კრისტალ პარკ ჰოტელი - მარტივი პასუხი ურბანული გადაღლისგან დასვენების მსურველთათვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქალაქის ხმაურისგან დასვენება და განტვირთვა ურბანულ არეალებში მცხოვრები ადამიანებისთვის, შეიძლება ითქვას, აუცილებლობადაც კი იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტური მახასიათებლების გამო დასასვენებელი ადგილის შერჩევა არ უნდა გვიჭირდეს, ეს მაინც რთულ ამოცანად რჩება ხოლმე.
"კრისტალ ჯგუფის" პროექტი "პარკ ჰოტელი" სწორედ ის არის, რასაც შეიძლება ეძებდეთ - პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი. მისი ბინადრები იღებენ საცხოვრებლის ბენეფიტებსა და სასტუმროს დონის მომსახურებას, რაც დასვენების ხარისხზე შესაბამისად აისახება.
კომპლექსი ბაკურიანში, უშუალოდ "კრისტალ პარკის" მიმდებარედ შენდება და მდებარეობით უნიკალურია არამხოლოდ რეგიონის, ქვეყნის მასშტაბითაც. "პარკ ჰოტელი" კრისტალის საკურორტო ზონაშია - ეს კი ბაკურიანში საუკეთესო საკურორტო ზონაა.
კომპლექსის კონცეფციიდან გამომდინარე, მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ საკუთრებაში არსებული ფართები არა მხოლოდ პირადი მოხმარების, არამედ გაქირავების მიზნითაც გამოიყენონ - "კრისტალ ჯგუფი" ამ მიმართულებითაც მაქსიმალურ კომფორტსა და ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა, მაგალითად, მიმღები, სასტუმროს ტიპის მომსახურება და სხვ.
აპარტამენტების გაქირავების სერვისს სასტუმრო "კრისტალის" მმართველი ჯგუფი უზრუნველყოფს. მომსახურებაში შედის ობიექტის პოპულარიზაცია და რეკლამირება, სტუმრების მიღება-განთავსება და ადმინისტრატორის მომსახურება, ოთახების ყოველდღიური დალაგება-დასუფთავება, ბრენდირებული ჰიგიენური საშუალებებით ოთახების გაწყობა, სტუმრებთან ანგარიშსწორება და ოთახების ჩაბარება, ბინაში განთავსებული ავეჯის, ტექნიკისა და ინვენტარის დაცულობის გარანტია (დაკარგვის ან დაზიანებისგან).
კომპანიის სხვა პროექტების მსგავსად, "პარკ ჰოტელის" კომპლექსში გათვალისწინებულია სპა-ცენტრი საცურაო აუზითა და ფინური საუნით, სატრენაჟორო დარბაზი, დამატებით კი - რესტორანი და ლობი. ტერიტორიას, ასევე, აკრავს ტყე-პარკი საფეხმავლო განათებული ბილიკებით, სპორტული მოედნითა და მოსასვენებელი ზონებით. სრული კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე კი "კრისტალ ჯგუფი" ზრუნავს.
"ჩვენი მიზანია ისეთი ინფრასტრუქტურული სისტემის შექმნა, რომელიც დამსვენებლებს თვითმყოფად და კომფორტულ გარემოს შეუქმნის. სწორედ ამიტომ, კრისტალის საკურორტო ზონის სტუმრებს ტერიტორიიდან გაუსვლელად შეუძლიათ ისარგებლონ საბაგირო და სასრიალო ტრასებით, სპა-ცენტრებით, კაფე-რესტორნებით, ყინულის მოედნით და ა.შ. ყველაფრით, რაც სრულყოფილი განტვირთვისთვისაა საჭირო".
"პარკ ჰოტელში" აპარტამენტის შეძენისას ბინადარი ავტომატურად ხდება Crystal Club Membership Card-ის, ფასდაკლების ბარათის მფლობელი, რაც 10%-დან 20%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს კრისტალის ქსელის ნებისმიერ მომსახურებაზე.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მომავალ ბინადრებს შეუძლიათ როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ერთ და ორსაძინებლიანი საცხოვრებელი ფართის შეძენა. საცხოვრებელი ფართები კი 25-დან 66 კვ.მ.-მდე მერყეობს.
საცხოვრებელი კომპლექსის თითოეული დეტალი მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და კომფორტზეა გათვლილი - ამაზე Crystal Group-მა იზრუნა. შენობები აღჭურვილია OTIS-ის წარმოების უმაღლესი ხარისხის ლიფტით, ალუმინის კარ-ფანჯრით, სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით.
კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში დასრულდება, ხოლო გარემონტებული და ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილითა და სასტუმროს ყველა აქსესუარით მოწყობილი აპარტამენტები 2026 წლის ივნისში ჩაჰბარდება.