Get All Access for $5/mo

აქსელის ყოველწლიური "Investment Ecosystem Conference Vol.3" დასრულდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2024 წლის 28-30 ივნისს აქსელმა - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა, რიგით მესამე, კიდევ უფრო მასშტაბური საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია – Investment Ecosystem Conference VOL.3 – გამართა.

ღონისძიებამ, სამი დღის განმავლობაში, 700-ზე მეტ სტუმარს მოუყარა თავი და ეკოსისტემის გარშემო 50-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია გააერთიანა. სტუმრებს შორის იყვნენ საინვესტიციო სფეროთი დაინტერესებული პირები, ინვესტორები, სტარტაპები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

ღონისძიების მთავარი პარტნიორები: ორიენტ ლოჯიკი, თიბისი ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, USAID Financial Innovation Program, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, UN WOMEN Georgia, Zeekr Georgia იყვნენ.

ღონისძიება ყოველწლიური ხასიათისაა და წელსაც, ორიენტ ლოჯიკი აქსელის მთავარი პარტნიორი იყო.

დამსწრეებისთვისა და მონაწილეებისთვის ღონისძიების ფოტო მასალა ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე: Photos from Investment Ecosystem Conference Vol.3 (Day 1 and Day 2).

29 ივნისი - დახურული საინვესტიციო შეხვედრა

კონფერენციის არაოფიციალური ნაწილი 28 ივნისს დაიწყო ვახშმის სახით, სადაც მოწვეულნი იყვნენ აქსელის წევრები, პარტნიორები, პორტფოლიო სტარტაპები და დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ხოლო მომდევნო დღეს, 29 ივნისს, აქსელმა დახურული საინვესტიციო სესია გამართა,

შეხვედრის მიზანი სტუმრებისთვის სტარტაპ საინვესტიციო პროცესების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო. სწორედ ამიტომ, ღონისძიების დასაწყისში პრეზენტაციები წარადგინეს: აქსელმა, EBAN, Domino Ventures, Sturgeon Capital, Gegidze Ventures, INMERGE Fund, SABAH Angel Investors Club, Future Lab VC.

პრეზენტაციების შემდეგ, აუდიტორიის ინტერესების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად, 2 პანელური დისკუსია გაიმართა:

1. "Angel and VC Investment Approaches and Perspectives" – მოდერატორი, ლევან ლაშქარავა. დისკუსიაზე განხილული იყო, თუ რას ანიჭებენ ანგელოზი ინვესტორები და VC ფონდები უპირატესობას სტარტაპებში ინვესტირებისას. ასევე, სტარტაპებიდან შემოსავლების მაქსიმიზაციის სტრატეგიები. სპიკერები:

  • იაკოპო ლოსო (EBAN-ის დირექტორი)
  • რობინ ბატლერი (Sturgeon Capital-ის პარტნიორი)
  • იაგიზ კარადენიზი (Domino Ventures-ის მმართველი პარტნიორი)

2. "Innovation, Investment, and Regulation in Georgia" – მოდერატორი, გიორგი სიმონგულაშვილი (ანგელოზი ინვესტორი და აქსელის ბორდის წევრი). სესიაზე სპიკერებმა განიხილეს, თუ როგორ უწყობს ხელს კერძო და საჯარო სექტორი ქართული სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებას. სპიკერები:

  • სალომე ნაფეტვარიძე (GITA-ს ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
  • გოგა მელიქიძე (საქართველოს საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი)
  • ვარლამ ებანოიძე (ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი)
  • დავით აბაშიძე (TBC Capital-ის მმართველი დირექტორი, M&A-ის მიმაღთულებით)

ღონისძიება, ტრადიციულად, ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებით დასრულდა: Arena Games, Medik, Translive, Fentrica.

დახურული საინვესტიციო სესიის მთავარი პარტნიორები იყვნენ: European Business Angel Network; Georgia's Innovation and Technology Agency; TBC Startuperi; Orient Logic; The USAID Financial Innovation Program.

30 ივნისი - Investment Ecosystem Conference Vol.3

კონფერენცია აქსელის დაბადების დღის აღნიშვნით დაიწყო, სწორედ ამიტომ აარჩია გუნდმა მთავარი ღონისძიების თარიღად 30 ივნისი. კუს ტბაზე, ცისკარი გარდენში, ორგანიზაციამ 700-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა და მათ სხვადასხვა ფორმატის პანელური დისკუსიები, სტარტაპების ფიჩები და keynote სფიჩები შესთავაზა.

"აქსელი უკვე 3 წლის ორგანიზაციაა, საკმაოდ ახალგაზრდები ვართ, მაგრამ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ მოკლე პერიოდში. ამ ეტაპამდე, 1 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული, 25-მდე გარიგების ფარგლებში, რითიც ვამაყობთ. ქართული სტარტაპ ეკოსისტემა საკმაოდ სწრაფად ვითარდება და სწორედ ამის საჩვენებლად დავპატიჟეთ საქართველოში 30-ზე მეტი დელეგატი როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან, ისე ევროპიდან და ამერიკიდან, რათა მათთვის წარგვედგინა ჩვენი სტარტაპები, გაგვეცნო ინვესტორები, დაგვეინტერესებინა ბაზრით" - ამბობს ირო ცაგარეიშვილი, აქსელის მმართველი დირექტორი.

კონფერენციის პარტნიორები

TBC'S PROJECT STARTUPERI / ORIENT LOGIC / GEORGIA'S INNOVATION AND TECHNOLOGY AGENCY / THE USAID FINANCIAL INNOVATION PROGRAM / UN WOMEN GEORGIA / SOCAR GEORGIA / EUROPEAN BUSINESS ANGEL NETWORK / GEORGIAN NATIONAL TOURISM ADMINISTRATION / ZEEKR GEORGIA / BUSINESS ASSOCIATION OF GEORGIA / LIKANI / EFES GEORGIA / FORBES GEORGIA / MEDIALAB / TBILISI CITY HALL / GLOBAL BUSINESS ANGEL NETWORK / COPTER TECH DJI / CAFE DRO / KUDOS GEORGIA / GEC CONSULTING / LEAVINGSTONE / ENTREPRENEUR GEORGIA / DEGAMEFI / CHIVAS REGAL XV / TENE / EUROPEAN BUSINESS ASSOCIATION / D BLOCK / TKT.GE / CISKARI GARDEN / BLUE OCEAN and many more…

აქსელის შესახებ:

აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 90-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს, რომლებმაც ამ დრომდე 1 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელეს ქართულ და უცხოურ სტარტაპებში.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე