Get All Access for $5/mo

ყვარლის ღვინის გვირაბი - უახლოესი ადგილი განტვირთვისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული Must Visit ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთი "ყვარლის ღვინის გვირაბია". კლდეში გამოკვეთილი ღვინის საცავი მნახველში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. პირველივე წუთებიდან იგრძნობა, რომ რაღაც გასაოცარს სტუმრობ.

წარმოიდგინეთ 8 კილომეტრი სიგრძის ღვინის გვირაბი, რომელიც ათასობით ღვინის ბოთლსა და საინტერესო ისტორიას აერთიანებს. აქ პირველივე ნაბიჯიდან იწყება 8000-წლიან ისტორიაში მოგზაურობა. "ყვარლის ღვინის გვირაბის" პროფესიონალი გიდები ღვინის ქართული ტრადიციის ყველა ელემენტს აცოცხლებენ. სტუმრები უბრალო მნახველების ნაცვლად, ამ კულტურის ნაწილი ხდებიან.

"ყვარლის ღვინის გვირაბში" განსაკუთრებით საინტერესო ღვინის დეგუსტაციის პროცესია. მეღვინეობა "ხარებას" პრემიუმ კლასის ღვინო სტუმრებში დაუვიწყარ ემოციებს ქმნის. ერთ სივრცეში შესაძლებელია 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისგან შექმნილი 50-ზე მეტი დასახელების ღვინის დაგემოვნება. აქ თავს იყრის საქართველოს თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი ღვინო, რაც საოცარ მრავალფეროვნებასა და გემოთა პალიტრას ქმნის. ჩვენთან მოსული სტუმარი არა მარტო კახეთს, არამედ მთელ ქვეყანას შეიგრძნობს, რაშიც მთავარ მეგზურობას ღვინო უწევს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ყვარლის ღვინის გვირაბში" თითოეული ნაბიჯი დადებით ემოციებს იწვევს. ღვინის დეგუსტაციის პროცესი ამ კუთხითაც გამორჩეულია. იგი ყოველთვის ქართული ტრადიციული სადღეგრძელოების ფონზე მიმდინარეობს. ნებისმიერ სტუმარს შეუძლია წამიერად ჩვენი კულტურის ნაწილი გახდეს და სადღეგრძელოების წარმოთქმაში დახელოვნდეს. ჩვენს გიდებს ღირსეულ კომპანიონობასაც უწევენ ხოლმე.

"ზოგჯერ სტუმრებისთვის მხოლოდ ღვინის დეგუსტაცია საკმარისი არ არის და უფრო მეტი საინტერესო გამოცდილების მიღება სურთ. სწორედ ამიტომ, ცნობისმოყვარე და აქტიური მოგზაურებისთვის შევქმენით კულინარიული აქტივობები. მათ შეუძლიათ თავად გამოაცხონ პური თონეში, ამოავლონ ჩურჩხელა, მოახვიონ ხინკალი და ბოლოს თავისივე ნახელავი დააგემოვნონ. მასტერკლასები ყოველთვის ხალისისა და ჟრიამულის ფონზე მიმდინარეობს. დიდი სურვილი გვქონდა, კულინარიული მასტერკლასების გარდა დამატებითი აქტივობებიც გვქონოდა. ამიტომ, დღეს ყვარლის ღვინის გვირაბში მოსულ სტუმარს ასევე, შეუძლია ჩაერთოს ქვევრის დამზადების პროცესში და თავისი ინდივიდუალური ხელწერა დატოვოს. აქტივობების კუთხით განსაკუთრებით დატვირთული შემოდგომაა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია რთველში მონაწილეობა და საწნახელში ღვინის ტრადიციული მეთოდით დაწურვა." - აცხადებენ "ყვარლის ღვინის გვირაბში".

ამ ყველაფერთან ერთად განსაკუთრებულ მუხტს ქართული ხალხური სიმღერების შოუც ქმნის. "ყვარლის ღვინის გვირაბში" მუდმივად გაისმის ანსამბლ "გურჯაანის" ცოცხლად შესრულებული ჰანგები. ერთ სივრცეში იყრის თავს ქართული კულტურის ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი.

"ყვარლის ღვინის გვირაბის" ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ულამაზესი მწვანე ეზოა.

"თითოეულ მცენარეს დიდი გულმოდგინებით ვუვლით. აურაც, შესაბამისად, პოზიტიურია ჩვენთან. დიდი სურვილი გვქონდა, რომ სტუმრებს შესძლებოდათ ამ გარემოში დროის მშვიდად გატარება. ამიტომ ეზოში მოვაწყვეთ რამდენიმე კუთხე, სადაც შეგიძლია მშვიდად დაჯდე, შეუკვეთო ხემსის დაფა, შეარჩიო სასურველი ღვინო ან დააგემოვნო უგემრიელესი სანგრია. ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ ხემსის დაფის თითოეული ინგრედიენტი, იქნება ეს ყველი, თხილეული, სეზონური ხილი თუ თაფლი, ჩვენს მეურნეობებშია მოყვანილი. განსაკუთრებით ამაყები თაფლით ვართ, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ბიოსერტიფიცირება გაიარა. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ხარისხი ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია.

ბევრჯერ არის შემთხვევები, როდესაც აქ მოსულ სტუმარს უფრო დიდხანს სურს კომპლექსში დარჩენა. ასეთ დროს ჩვენსავე რესტორანში უგემრიელესი კერძებისა თუ დესერტების დაგემოვნებას ვთავაზობთ. მენიუ მრავალფეროვნებითა და ავთენტურობით გამოირჩევა. თუმცა მთავარი უპირატესობა კერძების დაუვიწყარ გემოშია, რასაც ჩვენივე მეურნეობებიდან მიღებული ნატურალურად სუფთა და მუდმივად ახალი ინგრედიენტები ქმნის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან From Garden to Table პრინციპი მოქმედებს.

მუდმივად ვზრუნავთ, რომ სტუმრებს მეტი წვდომა ჰქონდეთ ბუნებასთან და მაქსიმალურად განიტვირთონ მშვიდ გარემოში. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი კონცეფცია შევიმუშავეთ. მყუდრო და ექსკლუზიური გარემოთი დაინტერსებული სტუმრებისთვის სადილსა თუ ვახშამს საკოლექციო ვენახებშიც ვაწყობთ. მენიუ და კერძების სერვირებაც გარემოს შესაბამისია, რაც სისადავისა და განსაკუთრებულობის საინტერესო ნაზავს ქმნის.

ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო მეტი სიახლე დავნერგოთ. ჩვენთან მოსულ სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარების ბევრი შესაძლებლობა აქვთ, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ და რამდენიმე თვეში ბევრი ნოუ ჰაუს პრეზენტაციას ვგეგმავთ." - გვიყვებიან "ყვარლის ღვინის გვირაბში".

ღვინოს ქმნის ხარება, ხოლო წარუშლელ მოგონებებს "ყვარლის ღვინის გვირაბი". დროებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი