Lineate - 2023 წლის შეჯამება განვახორციელეთ $11-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში და დავასაქმეთ 200-მდე ადამიანი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გიორგი ციკოლია
Lineate-ის რეგიონული დირექტორი
საქართველოში ოფისი Lineate-მა ერთი წლის წინ დააარსა. მიზანი აშშ-ისა და ევროპის ბაზრებზე საქმიანობის გაფართოება და კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესება იყო. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ:
- განვახორციელეთ $11-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში;
- დავასაქმეთ 200-მდე ადამიანი;
- დავიწყეთ გადამზადების პროგრამა Lineate Dev School, რომლის ფარგლებში 500 კანდიდატიდან, გადარჩევის შედეგად გადავამზადეთ 25 სტუდენტი, ანაზღაურებად სტაჟირებაზე ავიყვანეთ 6 და მათგან საუკეთესოები გახდებიან ჩვენი საერთაშორისო გუნდის წევრები;
- განათლების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ 5 წამყვან უნივერსიტეტთან;
- ქუთაისის საერთაშორისო და თავისუფალ უნივერსიტეტში სტიპენდია დავუნიშნეთ კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის წამყვან სტუდენტებს;
- მხარი დავუჭირეთ Grace Hopper Award-ის პროგრამას, რომელიც აღიარებს ქალების წვლილს ქართული ICT-ინდუსტრიის განვითარებაში;
Lineate-ის მიზანია, წვლილი შეიტანოს იმ საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ კეთილდღეობაში, სადაც ის ოპერირებს. ტექ-ეკოსისტემის განვითარება წელს ერთ-ერთი გამოწვევა იყო. CSR-პროგრამით, სამუშაო ადგილების შექმნითა და ადგილობრივ ბიზნესებთან პარტნიორობით ამ გამოწვევასაც ვუმკლავდებით. მზად ვართ, ინვესტირება განვახორციელოთ ტექ-ეკოსისტემის განვითარებაში. ვეხმარებით საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სკოლას ტექნიკითა და ცოდნის გაზიარებით, რათა იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განვითარდნენ მომავლის პროფესიის კუთხით.
წლის მთავარი ამბავი, უპირველესად, რა თქმა უნდა, აშშ-ის საელჩოსთან ერთად ზემოთხსენებული ოძისის სკოლაში მომავალი თაობის განვითარების ხელშეწყობა იყო.
საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ ფინანსური ინდუსტრიის საინტერესო და ახალ მოთამაშეებთან. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. წელს დავიწყეთ პროექტი კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს საკმაოდ საინტერესო იდეას. მოხარულნი ვართ, რომ მათთან ერთად ფინანსური მომსახურების ახალ სტანდარტს შემოვიტანთ საქართველოში.
რაც შეეხება ამერიკის ოფისს, წელს ვაფართოებთ ჩვენს თანამშრომლობას წამყვან ამერიკულ კომპანიებთან, ვითვისებთ ახალ ინდუსტრიებს. მაგალითად, ძალიან საინტერესო და მოცულობითი პროექტი დავიწყეთ ჩვენთვის ახალ ინდუსტრიაში, კერძოდ - უძრავი ქონების სექტორში.
საკმაოდ დადებითი და მომავალზე ორიენტირებული ადამიანი ვარ − იმედს ვიტოვებ, დასტაბილურდება მსოფლიო ეკონომიკა და ასევე გაუმჯობესდება გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენ რეგიონში. 2024 წელს ვგეგმავთ უფრო მეტად გავზარდოთ საქართველოსა და სომხეთის ოფისები, განვახორციელოთ სასწავლო პროგრამა Lineate-ის განვითარების სკოლის ფარგლებში და გავაგრძელოთ საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება.
Lineate-ი აშშ-ში დაფუძნებული მაღალი დონის ტექ-კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი, მთავარი ოფისით ქ. ნიუ-იორკში.