Get All Access for $5/mo

დAIცავი - BTU-ს სტუდენტური AI HACKATHON-ის გამარჯვებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩვენ ვართ 3 მიზანდასახული სტუდენტი, რომელთაც გვსურს, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები ჩვენივე ძალისხმევით აღმოვფხვრათ.

დღესდღეობით ბავშვები ინტერნეტსივრცეში არაერთ პრობლემას აწყდებიან, როგორიცაა ფიშინგ, პორნოგრაფიული, აზარტული ან სხვა სახის საფრთხის შემცველი ლინკები და ვებგვერდები, ასევე პორნოგრაფიისა და ძალადობის ამსახველი სურათები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გადავწყვიტეთ, გადაჭრის არსებული გზებისგან განსხვავებით, მშობლებისთვის სრულიად ახალი მიდგომა შეგვეთავაზებინა: ექსთენშენისა და ხელოვნური ინტელექტისგან შემდგარი ერთიანი სისტემა, სახელად "დAIცავი", რომელსაც მშობელი დააინსტალირებს დევაისზე და აღარასდროს ინერვიულებს შვილის უსაფრთხოებაზე ინტერნეტსივრცეში, მათ შორის, პირად მიმოწერაშიც კი.

ამ მიდგომით ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს სანდო სისტემას, სადაც 100%-ით დაცული იქნება მათი შვილების პერსონალური მონაცემები. ექსთენშენი მასკოტის დახმარებით ბავშვებს აუმაღლებს ცნობიერებას კიბერჰიგიენის საკითხებში", - ბარბარე გოგაძე, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" მეორე კურსის სტუდენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

გუნდი "დAIცავი" სამი მონაწილისგან შედგება. ესენი არიან ბარბარე გოგაძე, საბა გულედანი და თამარ კობალაძე. გუნდმა ჰაკათონზე პირველი ადგილი დაიკავა.

ჰაკათონი არის ივენთი, სადაც უამრავი სხვადასხვა განხრით დაინტერესებული ადამიანი იყრის თავს კოლაბორაციის, ახალი ინოვაციური იდეების ჩამოყალიბებისა და გამოცდილებების მისაღებად, ტექნოლოგიებთან მჭიდრო ურთიერთობის გზით.

"2024 წელს არაერთი ჰაკათონის ორგანიზება მოხდა, მათ შორის, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" მიერ, თუმცა პირადად მე, ჩემი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პირველად ჩავერთე მსგავს მასშტაბურ პროექტში და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მივიღე".

ჰაკათონის პროცესი მოიცავდა იდეების ჩამოყალიბებას, პროგრამული უზრუნველყოფის დემო ვერსიის შექმნას, მენტორშიფებსა და თვითონ პროდუქტის დემონსტრირებას დამსწრე საზოგადოებისთვის. ბარბარე აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში რამდენიმე ლექცია ჩატარდა, მათ შორის, "მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის" (MIT) ლექტორისა და სერიული ანტრეპრენერის, ჯორჯ უაიტფილდის, მასტერკლასი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

"დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გუნდის ყველა წევრი დაუღალავად ვშრომობდით, რათა შეგვექმნა პროგრამა, რომელიც საზოგადოებაში დიდ ინტერესს გამოიწვევდა და ვფიქრობთ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ.

პროექტში მონაწილეობამ გუნდს მისცა პრაქტიკული გამოცდილება და დაგვეხმარა, რომ ჩვენი თეორიული ცოდნა რეალურ სამყაროში გადმოგვეტანა. მსგავსი პროექტები საკმაოდ ხელშემწყობია კარიერული განვითარების მხრივაც, და, მიგვაჩნია, რომ ამ ჰაკათონზე გამოსვლით მივიღეთ შეზღუდული დროის პირობებში მუშაობის გამოცდილება, რაც არა მარტო მსგავს პროექტებში, არამედ სამუშაო გარემოშიც ძალიან გამოსადეგი და საჭირო უნარია. პროექტი დაგვეხმარა, გაგვეღრმავებინა ცოდნა და უნარები კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რაც ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

ბარბარე ხელოვნური ინტელექტის შესახებ გვიყვება და ამბობს, რომ მისი შექმნა XXI საუკუნის ტექნოლოგიურ რევოლუციად მიიჩნევა. მან არაერთი სფერო მოიცვა, ბიზნესიდან დაწყებული, ჯანდაცვით დამთავრებული და დღევანდელობაში ყველაზე აქტუალურ საკითხად ითვლება.

AI-ის შეუძლია ამოცანების ავტომატიზაცია, ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება, რადგან ადამიანთან შედარებით, ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები ხარჯით აანალიზებს საკმაოდ დიდი რაოდენობის მონაცემებს მოლოდინების განსასაზაღვრად.

"სოციუმის დიდ ნაწილს აშინებს ხელოვნური ინტელექტის პროგრესი და ხშირად მისი გამოყენებისგან თავს იკავებს, თუმცა AI-ის ინტეგრირება რეალურად ბევრად უფრო დადებით შედეგებს იძლევა სწრაფი პროგრესის უზრუნველსაყოფად, ვიდრე უარყოფითს და სწორედ ამის გააზრებას საჭიროებს ჩვენი საზოგადოება.

რა თქმა უნდა, ეს სულ მცირეა, რაც ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეგვიძლია გითხრათ, თუმცა მისი ასეთი ფართომასშტაბიანი და სწრაფი განვითარების პროცესი გვაძლევს უფლებას, დანამდვილებით ვთქვათ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ინოვაციურ სიახლეს უნდა ველოდოთ ამ საკითხში. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული იქნება კაცობრიობის განვითარების ახალ ეტაპზე გადასაყვანად და არა დისტოპიური მომავლის შესაქმნელად".

სტუდენტებმა, რომელთაც სურთ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა, თვალი უნდა ადევნონ სოციალურ პლატფორმებს, ამ გზით ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ არსებული აქტივობების შესახებ, როგორიცა განსაზღვრული ვადები და რეგისტრაციის მოთხოვნები.

ასევე, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" სიახლეებს, რადგან სწორედ მათ მიერ არაერთი ჰაკათონი გაიმართა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის იყო შესაძლებელი.

"დავამატებდით იმას, რომ არ დაიზარონ მსგავს ღონისძიებებზე დასწრება, მაშინაც კი, როდესაც თვითონ არ მონაწილეობენ ჰაკათონში, რადგან პირად განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ საერთო ინტერესის მქონე ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაშიც კრეატიული და საინტერესო იდეები იბადება".

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართა. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს აერთიანებს და მასში ათასობით კონკურსანტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობს. მარათონის ფარგლებში გაცემული საპრიზო ფონდი 40 000₾-ზე მეტია.

AI ჰაკათონი განხორციელდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია Webiz ∙ ვებიზ-თან, ციფრული ბანკინგის პლატფორმა Space International-სა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Exadel Georgia-სთან პარტნიორობით.

ჰაკათონის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენდა, რომელიც სამ გამარჯვებულ გუნდზე გადანაწილდა. გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!