Get All Access for $5/mo

გირჩევთ წაიკითხოთ - "ჰეგარტი რეკლამის შესახებ"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჯონ ჰეგარტი კრეატიული საზოგადოებისთვის (და არა მარტო) გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფიგურაა. მის სახელს არაერთი წარმატებული სარეკლამო კამპანია უკავშირდება. ჰეგარტს მიღებული აქვს D&AD-ის პრეზიდენტის ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის, საერთაშორისო Clio Award და არის ნიუ-იორკის კრეატიული დიდების დარბაზის - The One Club-ის წევრი.

რეკლამა ნებისმიერი საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ყველგანაა, მას მუდმივად თავს გახვევენ და ვერსად გაექცევი. დღევანდელ ეპოქაში ეს ყოველდღიურობის განუყოფელ შემადგენლად გვექცა, თუმცა, ყველა რეკლამა ხარისხიანი არ არის და ეს შესაძლოა პრობლემადაც ჩავთვალოთ.
რეკლამა თავის საკუთარ გამოვლინებაში საინტერესო, შემეცნებითი და სახალისოა. ხელოვნებისა და კომერციის ეს უნიკალური ნაზავი საუკეთესოდ აღწერს საკუთარ ეპოქას - რა უყვარდათ ან რისი ეშინოდათ, რა სურდათ ან სჭირდებოდათ ადამიანებს მაშინ.

დღეს, როცა სარეკლამო სფერო ტრანსფორმაციებს განიცდის და თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს წარმატებით ითვისებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეს ბრწყინვალე მომავალი აქვს. ტექნოლოგია რეკლამისთვის საკომუნიკაციოდ ახალ-ახალ გზებსა და საშუალებებს ქმნის, რაც სარეკლამო საქმისთვის დიდი პრივილეგიაა.


საკომუნიკაციო ინდუსტრია დარვინის თეორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბიზნესში - გადარჩება ყველაზე საზრიანი. ჭეშმარიტად კრეატიული კამპანიის არსი მის ინოვაციურობაში მდგომარეობს, რასაც გენიალურ იდეებამდე მივყავართ.

"რეკლამები იდეებზე დგას. ჩვენ იდეებს ვეთაყვანებით, იდეებს ვეძებთ, იდეებისთვის ერთმანეთს ვებრძვით, იდეებს ტაშს ვუკრავთ და ყველაფერზე მეტად ვაფასებთ"

რა ხდება "იდეის" შემდეგ? რა გვჭირდება იმითვის, რომ იდეა სრულყოფილ პროდუქტად ვაქციოთ?

ბრეინსთორმინგი, "თიშიუ" შეხვედრები, ბრიფი, პიტჩინგი, დიზაინი.. ეს იმ თემათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წიგნში ჯონ ჰეგარტმა მისი ხუთი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებულ, პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილა და მკითხველს მახვილგონივრული, მარტივი ენით გადმოსცა.

წიგნი სარეკლამო კრედოცაა და სასიამოვნო მოგონებების გაზიარებაც. ავტორი, როგორც თვითმ- ხილველი და თანამონაწილე, არაჩვეულებრივი ფორმატითა და იუმორით აღწერს თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის ფორმირებისა და განვითარების გზას.

თუკი გაინტერესებთ, რა შესაძლებლობები და თავგადასავლები შეიძლება გელოდეთ სარეკლამო საქმეში, ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა. მათ კი, ვინც სარეკლამო ინდუსტრიაში ფეხი უკვე მოიკიდა, ჰეგარტის გამოცდილება რეკლამის შესახებ მოგცემთ საშუალებას, მეტად გაიფართოვოთ კრეატიული აზროვნება და გაეცნოთ წამყვანი სააგენტოების წარმატების ისტორიებს.

წიგნის შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" მაღაზიებში ან ონლაინ PalitraL-ის ვებ-გვერდიდან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი