.ge დომენი წელიწადი 1 ლარად! Domenebi.ge-ს მომხმარებლებს დომენების 2 წლით შეძენა 51 ლარად შეუძლიათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში დომენების ყველაზე მსხვილი რეგისტრატორი Domenebi.ge მომხმარებლებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს. დღეიდან, Domenebi.ge-ზე დომენის რეგისტრაცია ან განახლება შესაძლებელია 2 წლით სულ რაღაც 51 ლარად 100 ლარის ნაცვლად.

Domenebi.ge-ზე 20,000-მდე დომენია რეგისტრირებული. მომხმარებლებს შორის არიან როგორც ფიზიკური პირები, ისე ლიდერი ბანკები, წამყვანი საინფორმაციო პორტალები, მცირე და საშუალო ბიზნესი, საელჩოები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სტარტაპები და დომეინერები.

Domenebi.ge-ს სერვისი მთლიანად საქართველოშია შექმნილი და მორგებულია ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებს. დომენის რეგისტრაციას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი, ხოლო შემდგომი მართვა ხდება მარტივი, დაცული და ფუნქციონალური ვებგვერდის საშუალებით. დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, Domenebi.ge მომხმარებლებმა ყველაზე მარტივ ვებგვერდად დაასახელეს.

სააქციო შეთავაზება მოქმედებს ნებისმიერი აქტიური დომენის განახლებისას ან ახალი დომენის რეგისტრაციისას.

ტექნოლოგიური ტრენდები

PULSAR AI – პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ''სილიკონის ველზე'' მოიზიდა ინვესტიცია

წარმატების გზა და რჩევა ქართველ სტარტაპერებს დაჩი ჭოლაძისგან

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე