"კრწანისი გრანდე" – თანამედროვე ადამიანზე მორგებული საცხოვრებელი სივრცე თბილისის ცენტრში და სრული კომფორტი ერთ კომპლექსში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"გრანდე ჯგუფი" ბაზარზე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ბრენდი ისეთ მიმართულებებს აერთიანებს, როგორიცაა: მაღალი კლასის სასტუმროები "ბაკურიანი ინნ", "გუდაური ინნ", "გორი ინნ", რამდენიმე საწარმო და სამშენებლო-დეველოპერული კომპანია. Entrepreneur "გრანდე ჯგუფის" დირექტორს, ბუბა ჩანქსელიანს ესაუბრა.
რა იყო "გრანდე ჯგუფის" მთავარი იდეა და მოტივაცია?
წარმატებული გამოცდილებით და ევროპული სტანდარტით კომპანიამ მომხმარებლის ნდობა და დადებითი უკუკავშირი წარსული პროექტებიდან მოიპოვა, რომელიც მაღალი კლასის სასტუმროებისა და აპარტოტელების მშენებლობას უკავშირდება. სამშენებლო მიმართულებით დაგროვილმა ცოდნამ გაგვიჩინა იდეა, თბილისში მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი საცხოვრებელი გარემო, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანსა და მის საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნებოდა მორგებული.
აქედან დაიბადა პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "კრწანისი გრანდე".
დეველოპერული პროფილით კომპანიის პირველი მასშტაბური პროექტია, რომლის მშენებლობაც თბილისში, კრწანისის ქუჩის პრესტიჟულ, დიპლომატიურ ნაწილში მიმდინარეობს.
რით არის გამორჩეული პროექტი "კრწანისი გრანდე" და რას სთავაზობს ის მომხმარებლებს?
სამუშაო პროცესი ყველა იმ ასპექტის გამოყოფით დავიწყეთ, რომელიც ადამიანს თანამედროვე და კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება. კომპლექსს მისი ფუნქციურობა და მდებარეობა გამოარჩევს.
ის თბილისის კულტურული ცენტრიდან - (აბანოთუბნიდან) 3 კმ-ს დაშორებით მდებარეობს, ამავდროულად, კრწანისის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ ნაწილში. კომპლექსის გარშემო 10-მდე საელჩო და დიპლომატიური წარმომადგენლობაა განთავსებული, რომელიც ასევე მიმზიდველს ხდის მას საინვესტიციო თვალსაზრისით. პროექტში 10000 კვ.მ.-მდე ეთმობა სარეკრეაციო ზონას, სადაც მოეწყობა საპიკნიკე და მოსასვენებელი სივრცეები, ბავშვთა გასართობი მოედნები, ველობილიკები, სპეციალური ზონა მობინადრეების ოთხფეხა მეგობრებისთვის და გამწვანებული ბაღი, რომელიც მცხოვრებლებს განსაკუთრებულ კომფორტს ჰპირდება.
ტერიტორიაზე განთავსებულია ფიტნესცენტრი, ღია და დახურული ტიპის აუზები და სპა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია დამოუკიდებელი შენობა-ნაგებობა.
მრავალფუნქციური კომპლექსის თითოეული საცხოვრებელი ბლოკის პროექტირებისას გავითვალისწინეთ მდებარეობა და არქიტექტურული ნაგებობა ისე დავაპროექტეთ, რომ მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, ისიამოვნონ პანორამული ხედებით ქალაქსა და ბუნებაზე.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, კომპლექსის მობინადრეს ყოველდღიურ და აუცილებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეს შინიდან გაუსვლელად, ამიტომ კომერციულ ნაწილში განთავსდება ბანკი, აფთიაქი, კაფე და სხვა სავაჭრო ობიექტები. ამჟამად დასრულებულ ბლოკებში უკვე ფუნქციონირებს სუპერმარკეტი და სასწავლო აკადემია.
"კრწანისი გრანდეში" იდეალური ადგილის კონცეფციაა დაცული და სრულად არის გათვლილი მობინადრეების მაქსიმალურ კომფორტზე საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ დასასვენებლად. თითოეულ ბლოკს აქვს ლობის ტიპის სადარბაზო და სრულ ტერიტორიას ემსახურება 24-საათიანი დაცვა, რათა მცხოვრებლებმა თავი კიდევ უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ.
რა ეტაპზეა დღეს "კრწანისი გრანდეს" მშენებლობა და როდის ჰბარდება სრულად კომპლექსი ?
2 წელიწადში კომპლექსის A/B ბლოკების მშენებლობა დავასრულეთ. აღნიშნულ ბლოკებში სულ 5 გასაყიდი ბინაა დარჩენილი, ხოლო დანარჩენი - სრულად რეალიზებული.
მიმდინარე წელს C ბლოკის მშენებლობა დასრულდება, რომელიც დასკვნით ფაზაშია გადასული და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
2024 წელს კომპლექსის ახალი საცხოვრებელი ბლოკების D/E მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც 2 წელიწადში მწვანე კარკასის კონდიციით ჩაჰბარდებათ ჩვენს მობინადრეებს. მალე დაიწყება პროექტის დასკვნითი სამშენებლო ფაზა, რაც გამაჯანსაღებელი ცენტრის (აუზი, ფიტნესი, სპა) შენობის მშნებლობას და დახურული ეზოს მოწყობას ითვალისწინებს.
"გრანდე ჯგუფი" "საქართველოს ბანკთან" მრავალი წელია თანამშრომლობს და "კრწანისი გრანდეს" პროექტის მშენებლობაც არ არის გამონაკლისი. ბანკთან პარტნიორობის უპირატესობა, ერთი მხრივ, მშენებლობის ვადების დაცულობის გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის და, მეორე მხრივ, აძლევს ბენეფიტებს, რომელიც უმარტივებს იპოთეკით მოსარგებლე ყველა მსურველს სხვადასხვა პროცედურას და მათ გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, კომპლექსის მშენებლობა სრულად ვადების მიხედვით მიმდინარეობს და მისი სრულად მოწყობა 2026 წელს დასრულდება.
როგორია თქვენი სამშენებლო ხარისხი, რა განსაზღვრავს "გრანდეს" სტანდარტს, როგორ იცავთ უსაფრთხოებას?
"კრწანისი გრანდეს" სამშენებლო მიმართება და მისი ხარისხი პროექტის მთავარი პრიორიტეტია. კომპლექსი ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით იქმნება და ორიენტირებულია უსაფრთხოებასა და თანამედროვე სტანდარტების დაცვაზე. თითოეული ბლოკის მშენებლობაში გამოყენებულია მაღალი კლასის, სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა მასალა. შენობის ფასადი სრულად ვენტილირებადია და ყველა ბინა - 100%-ით ენერგოეფექტური. ბლოკებში დამონტაჟებულია პრემიუმ ბრენდის ლიფტები "ოტისი", რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული უსაფრთხოებითა და მდგრადობით. კომპლექსი უზრუნველყოფილია სხვადასხვა სტანდარტის შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის ელექტროგენერატორით, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს კომპლექსის ძირითადი წერტილების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს (ლიფტი, სადარბაზო, პარკინგი...)
პრემიუმ კლასის კომპლექსში კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის ყველა ასპექტს ვითვალისწინებთ და ამ ასპექტებიდან უმნიშვნელოვანესი ხარისხია.
დროთა განმავლობაში შეიცვალა თუ არა თქვენი მოტივაცია, რამდენად გაფართოვდა კომპანიის მიზნები და რა ურთიერთობა ჩამოყალიბდა მომხმარებელთან?
დღეს ცხოვრების ტემპი საკმაოდ აჩქარებულია და ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი გახდა დრო, რომელიც სურთ თავიანთი სურვილების შესაბამისად გამოიყენონ. დროთა განმავლობაში იცვლება და ვითარდება ადამიანის მოთხოვნა საცხოვრებელ გარემოსა და სერვისებზე. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს და მაქსიმალურად ვცდილობთ მათი თითოეული საჭიროება გადაწყვეტილებებში გადავიტანოთ. შევუქმნათ ყველა პირობა ერთ სივრცეში, რომელიც ხარისხიან, მშვიდ და კომფორტულ ცხოვრებაში დაეხმარებათ. მობინადრეებთან კომუნიკაცია გვეხმარება, არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება მომავალშიც განვაგრძოთ თითოეული მცხოვრებლის კეთილდღეობისთვის.
სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით "კრწანისი გრანდეში", საცხოვრებელ უბანში, რომელიც თითოეული მობინადრის ინტერესს დააკმაყოფილებს და განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს.