Get All Access for $5/mo

Bude.ai - ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა ქართულ ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეიდან განათლების ბაზარზე ახალი, ინოვაციური აკადემია იღებს სტარტს. "ბუდე" მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც სტუდენტებს ციფრული პროფესიების სხვადასხვა მიმართულების კურსებსა და მასტერკლასებს bude.ai-ს პლატფორმაზე სთავაზობს.

"ბუდეს" მისიაა შექმნას განათლების თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის და ხელი შეუწყოს ადამიანებს მათი ინტერესების პოვნასა და გაღრმავებაში.

"ბრენდის შექმნას საფუძვლად უდევს ჩვენი გუნდის სურვილი ადამიანებს მივცეთ მათთვის საინტერესო პროფესიების შესწავლისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილიდან. ჩვენი მისიაა, დიდ ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხიანი განათლება და დავაკავშიროთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან" - ამბობს "ბუდეს" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა ნადირაძე.

"ბუდემ" სტუდენტების მიღება დღეიდან დაიწყო; სტუდენტებსა და დარგის ექსპერტებს საშუალება აქვთ ისწავლონ ხანგრძლივ კურსებზე, ვორქშოპებსა და მასტერკლასებზე bude.ai-ს პლატფორმაზე, რომლის სისტემაშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. აღნიშნული სისტემა თავისი ინტერაქციული ფუნქციონალით უნიკალურია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე.

bude.ai-ს თანადამფუძნებლის და მარკეტინგის დირექტორის ქეთევან მეფარიძის თქმით, მოთხოვნადი კურსების გარდა, "ბუდე" სტუდენტებს სრულიად განსხვავებულ და მრავალფეროვან პროგრამებსაც სთავაზობს, როგორიცაა:

თითოეული კურსისა თუ პროგრამის სილაბუსი ერთ მთავარ პრინციპს მოიცავს: სწავლის პროცესში დარგის პროფესიონალების ცოდნისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რაც სტუდენტებს დასაქმების კონკურენტული ბაზრისთვის შეამზადებს.

მსურველებს უკვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სასწავლო პროგრამებსა და კურსებზე, bude.ai-ს საშუალებით, სადაც სტუდენტებისა და დარგის პროფესიონალების წარმატებული თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია ისეთი უნიკალური ფუნქციები, როგორიცაა: კურსის სადისკუსიო ფორუმი, პირადი მიმოწერის გვერდი, სპეციალური შეთავაზებები ლოიალური მომხმარებლებისთვის და სხვა.

გარდა ამისა, პლატფორმაზე ფუნქციონირებს ონლაინ მაღაზიისა და ბლოგების სივრცე და სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნილი დასაქმების გვერდი, სადაც შესაძლებელია IT სპეციალობების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, დიზაინისა და სხვა მიმართულებით არსებული ვაკანსიების მოძიება.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, პროექტის იდეის ავტორის და თანადამფუძნებლის მერი მაღლაკელიძის თქმით, ყოველი ლექცია, კურსი თუ მასტერკლასი, "ბუდეს" მისიის გაგრძელებაა, რაც გულისხმობს ადამიანებისთვის შესაძლებლობის მიცემას, შეხება ჰქონდეთ მათთვის საინტერესო სფეროს საუკეთესო წარმომადგენელთან და საკუთარი შემოქმედებითი რესურსისა და უნარების აღმოჩენით, შეიძინონ ახალი პროფესია.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"