Get All Access for $5/mo

Best Events-ი თქვენთვის ნებისმიერი სახისა და სირთულის ღონისძიების მოწყობას შეძლებს ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩვენი კომპანია ორგანიზებას უწევს ნებისმიერი სახისა და სირთულის ღონისძიებას. ღონისძიებების ორგანიზება ბავშვობიდან იყო ჩემი ჰობი, ამიტომ გადავწყვიტე ჰობი ძირითად საქმიანობად მექცია. გვსურს ხარისხზე და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ორიენტირებული სერვისის დანერგვა და განვითარება", − ტატა ხვედელიანი, Best Events-ისა და TN Catering-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

როგორც ტატა გვიყვება, იგი 12 წელი საჯარო სექტორში იყო დასაქმებული, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. მისთვის კერძო ბიზნესის დაწყება დიდ გაბედულობას მოითხოვდა.

"ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და გამოცდა იყო დამესრულებინა ცხოვრების ეს ეტაპი, დამეტოვებინა საკუთარი კომფორტის ზონა და დამეწყო 0-დან, თანაც იმ სფეროში საქმიანობა, სადაც გამოცდილება არ მქონდა. ეს ნამდვილად რთული იყო, თუმცა ამ პროცესმა უდიდესი გამოცდილება შემძინა", − ამბობს ტატა.

ტატასთვის გამოუცდელობა, მარცხის შიში, საქმიანობის ახალ სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების არქონა დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის მის გვერდით იდგნენ.

მისი აზრით, საკუთარი საქმის სიყვარული არის ის, რაც ხელს გვიწყობს კარგი შედეგის მიღებაში. ყველა ტოპ-მენეჯერი მუდმივად აქტიურად უნდა ურთიერთობდეს თანამშრომლებთან, უზიარებდეს შეხედულებებს, იღებდეს მათგან რჩევებს, რათა ბიზნესი განვითარდეს.

"ჩემთვის ანტრეპრენერი არის გაბედული, თავისუფალი, შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც სჯერა საკუთარი იდეის და შეუძლია მისი რეალიზება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანებისთვის სარგებლის მოტანა. მიმაჩნია, რომ რასაც უნდა ვაკეთებდე, ეს ჩემი მისიაა".

ტატასთვის ინსპირაციას წყარო კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელია, გამოწვევების გადალახვაა.

"ჩვენი სამომავლო გეგმაა სერვისების გაციფრულება. ვმუშაობთ ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელიც დაგვეხმარება გავხდეთ ადაპტირებული საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან. ყურადღებას ვაქცევთ ასევე სოციალურ პასუხისმგებლობას კომპანიაში, კერძოდ, ქალთა გაძლიერების მიმართულებით გვაქვს აქტივობები".

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე