Get All Access for $5/mo

ილონ მასკს ტვიტების გამოქვეყნებამდე იურისტების თანხმობის მიღება მოუწევს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ჯერ კიდევ ვალდებულია იურისტებისაგან ავტომწარმოებელთან დაკავშირებული "ტვიტების" გამოქვეყნებამდე დასტური მიიღოს.

ეს ვალდებულება მასკს 2018 წლის შემდეგ დაეკისრა, როდესაც SEC-მა ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასებზე მასკის მიერ გამოქვეყნებული "ტვიტების" გავლენა შეაფასა. Tesla-მ და მასკმა ცალ-ცალკე გაასწორეს ანგარიშები SEC-თან, $20 მილიონის ოდენობის ჯარიმა გადაიხადეს, თუმცა არ აღიარეს, რომ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი.

ამის მიუხედავად, TechCrunch იუწყება, რომ მასკის ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ სცადეს არსებული მდგომარეობის შეცვლა. კერძოდ, მათ სიტყვით გამოსვლაზე "მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა" უწოდეს და განაცხადეს, რომ ნაფიც მსაჯულთა ბოლო გადაწყვეტილებამ გასაჩივრებას დაუჭირა მხარი.

ამ შემთხვევაში, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მასკის ტვიტები არ არღვევდა 10b-5 წესს, რომელიც 2000 წელს იქნა მიღებული ინსაიდერული ვაჭრობის განმარტების დასაზუსტებლად. SEC-ის არგუმენტებმა გასაჩივრების თაობაზე მხარდაჭერა ვერ მიიღო, თუმცა კომისია არ დაეთანხმა მასკის ადვოკატ ალექს სპიროს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ საქმის მოგება შესაბამის უფლებამოსილებას იძლეოდა. ამის ნაცვლად ამტკიცებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენი არ ვრცელდებოდა კერძო ფასიანი ქაღალდებით თაღლითობაზე. თუ ისინი ახალ იურიდიულ უფლებამოსილებას აღმოაჩენენ, რომელიც პირდაპირ კავშირშია აპელაციაში აღნიშნულ საკითხთან, ადვოკატებს შეუძლიათ მისი წარდგენა სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერის ფარგლებში.

SEC-ის ბრძოლამ მასკთან, რომელიც დღესაც გრძელდება, შესაძლოა გააჩინოს შეკითხვები სიტყვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით კორპორაციული მმართველობის პირობებში. თუმცა, SEC ამტკიცებს, რომ აქციონერებს სჭირდებათ იურისტები, რომლებიც წინასწარ დაამტკიცებენ Tesla-სთან დაკავშირებულ ნებისმიერ "ტვიტს", რადგან მათთვის აუცილებელია ზუსტი ინფორმაცია თავიანთი ინვესტიციების შესახებ.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის აზრით, მასკის "ტვიტების" წინასწარი დამტკიცება სწორი ინფორმაციის გავრცელების გარანტიაა.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!