Get All Access for $5/mo

დაიწყე წელი ახალი უძრავი ქონებით: საახალწლო შეთავაზებების თვე "ალიანს ჯგუფში"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ალიანსში" საახალწლო შეთავაზებების თვე გრძელდება - უპრეცედენტო შეთავაზების ფარგლებში, ექსკლუზიური უპირატესობებითა და გადახდის პირობებით შეძლებთ ახალი წლის მომგებიანი, გონივრული ინვესტიციით დაწყებასა და მასშტაბური შენაძენის გაკეთებას.

შეთავაზება კომპანიის სამ მასშტაბურ პროექტზე - კავკასიის ყველაზე მულტიფუნქციურ პროექტ "ალიანს ცენტროპოლისზე", რეგიონის პირველ ველნეს-საინვესტიციო უძრავ ქონება "ალიანს რენესანსსა" და ალპური-ტიპის სამთო, რეკრეაციულ კომპლექს "ალიანს ჰაილენდსზე" ვრცელდება.

ალიანს ცენტროპოლისი

კავკასიის საინვესტიციო, ბიზნეს და ტურისტული hotspot, "ალიანს ცენტროპოლისი" ბათუმის პირველ სანაპირო ზოლში, პრემიუმ ლოკაციაზე მდებარეობს და გარდა თანამედროვე საინვესტიციო აპარტამენტებისა, 5* სასტუმრო Hyatt Centric-ს, კავკასიაში ყველაზე დიდ საექსპოზიციო სივრცეს World Trade Centre-სა (WTC) და 24-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ კომპონენტს აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ექსკლუზიური ბიზნეს და სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო პარტნიორობები მკაფიოდ უზრუნველყოფენ უცხოელი ინვესტორების, კომპანიებისა და ტურისტების "ალიანს ცენტროპოლისში" აკუმულირებას, რითაც კომპლექსი საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტია ნებისმიერი ინტერესის ინვესტორებისთვის.

"ალიანს ცენტროპოლისში" საახალწლო შეთავაზების პირობები სამივე ტიპის აპარტამენტზე ვრცელდება:

Სტუდიო

  • 0% პირველადი შენატანი - სტანდარტული, 30%-ის ნაცვლად;
  • 0% შიდა უპროცენტო განვადება;
  • Სრული ღირებულების გადანაწილება 60 თვიან უპროცენტო განვადებით, 48-ის ნაცვლად.

ერთ და ორ-საძინებლიანი აპარტამენტები

  • 0% პირველადი შენატანი;
  • სრული ღირებულების 60% გახანგრძლივებული შიდა უპროცენტო განვადებით, 60 თვის განმავლობაში;
  • საბოლოო შენატანი: 40%;
  • მხოლოდ 1%-იანი ყოველთვიური შენატანი.

ალიანს რენესანსი

"ალიანს ჯგუფმა" 2023 წელს კიდევ ახალ, განსხვავებული კონცეფციის პროექტს, "ალიანს რენესანსს" ჩაუყარა საფუძველი, რომელიც რეგიონის ისტორიულ, გამაჯანსაღებელ ლოკაციაზე, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში მდებარეობს.

ზღვიდან 30 მეტრში, ხოლო რეკრეაციულ ზონებთან ყველაზე ახლოს მდებარე კომპლექსი პირველი საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტია რეგიონის მასშტაბით, რომელშიც გარდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებისა, სრულად შეგეძლებათ ექსკლუზიური ველნეს ინფრასტრუქტურით სარგებლობა.

"ალიანს რენესანსი"ყველაზე მასშტაბური ველნეს ინფრასტრუქტურით რეგიონში, 25-ზე მეტ დიაგნოსტიკურ, პრევენციულ, სპორტულ, გამაჯანსაღებელ და რეკრეაციულ სივრცეს აერთიანებს.

Პროექტში სრულადაა ინტეგრირებული და ათვისებული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის გამაჯანსაღებელი მახასიათებლები, რითაც "ალიანს რენესანსი" სრულყოფილი კომპლექსია გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, ნერვული, რესპირატორული, ენდოკრინოლოგიური, გასტროენტეროლოგიური, კუნთ-სახსროვანი, თუ მენტალური დარღვევების პრევენციისთვის.

"ალიანს რენესანსში" ინვესტირებას შემდეგი პირობებით შეძლებთ:

  • 0%-დან 10%-მდე პირველადი შენატანი;
  • გახანგრძლივებული შიდა უპროცენტო განვადება, 60 თვეზე;
  • საჩუქრად 2024$-იანი ფასდაკლება და 5-დღიანი დასვენება კურორტ გოდერძიზე.

ალიანს ჰაილენდსი

"ალიანს ჰაილენდსი" ალიანსის რიგით მეორე, ინოვაციური კომპლექსია უნიკალურ სამთო კურორტ გოდერძიზე, რომელიც ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს.

საბაგიროდან, თუ ცენტრალური სათხილამურო ტრასებიდან 60 მეტრში განთავსებული კომპლექსი ალპური-ტიპისაა და ლოფტ-რეზიდენციებს, სამთო-საკურორტო ინფრასტრუქტურასა და სრულად ფუნქციონირებად სასტუმროს მოიცავს.

სამთო-უძრავი ქონების ღირებულება, სხვა ტიპის უძრავ ქონებასთან შედარებით ყველაზე მაღალ ნიშნულზე იმყოფება და ყოველწლიურად მისი ფასი კიდევ უფრო მოიმატებს, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეკრეაციული უძრავი ქონების საკუთრება, გონივრულად განხორციელებული, მზარდი ინვესტიციაა.

"ალიანს ჰაილენდსის" სპეციალური გადახდის პირობები მოიცავს:

  • 10%-იან პირველად შენატანს;
  • 0%-იან შიდა უპროცენტო განვადებას, 36 თვეზე;
  • 5-დღიან დასვენებას პროექტის სასტუმროში, კურორტ გოდერძიზე - საჩუქრად.
არ გამოტოვო უპრეცედენტო შესაძლებლობა - რის ფარგლებშიც ახალი უძრავი ქონების შეძენას უნიკალური გადახდის პირობებითა და უპირატესობებით შეძლებთ.
ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე