Get All Access for $5/mo

ბერლინში, "8000 მოსავალის" ფილიალში "ვაზისუბნის მამულის" ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ვაზისუბნის მამული" "8000 მოსავალს" გლობალურ ბაზარზე გასვლასა და ბერლინში პირველი მაღაზიის გახსნას ულოცავს. ეს არის საქართველოს მორიგი წარმატება და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო ბაზარზე.

ამ დღესთან დაკავშირებით 29 ივლისს, 7 საათიდან, ბერლინის "8000 მოსავალის" ფილიალში "ვაზისუბნის მამულის" ქვევრის ქარვისფერი ღვინის ასორტიმენტის დეგუსტაცია გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ უკეთ გაეცნონ ქართული მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციის დეტალებს და დააგემოვნონ მამულის ღვინის სახეობები.

დეგუსტაციას გაუძღვება "ვაზისუბნის მამულის" ბრენდ ამბასადორი რეზი ცეცხლაძე.

დასწრების ღირებულება: 20 ევრო | ბილეთების შეძენა შესაძლებელია ადგილზე.

მისამართი: Großbeerenstraße 27A, 10963 Berlin

დაგვირეკეთ: +49 176 89543170

ბერლინი პირველი ქალაქია საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც "8000 მოსავალის" მაღაზია-ბარი გაიხსნა და იმავე კონცეფციით იმუშავებს როგორც საქართველოში. მაღაზია ქალაქის ცენტრში - კროიცბერგში მდებარეობს და 120 სტუმრის მიღება შეუძლია. როგორც ცნობილია, ბერლინში არსებულ მაღაზიაში დღეს 230 დასახელების ღვინოა წარმოდგენილი, ეს რიცხვი კი სექტემბრისთვის 500-600-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება "ვაზისუბნის მამულს", იგი კახეთში, ვაზისუბნის რეგიონში 35 ჰექტარზე გადაჭიმულ ვენახს, აღდგენილ მარანს და XIX საუკუნის სასახლეში განთავსებულ ბუტიკის ტიპის სასტუმროს აერთიანებს, რომელიც ყველა სტუმარს განუმეორებელ თავგადასავლებს ჰპირდება.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!