Porsche Cayenne-ის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე - ახალი თაობის მოდელი თბილისში ოპერის სცენიდან წარადგინეს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
- More Luxury – ამ კონცეფციით განახლებული მოდელით პორშემ თავისივე წარმოებული პრემიუმ კლასის ავტომობილები უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა
- მესამე თაობის Porsche Cayenne-ის გაყიდვები საერთაშორისო მასშტაბით ერთსა და იმავე დღეს დაიწყო
- ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი თიბისი იყო
"პორშე ცენტრი თბილისმა" Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა. გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით პორშეს ყველა წარმომადგენლობაში ერთდროულად დაიწყო. გერმანელი მწარმოებლის სრულად განახლებულ Porsche Cayenne-ის პრეზენტაციას თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა. დარბაზში შეკრებილ სტუმრებს ახალი მოდელის შესაძლებლობები Tegeta Cars-ის დირექტორმა გააცნო. "თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "პორშე ცენტრი თბილისი" საქართველოში პორშეს ოფიციალური წარმომადგენელია.
პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: "ახალი შესაძლებლობებით, მეტი კომფორტითა და დახვეწილი დიზაინით პორშემ Cayenne-ის სრულიად ახალი თაობა შექმნა. დიდი ხანია პორშეს მოყვარულები ამ ახალ მოდელს ელოდებიან და მოხარულები ვართ, რომ გერმანული ბრენდის ეს გამორჩეული ავტომობილი "პორშე ცენტრი თბილისის" შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.
ათეულ წელზე მეტია, პორშეს ექსკლუზიურად წარმოვადგენთ რეგიონში და შესაძლებლობა გვაქვს, მომხმარებელს პრემიუმ ავტომობილების სრული სამოდელო რიგი შევთავაზოთ, რაც ჩვენი პარტნიორის მხრიდან მაღალ ნდობაზე მიუთითებს. ამასთანავე, გერმანული ბრენდის სტანდარტით აღჭურვილ პორშეს სერვისცენტრში ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას ვუწევთ".
Porsche Cayenne გაძლიერებული ამძრავებითა და მეტი ფუნქციონალით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენიდან წარადგინეს. თეატრის სივრცე მულტიმედიურ შოუს დაეთმო, რა დროსაც ვიდეო და აუდიო შთამბეჭდავი ეფექტების ფონზე სტუმრებმა პორშეს ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Cayenne-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ღონისძიების წამყვანები მარკეტერი აკო ახალაია და "თეგეტა ჰოლდინგის" ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი ნიკა კოხოძე იყვნენ.
თამარ ხოსროშვილი, "პორშე ცენტრი თბილისის" მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ჩვენთვის, როგორც პორშეს ოფიციალური წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთაშორისო გაყიდვების დაწყებისთანავე Porsche Cayenne ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. დიდხანს ვემზადებოდით პრეზენტაციისთვის და წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება პორშეს განახლებული მოდელის ხედვას - More Luxury კონცეფციას მივუსადაგეთ. Further together - ეს არის ახალი Porsche Cayenne-ის მთავარი მესიჯი, რომელიც მის ისტორიასა და მომავლის ხედვებს აერთიანებს. შევეცადეთ, ბრენდის ახალი სათქმელი შოუს თანამედროვე და ისეთივე შთამბეჭდავი ელემენტების თანხლებით გადმოგვეცა, როგორიც ახალი Porsche Cayenne-ია".
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომელმაც Porsche Cayenne-ის თბილისური პრეზენტაციისათვის საგანგებოდ შექმნილი კომპოზიცია შეასრულა. მათთან ერთად ახალი სიმფონიური ნაწარმოები პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა და ჩელისტმა ლიზი რამიშვილმა შეასრულეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ "პორშე ცენტრი თბილისის" ბიზნესპარტნიორები, პორშეს საერთაშორისო ქსელის წარმომადგენლები და მფლობელები.
ავტომობილის წარდგენის შემდეგ სტუმრებს სიტყვით მიმართა გერმანიის ელჩმა. პრეზენტაციის მთავარი მხარდამჭერი იყო თიბისი.
ნინო სტურუა, TBC Wealth Management -ის ხელმძღვანელი: "მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ, "პორშე ცენტრი თბილისის" კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს. "თეგეტა ჰოლდინგის" დაარსების დღიდან, თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკვე 20 წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, "თეგეტამ" ქართულ ბაზარზე, საავტომობილო ბრენდებთან და მოდელებთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება დანერგა და არაერთი სიახლე შემოიტანა. სწორედ ამის მაგალითია "პორშეც". აღსანიშნავია, რომ TBC Wealth Management-ის lifestyle-ის გუნდი მომხმარებლების ცხოვრების წესსა და ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებსა და შესაძლებლობებს ქმნის. "თეგეტა ჰოლდინგთან" წარმატებული პარტნიორობის შედეგია, რომ TBC WM-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ექსკლუზიური პირობებით ისარგებლონ და "პორშე კაიენის" მფლობელები გახდნენ".
ღონისძიების პარტნიორი იყო CITYZEN, რომელიც სრულიად ახლებური ხედვითა და შესაძლებლობებით უპრეცედენტო სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში.
პრეზენტაციის მხარდამჭერი კი სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" პრემიუმ ბრენდი - პრიმო გახლდათ.
Porsche Cayenne:
განახლებული Porsche Cayenne, რომლის გაყიდვები, მსოფლიოსთან ერთად, "პორშე ცენტრი თბილისშიც" დაიწყო, ახალი დიზაინითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა.
ცვლილებები მოიცავს ამძრავებს, სავალ ნაწილს, დიზაინსა და კომპლექტაციას. კიდევ უფრო გაიზარდა და კომფორტული გახდა ავტომობილის შესაძლებლობები ქალაქის გზებსა თუ უგზოობაზე. პრემიუმ კლასის სპორტქარი აღჭურვილია მაღალი გაფართოების HD-Matrix-LED ფარებით, რაც ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურ განათებას უზრუნველყოფს. პირველად სწორედ ახალ კაიენში გამოჩნდა მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის განკუთვნილი გასართობ-საინფორმაციო სისტემა ვიდეოსტრიმინგის ფუნქციით.
გარდა ამისა, პორშემ ახალ კაიენში მაჩვენებელთა დაფის, ხელსაწყოთა პანელის, ეკრანისა და მისი მომსახურების სრულიად ახალი, ინოვაციური კონცეფცია წარმოადგინა, რომელსაც Porsche Driver Experience ეწოდება. ახალი კაიენის მფლობელების განკარგულებაში იქნება ასევე გაუმჯობესებული ასისტენტ სისტემების საკმაოდ დიდი არჩევანი.
"თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია "პორშე ცენტრი თბილისი" ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი" უზრუნველყოფს.