა პარტნიორების პოდკასტის ეპიზოდებით და ა.შ. აქ უსასრულო შესაძლებლობებია.

პარტნიორული ურთიერთობები მზარდი კომპანიებისთვისაა მომგებიანი, რადგან ერთად მუშაობა ყველა მხარისათვის ბევრად უფრო ეფექტურია. შესაბამისი პარტნიორის მოძებნა მისიის შესახებ განცხადებების შედარებას და ერთმანეთის აუდიტორიების გაზიარებას გულისხმობს. სხვა ბრენდებთან თანამშრომლობისას აუცილებელია გეგმის შემუშავება, რომელშიც შინაარსი, სტილი, სიხშირე, მარკეტინგული / სარეკლამო მცდელობები და ვადები იქნება შეთანხმებული.

ანსპო და ჯეიმსი ანტრეპრენერებს მოუწოდებენ რამდენიმე პლატფორმაზე შექმნან ქონთენთი, ეს აშკარა მინიშნება იქნება იმისა, რომ კომპანიები აქტუალურები არიან (და ბევრად უფრო მისაწვდომი) იმის გამო, რომ სოციალურ ქსელებში ფართოდ არიან წარმოდგენილი. სხვა შესაძლებლობების მონახვაც მნიშვნელოვანია, სტუმრების მიღება იქნება ეს თუ ინტერვიუს აღება. პუბლიკაციის ახალი შესაძლებლობების ძიება ბრენდის იმიჯის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, თვითდამკვიდრების საშუალებაცაა და ასე მნიშვნელოვანი იდეური ლიდერობის მნიშვნელოვანი ელემენეტიც.

ვიდეო მეტად პოპულარულია იმის გამო, რომ სოციალური ქსელები მთლიანად ამ ფორმატზე არიან გადასულები. მიუხედავად ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუდიო საშუალებების პოპულარობაც იზრდება, რადგან პოდკასტების აუდიტორია სწრაფად გაიზარდა პანდემიის დროს. "ადვილია ვინმეს ურჩიო, პოდკასტს მოუსმინოს ", – ამბობს ჯეიმსი. "ეს ბევრად მარტივია ფილმის ყურებასთან ან წიგნის წაკითხვასთან შედარებით ". ბოლოს და ბოლოს, დღეს აუდიტორიას მრავალფეროვნება უყვარს. მათ ადვილად შეუძლიათ პოდკასტებს უსმინონ სამსახურში მგზავრობისას, რაიმე შეკვეთების შესრულებისას, ან კიდევ ნებისმიერ სხვა აქტივობის დროს.

დროის მართვის საკითხი გონივრულად მოაგვარეთ

დრო ფულია, დროის სწორი მართვა და პროდუქტიულობა კი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების წინაპირობაა. სულაც არ იქნება იდეალური ვარიანტი თუ ჯერ ერთ პროექტს მიიყვანთ ბოლომდე, რომ კიდევ ერთი დაიწყოთ. ამ დროს, პარალელურად ერთიც შეგიძლიათ აკეთოთ და მეორეც. დროის დაგეგმვისას, რაც შეიძლება მეტი ცვლადის გათვალისწინებას გირჩევთ. ეს ცვლადებია: სწავლების მრუდები, ტექნოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა, A / B ტესტირება, კვლევა და პოტენციური სირთულეები, რომლებიც ადრეულ ეტაპებზე შეიძლება გამოჩნდეს. შემდეგ პირადი დროის ელემენტიც უნდა გაითვალისწინოთ და აღრიცხოთ. ანსპომ და ჯეიმსმა თავიანთი განრიგი დახვეწეს, რომ პოდკასტის ზრდისთვის შეეწყოთ ხელი, პროფესიონალურად გაზრდილიყვნენ და პირადი ბრენდირებისთვის მიექციათ ყურადღება.

სრულყოფილებამდე პრაქტიკას მივყავართ. ეს არის ერთ - ერთი მთავარი და აშკარა ელემენტი, რომელიც ანტრეპრენერებმა და მათმა მარკეტინგულ / სარეკლამო ჯგუფებმა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც ისინი პოდკასტინგის სამყაროში აღმოჩნდებიან. პირველი ეპიზოდები, სავარაუდოდ, ცოტათი რთული იქნება, ვიდრე წამყვანები თავიანთ ადგილს მოერგებიან. საქმე ისაა, რომ კომფორტი, ოსტატობა და ხილვადობის გაზრდა მხოლოდ და მხოლოდ დაუღალავი ძალისხმევით მიიღწევა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!