Get All Access for $5/mo

Next@Acer 2024 - რა სიახლეები წარუდგინა ტექგიგანტმა მომხმარებელს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტაივანურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Acer-მა კომპანიის ახალი პროდუქცია წარუდგინა მომხმარებელს.

Next@Acer 2024-ის მთავარი თემა უახლესი ტექნოლოგიები და ამ წინსვლაში ადამიანური ხასიათის შენარჩუნება იყო. კონფერენციის ვიზუალური მხარე აერთიანებდა სიტყვათა წყობას "Human Intelligence", რომელიც გრაფიტის სტილში კედელზე იყო დაწერილი.

ციფრული სტილით დაწერილი "Intelligence" სიმბოლო იყო იმისა, რისაც Acer-ში სჯერათ - ტექნოლოგიური წინსვლა შექმნილია ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების გასაფართოებლად. კედელი, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ნამუშევარი, ხაზს უსვამს კომპანიის ადამიანზე ორიენტირებულობას. წარწერის მარჯვნივ კი კარია, რომელიც მომავალი სიახლეებისადმი მოლოდინს გამოხატავდა.

წლევანდელი კონფერენცია დატვირთული იყო ახალი ტექნოლოგიებით. Acer-მა მომხმარებელს არა მხოლოდ განახლებული მოდელები, არამედ სრულიად განსხვავებული და ინოვაციური ტექნოლოგიები წარუდგინა.

ერთად გავეცნოთ, რა იყო ის ძირითადი სიახლეები, რაც კომპანიამ ბერლინში წარადგინა.

Iconia X12 AMOLED Tablet

Acer-მა პუბლიკას ახალი Iconia X12 (X12-11) AMOLED დისპლეი ტაბლეტი წარუდგინა, რომელიც შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ მომხმარებელს გაზრდილი პროდუქტიულობისა და გართობის უკეთესი გამოცდილება მისცეს.

ტაბლეტს აქვს ეკრანის გაყოფის ფუნქცია, ფერთა მაღალი კონტრასტი და გლუვი ჩარჩოები. Acer Iconia X12 ასევე აღჭურვილია სტერეოდინამიკებით უკეთესი აუდიოგამოცდილებისთვის.

ტაბლეტს აქვს მაღალი გარჩევადობის 60Hz განახლების სიხშირით ეკრანი და 400 nits სიკაშკაშე. მას ასევე აქვს ოთხკუთხა სტერეოდინამიკები ხმისთვის და მოჰყვება დამატებითი აქსესუარები, როგორიცაა ალუმინის სტილუსის კალამი, პორტფოლიოს ქეისი რეგულირებადი სადგამით და მოხსნადი Bluetooth კლავიატურა ტრეკპადით. ტაბლეტს ორი კამერა აქვს: 8 მეგაპიქსელი წინა კამერა და 13 მეგაპიქსელი უკანა კამერა ფლეშითა და ავტოფოკუსით ნათელი ვიდეოზარებისა და ცოცხალი ფოტოებისთვის.

Android 14-ით და MediaTek Helio G99 პროცესორით Iconia X12 უზრუნველყოფს საქმის უმაღლეს დონეზე შესრულებას მისი მომხმარებლისთვის და საიმედო კავშირს. მისი გლუვი, გამძლე ალუმინის კორპუსი იწონის მხოლოდ 600 გ-ს, რაც აადვილებს მის ტარებას. 8 GB ოპერატიული მეხსიერებით, 256 გბ-მდე მეხსიერებით და microSD სლოტით, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 1 ტბ-მდე, ის უზრუნველყოფს საკმაო მოცულობას ფაილებისა და აპების შენახვისთვის. ტაბლეტს აქვს Wi-Fi 5, GPS, Bluetooth 5.2 მხარდაჭერა და აღჭურვილია USB Type-C და 10 000 mAh ელემენტით, რომელსაც სწრაფი დამუხტვის რეჟიმი აქვს.

TravelMate P6 14 AI

Acer-ის კიდევ ერთი ახალი პროდუქტია TravelMate P6 14 AI - მსუბუქი ბიზნესლეპტოპი 1 კგ-მდე წონით. ლეპტოპი აღჭურვილია Intel Core Ultra პროცესორებით და მასში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით.

ნახშირბადის ბოჭკოვანი დიზაინის 14-დიუმიანი WQXGA+ ეკრანი და უახლესი თაობის Intel Arc გრაფიკა მას იდეალურს ხდის როგორც პროდუქტიულობის, ასევე შემოქმედებითი ამოცანებისთვის. TravelMate P6 14 AI ასევე აღჭურვილია 65 Wh ელემენტით, 32 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, PCIe Gen4 SSD-თა და უხმო კლავიატურით, რომლის გლუვი ზედაპირი მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტი იქნება სამუშაო პროცესში.

ლეპტოპი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის უახლესი ინსტრუმენტებით, როგორიცაა Acer Assist - მოწყობილობაზე AI ვირტუალური ასისტენტი, და Acer PurifiedView 2.0 გაძლიერებული ვიდეოზარებისთვის. უსაფრთხოების ძლიერი მახასიათებლებით, მათ შორის QHD IR კამერითა და Acer User Sensing Technolog-ით, ის უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას.

გამძლეობისთვის შექმნილი ეს ლეპტოპი აკმაყოფილებს MIL-STD 810H სტანდარტებს და გთავაზობთ უახლეს უკაბელო კავშირზე, მათ შორის Wi-Fi 7-სა და Bluetooth 5.4-ზე წვდომას. გარდა ამისა, იგი შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით და ჰარმონიაში მოდის Acer-ის კომერციულ გადაწყვეტილებებთან IT მართვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

Swift 14 AI and Swift 16 AI

კომპანიამ ახალი ლეპტოპები წარმოადგინა Swift სერიიდანაც - Swift 14 AI და Swift 16 AI, მისი პირველი მოდელები Intel Core Ultra პროცესორებით. ეს დახვეწილი ლეპტოპები მომხმარებელს აძლევენ წვდომას ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებზე, 48 TOPS NPU AI-ის შესრულებით, რაც მათ იდეალურს ხდის.

როგორც Acer-ის სხვა პროდუქტი, ისინიც შექმნილია პროდუქტიულობისა და ეფექტურობისთვის, აერთიანებს ძლიერ გადამამუშავებელ ძალას, ელემენტის ხანგრძლივ მუშაობასა და უსაფრთხოების უმაღლესი დონის ფუნქციებს, რათა დააკმაყოფილონ თანამედროვე მომხმარებლების საჭიროებები სახლში, სკოლასა თუ სამსახურში.

Swift 14 AI და Swift 16 AI აღჭურვილია OLED დისპლეით, ბიომეტრიული უსაფრთხოებითა და Acer User Sensing ტექნოლოგიით, რაც მომხმარებლის გაძლიერებული დაცვისთვის წინ გადადგმული ნაბიჯებია.

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ისეთი საშუალებებით, როგორიცაა Acer Assist და Acer PurifiedView, ეს ლეპტოპები მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ვიდეომომსახურებასა და კონტენტის შექმნას. ორივე მოდელი აღჭურვილია 32 გბ-მდე ოპერატიული მესხიერებით, 2TB მეხსიერებითა და დაკავშირების გაუმჯობესებული მხარდაჭერით, მათ შორის Wi-Fi 7 და Thunderbolt 4.

მდგრადობისა და ეკოლოგიაზე ზრუნვის ერთგული კომპანია Acer-ი ამ ლეპტოპების შესაქმნელად გადამუშავებულ მასალებს იყენებს, ხოლო პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვაში თავსდება.

Swift Go 14 AI და Swift 14 AI

Acer-მა გულგრილი არც პერსონალური გამოცდილების მოყვარულები დატოვა და გააფართოვა თავისი Copilot+ ხაზი ახალი Swift Go 14 AI და Swift 14 AI ლეპტოპებით, რომლებიც შექმნილია პროდუქტიულობისა და შემოქმედებითობისთვის.

Swift Go 14 AI აღჭურვილია უახლესი Snapdragon® X Plus 8-ბირთვიანი პროცესორით, ხოლო Swift 14 AI აღჭურვილია ახალი AMD Ryzen™ AI 300 სერიის პროცესორებით. ორივე მათგანი უზრუნველყოფს იმას, რომ კომპიუტერების ძლიერი AI შესაძლებლობები მომხმარებელმა სხვადასხვა ამოცანისთვის მაქსიმალურად და სასიამოვნოდ გამოიყენოს.

Acer-ის Copilot+ ლეპტოპები აღჭურვილია ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული ფუნქციებით, მათ შორის Cocreator სურათების რეალურ დროში გენერირებისთვის, Live Captions მრავალენოვანი თარგმანისთვის და Windows Studio Effects გაძლიერებული ვიდეოკომუნიკაციისთვის.

ორივე კომპიუტერს, ასევე, გააჩნია Acer-ის შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები, როგორიცაა AcerSense, სისტემის მართვისთვის და AI-ით გაძლიერებული საკონფერენციო ინსტრუმენტები, როგორიცაა Acer PurifiedView™ 2.0 და Acer PurifiedVoice™ 2.0.

ორივე მოდელის დიზაინი ხაზს უსვამს Acer-ის ერთგულებას მდგრადობისა და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომებისადმი, ამიტომაც მასალები და შეფუთვა, რომელიც ლეპტოპების შესაქმნელადაა გამოყენებული, გადამუშავებადი და გარემოსთვის უსაფრთხოა.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?