Get All Access for $5/mo

პროგრამა "ბალანსი" - ავტოსერვისის მართვის ახალი ფუნქციონალი "ბალანსი", როგორც ქლაუდზე, ასევე ლოკალურ სერვერზე დაფუძნებული საფინანსო და საბუღალტრო პროგრამაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტოსერვისის მართვა ხშირად რთული და კომპლექსური ამოცანაა, თუმცა პროგრამა "ბალანსი" ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. "ბალანსი", როგორც ქლაუდზე, ასევე ლოკალურ სერვერზე დაფუძნებული საფინანსო და საბუღალტრო პროგრამაა, რომელიც ვაჭრობის, მშენებლობის, წარმოების, მომსახურებისა და სხვა სფეროებისთვისაა განკუთვნილი.

"ბალანსის" გუნდმა ავტოსერვისის საქმიანობაში ჩაბმული ორგანიზაციებისთვის ახალი მოდული დაამატა, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამაში ავტომობილების ვინ კოდების, მოდელებისა და მარკების დამატებას, სერვისის განაცხადების დოკუმენტების გაფორმებასა და გარბენის აღრიცხვას.

ავტოსერვისის მოდულით შესაძლებელი ხდება გადახდის დოკუმენტების გაფორმება და გარანტიის ფარგლებში მასალებისა და სერვისების აღრიცხვა. ამასთან ერთად, მოდული გთავაზობთ განაცხადის რეპორტს, რაც ეხმარება მენეჯერებს სერვისის პროცესის ორგანიზებასა და საჭირო მასალების შეფასებაში. პროგრამა "ბალანსი" საშუალებას იძლევა, დეტალურად აღრიცხოს სასაწყობე მასალები, განსაზღვროს თანამშრომლების მოვალეობები და ანაზღაურება. ასევე, მარტივად აკონტროლოს ფულადი ნაკადები და შექმნას ფინანსური ანგარიშგებები.

პროგრამა "ბალანსს" მოიხმარს არა მხოლოდ ბუღალტერი, არამედ ფინანსური მენეჯერი, ფინანსური ანალიტიკოსი, მესაწყობე, მოლარე, მაღაზიის მენჯერი, ასევე ბიზნესის მფლობელი და გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირი.

პროგრამა "ბალანსი" საუკეთესო პარტნიორია ავტოსერვისის მენეჯმენტში, რაც საშუალებას იძლევა, გააუმჯობესოს სერვისის ხარისხი და დააკმაყოფილოს მომხმარებლები.

"ბალანსის" გამოყენება ავტოსერვისში აადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას და მენეჯმენტს. პროგრამა "ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ გადაწყვეტას, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ოპტიმიზაციასა და მომსახურების მაღალი დონის შენარჩუნებაში.

იხილეთ მეტი ბლოგზე: პროგრამა ბალანსის ავტოსერვისის მოდული

გაეცანით კომპანიას სოცგვერდზე: Balance • ბალანსი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე