ProdAct Community-ის ორგანიზებით ტექნოლოგიური კონფერენცია Tomorrow Of Digital Products ჩატარდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ProdAct Community-ის ორგანიზებით, 8 სექტემბერს Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური კონფერენცია ჩატარდება, რომელიც 450-მდე სტუმარს უმასპინძლებს. კონფერენცია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრული პროდუქტებისა და მათი მენეჯმენტის როგორც ახლო, ასევე შორეული მომავლის ტენდენციებზე. ღონისძიების მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა და გაეცნონ სტრატეგიებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის.
თავის მხრივ, ორგანიზატორების მიზანია, მონაწილეებს სათანადო ცოდნა მიაწოდონ და გააცნონ სტრატეგიები, რომლებიც მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვისაა საჭირო.
კონფერენცია ორიენტირებული იქნება შემდეგ თემებზე:
● რა ტრენდები იქნება ციფრულ სამყაროში ხვალ?
● როგორ შეიცვლება პროდუქტის შექმნაში ჩართული რგოლების საქმე და მიდგომები?
● როგორ მიმდინარეობს ციფრულ ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში?
● რა ძირითადი უნარები იქნება მოთხოვნადი პროდუქტის მენეჯმენტში?
● როგორი იქნება მომხმარებლის ქცევა და როგორი პროდუქტები იქნება პოპულარული?
ღონისძიება 12:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება და მთლიანობაში ოთხ სექციას მოიცავს, რათა ზემოთ ჩამოთვლილი თემები სრულად დაიფაროს.
კონფერენცია დატვირთული იქნება ინსპირაციული პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ნეთვორქინგის ფართო შესაძლებლობებითა და სტანდარტული სფიჩებით. ამის ფარგლებში, 30-მდე სპიკერი ისაუბრებს — როგორც ქართული წარმატებული კომპანიებიდან (Bog, Tegeta, M2, Setanta და ა. შ.), ისე მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებიდან (Google, Adobe, Tipalti, UT Austin). პანელური დისკუსიები კი 3 თემას დაფარავს: Agile Ahead- How agile team sees their tomorrow, Georgians in the Global tech world- Cultural and Technological characteristics, Texas Triangle
მთელი დღის განმავლობაში 450-მდე ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს 30-მდე როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სპიკერის გამოსვლას. შემადგენლობა მოიცავს ინდუსტრიის ცნობილ ლიდერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ციფრულ ტრანსფორმაციაში. Სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს
გარდა ამისა, ინტერვიუ ჩატარდება სპეციალურ სტუმართან, რომლის ვინაობაც უშუალოდ კონფერენციაზე გახდება ცნობილი.
ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს .
კონფერენციის გენერალური პარტნიორია: საქართველოს ბანკი
ასევე სხვა ღირებული პარტნიორები: Tegeta,M2, Radisson, Noxtton, Academy of Digital Industries, GITA, Future Laboratory, Terminal, Moxy by Marriott, BRID, Redbull, Entrepreneur, BMG.
მთლიანობაში, ProdAct Community-ის მიზანია, საქართველოში გაზარდოს პროდუქტის მენეჯმენტის ცნობადობა, გააერთიანოს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, დაეხმაროს აღნიშნული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის მიღებასა და კომუნიკაციაში და ასევე, წაახალისოს ორგანიზაციებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები.