Get All Access for $5/mo

როგორ აძლიერებს აზროვნების პროცესს გააზრებულად კვება?

By Aytekin Tank

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანტრეპრენერები ყოველთვის ეძებენ გზებს, რათა შეამცირონ თავიანთი გადაწყვეტილებების რაოდენობა, ნაწილობრივ იმისთვის, რომ დაზოგონ ტვინის სივრცე "დიდი ნივთებისთვის". ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ლიდერები ამცირებენ თავიანთ გარდერობს სტანდარტული იერით, როგორც სტივ ჯობსი; ზოგი კი პროცესს ოპტიმიზაციას უკეთებს (და არა აუცილებლად ჯანსაღად) ყოველდღიურად ერთნაირი კვებით.

ეფექტიანობის პრინციპის ახალი აღქმა 2013 წელს გამოჩნდა, როცა Bay Area-მ გამოუშვა პროდუქტი, სახელად Soylent. ფულისა და ენერგიის ფლანგვით დაღლილმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რობ რაინჰარტმა, გამოიგონა "სუპერ ტალახი", რომელიც მიზნად ისახავს, მიაწოდოს ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებები - მალტოდექსტრინის, ამინომჟავების, ბოჭკოების, ზეითუნის ზეთის და სხვა ინგრედიენტების ნარევი. Wired-ის ჟურნალისტის თქმით, ეს ორიგინალური ფორმულა ბლინების მიქსს ჰგავდა და ცარცის გემო ჰქონდა.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რატომ შეიძლება ჩაითვალოს კონცეფცია პოტენციურად დისტოპიურად, მაგრამ Soylent მაინც ძლიერდება. კომპანია, რომელიც ახლა ლოს-ანჯელესშია დაფუძნებული, აგრძელებს ზრდას და ინოვაციებს (ახლა გვთავაზობს უფრო გემრიელ ვარიანტებს, როგორიცაა შოკოლადისა და მარწყვის არომატი). მისი წარმატება ამყარებს მოსაზრებას, რომ საქმიან პროფესიონალებს უყვართ მოხერხებულობა, როცა საქმე მათ კვებას ეხება.

მე დავალებების გამარტივების დიდი მომხრე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უცხო არ არის ლანჩის შემცვლელად სმუზის არსებობა, მთლიანად გარეთ დამზადებულ კერძებზე არ ვარ დამოკიდებული. საბედნიეროდ, გურმანი ანტრეპრენერებისთვის კრეატიული სარგებელი მოაქვს იმაზე ფიქრსა და დივერსიფიკაციას, თუ რას და როგორ ვჭამთ.

კრეატიულობის ინგრედიენტები

2021 წელს გამოქვეყნდა ლიტერატურის მიმოხილვა, რომელიც დაწერილი იყო მკვლევართა და აკადემიკოსთა ჯგუფის მიერ და გვთავაზობდა მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ადამიანები, ვისთვისაც საკვები, უბრალოდ, "საწვავის" ფუნქციას ასრულებს, კარგავენ კრეატიულ სარგებელს უფრო გააზრებული ჭამის დროს. არადა, საკვების მიღებისას რამდენიმე სხვადასხვა შეგრძნების ჩართვა (გემო, სუნი, ა.შ.) კრეატიულ აზროვნებას ახალისებს. ამის მაგალითად კი მეცნიერებმა ღვინის სმა მოიყვანეს: ვისაც კარგი ღვინო უყვარს, მათთვის ეს გემო, სურნელი, ფერი და შეგრძნებაა. სწორედ ამიტომ ისინი ზედმიწევნით სწორ მეტაფორებს იფიქრებენ ამ ყველაფრის აღწერისას. ასე იწყებს ბრუნვას კრეატიული ფიქრის ბორბალი.

ავტორებმა ასევე მოიყვანეს საკვების მიღების მაგალითები, რაც იწვევს ნამდვილ სიამოვნებას. მათი ვარაუდით, კრეატიულობა გაძლიერებულია, როდესაც ადამიანები თავს ბედნიერად გრძნობენ, მათ შორის მოდუნებულად ან ზომიერად აღელვებულად. მაშ ასე, რომ ვისესხოთ ფრაზა ავტორ მარი კონდოსგან, "განიხილეთ საკვები, რომელიც სიხარულს იწვევს, როდესაც მათ მიირთმევთ. შესაძლოა ეს იყოს თქვენი პარტნიორის ცნობილი ლაზანია (რომელიც მეორე დღეს კიდევ უფრო უკეთესი ხდება), ბურიტო საყვარელი ობიექტიდან ან დიდი, ფერადი სალათა".

რაიმე გემრიელის ჭამას და მისით აღფრთოვანებაზე დროის ხარჯვას შეუძლია ტვინი უფრო მობილიზებული გახადოს მეტი ფიქრისთვის. უფრო მეტიც, გარკვეულ საკვებს შეუძლია ტვინის პროდუქტიულობა გაზარდოს.

კვება, რომელიც აძლიერებს გონებას

პირველი პრაქტიკული წესი იმ კერძების არჩევისას, რომლებიც უკეთეს აზროვნებას იწვევს, არის მათზე წინასწარ ფიქრი: არჩევანის გაკეთება მანამ, სანამ არ მოგწონთ. სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანები მარილს, კალორიებსა და ცხიმებს მომავალში ბევრად უკეთესად უძლებენ, ვიდრე აწმყოში.

გლუკოზა არის ენერგიის მთავარი წყარო ორგანიზმის უჯრედებისთვის და გასათვალისწინებელია, რომ ტვინის უჯრედები ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარენ. მაგრამ ყველანაირი საკვები მას თანაბრად არ შეიცავს: ზოგიერთი საკვები სწრაფად გამოყოფს მათ, რაც იწვევს ენერგიის უეცარ მატებას (და თანაბრად სწრაფ დაცემას). ამ "მარტივი ნახშირწყლების" ოჯახის წევრები არიან: პიცა, მაკარონი, პური და ტკბილი სასმელები. სხვებში, რომლებსაც "ნელი ნახშირბადის საკვებს" უწოდებენ, თანდათანობით გამოიყოფა გლუკოზა, მათ შორის სახამებლის შემცველი ბოსტნეული (ტკბილი კარტოფილი, გოგრა, ჭარხალი), მარცვლეული, ლობიო და პარკოსნები.

სხვა საკვები დაკავშირებულია მეხსიერებასა და შემეცნებასთან. ფსიქიატრიული კვლევის ჟურნალის 2014 წლის გამოცემაში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამინომჟავა ტიროზინი ("კარგი გრძნობის" ჰორმონის, დოფამინის წინამორბედი) აძლიერებს კოგნიტურ მუშაობას, განსაკუთრებით მოკლევადიან სტრესულ ან შემეცნებით მომთხოვნ სიტუაციებში. ასე რომ, დაიტვირთეთ ზღვის მცენარეებით, ბანანითა და ნუშით.

სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარეული ომეგა-3 ცხიმი, ალფა-ლინოლენის მჟავა, რომელიც უხვად არის ნიგოზსა და სელის თესლში, ასევე აუმჯობესებს მეხსიერებასა და შემეცნებას. იმავე თვისებებს მიაწერენ კენკრაში შემავალ ანტიოქსიდანტებსაც.

ქოლინითა და ფოლიუმის მჟავათი მდიდარი საკვები, როგორიცაა კვერცხი, დაკავშირებულია გაუმჯობესებულ კოგნიტურ საქმიანობასა და მეხსიერებასთან. 2014 წელს British Journal for Health Psychiatry-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მეტ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდნენ, ავლენდნენ კეთილდღეობის შეგრძნების, ცნობისმოყვარეობის უფრო მძაფრ გრძნობებსა და მეტ კრეატიულობას.

ცუდი ამბავი ის არის, რომ რეალურ სამყაროში ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს დრო დაბალანსებული კერძების მოსამზადებლად, მაგრამ ეს არის საკმარისი მოტივაცია იმისათვის, ულუფა საჭირო ნივთიერებებითაც შეავსოთ. მაგალითად, თუ პიცა მაქვს ლანჩზე, ერთ მუჭა ნუშს დავამატებ. მიზანი არის ბალანსი. ერთგვარად ავტომატიზებულიც კი მაქვს წასახემსებლების ულუფები. როცა მუცელი საკვებს მთხოვს, მე ტვინის გამაძლიერებელ ჩირს ვჭამ და არა M&M's-ის პაკეტს.

მე ყოველთვის მირჩევნია, დრო მქონდეს პროდუქტიული საქმიანობისა და ოჯახისთვის. გარდა ამისა, მჯერა, რომ კვებაზე ზრუნვას აქვს ხელშესახები და არამატერიალური შედეგებიც. სწორედ ამიტომ ლანჩის გამოტოვებას კოლეგებსა და მეგობრებთან ერთად მირჩევნია მეტი დრო ჩავდო საქმის სწორ განაწილებაში. თუკი მართლაც ის ვართ, რითაც ვიკვებებით, ხომ გონივრული იქნება, ჩვენი კვების რაციონი მაღალი ხარისხის, სასიამოვნო და კრეატიული იყოს?

Aytekin Tank

Entrepreneur Leadership Network® VIP

Entrepreneur; Founder and CEO, Jotform

Aytekin Tank is the founder and CEO of Jotform and the author of Automate Your Busywork. Tank is a renowned industry leader on topics such as entrepreneurship, technology, bootstrapping and productivity. He has nearly two decades of experience leading a global workforce.
ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე