Get All Access for $5/mo

ელისაბედ მგელაძე IE University-ში აგრძელებს სწავლას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც საზღვარგარეთ სწავლას გადაწყვეტ, დიდი არჩევანის წინაშე დადგები. ყველაფერი იწყება იმის არჩევით თუ რისი სწავლა გსურს, სად წარმოგიდგენია შენი მომავალი, როგორი გარემო გსურს და რა არის შენთვის კომფორტული ბიუჯეტი, რაც ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება არჩევანის გაკეთებისას.

ელისაბედი განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებულია, და მომავალი სასწავლო წლიდან ესპანეთში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ IE University-ში ისწავლის 70%-იანი დაფინანსებით, რაც 70 000 ევროს მოიცავს.

"მე ვარ ელისაბედ მგელაძე და მომავალი წლიდან საბაკალავრო საფეხურზე სწავლას გავაგრძელებ IE-ს უნივერსიტეტში, ესპანეთში, მადრიდში.

სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ვშიშობდი გამეგზავნა თუ არა ამ უნივერსიტეტში აპლიკაცია, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება და ჩემს ბიუჯეტს აღემატებოდა. მაგრამ განათლების ცენტრ LEAF-ის გუნდის დახმარებით მე შევძელი და ავიღე 70%-იანი დაფინანსება.

ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს ცხოვრების ამ ეტაპისგან, რადგან საზღვარგარეთ და განსაკუთრებით IE-ს უნივერსიტეტში სწავლა დამეხმარება ჩემი ყველა ოცნების ასრულებაში. აპლიკაციებზე მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, სხვა უნივერსიტეტებშიც გავგზავნეთ განაცხადი, და ჩავირიცხე Esade-სა და Cattolica-ს უნივერსიტეტებში და ბოლო იყო IE-ს უნივერსიტეტი. არჩევანი შევაჩერე IE-ზე, რადგან ეს არის გამორჩეულად კარგი ხარისხის განათლების მომცემი უნივერსიტეტი, როგორც ეს LEAF-ის აკადემიური მრჩევლებისგან ვიცი, ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულად პრესტიჟული უნივერსიტეტის რეპუტაცია აქვს.

სააპლიკაციო პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო. LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებთან ერთად ვმუშაობდი. ერთად ვარჩევდით უნივერსიტეტებს, პროგრამებს, თუ რას მთავაზობდა კონკრეტული უნივერსიტეტი, სად რას ვისწავლიდი და როგორი გარემო იქნებოდა ან როგორი კამპუსი. საბოლოოდ არჩევანი შევაჩერეთ IE-ს უნივერსიტეტზე, რადგან როგორც ჩემი მრჩეველი ამბობს ვაკმაყოფილებდი ყველა მოთხოვნას. ისიც კი მოვახერხეთ ერთად, რომ საოცნებო და ძვირადღირებულ უნივერსიტეტში ძალიან მცირედი თანხის გადახდით შევძლებ სწავლას.

ზოგადად, საზღვარგარეთ სწავლა მინდოდა ბავშვობიდან, და როცა უკვე ამის დრო მოვიდა, მჭირდებოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც დამეხმარებოდნენ ამ ყველაფრის განხორციელებაში. ყველა საბუთი, თითოეული დეტალი თუ გადაწყვეტილება ჩვენ ერთად მივიღეთ, და წარმატებული შედეგიც სახეზეა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ.

ვინც ახლა აპირებთ ამ გზის გავლას და დახმარება გჭირდებათ, ყველას გირჩევთ, რომ გაიმარტივოთ ეს პროცესი განათლების ცენტრ LEAF-ის დახმარებით და თქვენც აიხდინოთ თქვენი ოცნებები."

IE უნივერსიტეტი ცნობილია თავისი აკადემიური ხარისხით და მაღალი ხარისხის პროგრამებით, რაც შესაბამისი სწავლებისა და მოთხოვნის დონითაც განისაზღვრება. უკვე არაერთი ქართველი სტუდენტი სწავლობს მათ კამპუსებში. უნივერსიტეტს აქვს ძლიერი საერთაშორისო აქცენტი და ქმნის მულტიკულტურულ და მრავალფეროვან გარემოს საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

სასწავლო პროგრამაში ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, და ყველა აქტივობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას, კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს. უნივერსიტეტის კამპუსები მადრიდსა და სეგოვიაში აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მათ შორის თანამედროვე საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკებით, კვლევითი ცენტრებით, კომპიუტერული ლაბორატორიებით, სპორტული ობიექტებითა და სტუდენტური სივრცეებით სხვადასხვა აქტივობებისთვის.

უნივერსიტეტს აქვს გაცვლითი პროგრამები, ორმაგი ხარისხი და სტაჟირებები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც სტუდენტებს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას აძლევს. ეს ყოველივე იზიდავს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან და დიდი შესაძლებლობების გზას უხსნის მათ.

IE-ს უნივერსიტეტთან განათლების ცენტრი LEAF თანამშრომლობს და ქართველ სტუდენტებს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპზე ეხმარება, რომ მათი მიზნები რეალობად აქციონ.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?