როგორ ზრუნავს თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, შიდა გუნდსა და ტექ. კომუნის შენებაზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნებისმიერი ტექნოლოგიური კომპანიის პროდუქტების უკან ტექნოლოგიური გუნდი და ამ გუნდში კონცენტრირებული ცოდნა/გამოცდილება დგას. ეს ის ადამიანური რესურსია, რომლის განვითარებასა და შენარჩუნებას დღეს მსოფლიოს ნებისმიერი მოწინავე ტექ. კომპანია ცდილობს.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია იზიარებს ამ მოსაზრებას, რაც ადამიანური რესურსების კუთხით, შიდა გუნდზე ზრუნვასა და ტექ. კომუნის შენებაში გამოიხატება. დღეს თანამედროვე სამუშაო გარემო, ხელსაწყოები და კონკურენტული ანაზღაურება საკმარისი აღარაა იმისთვის, რომ გყავდეს საუკეთესო ტექ გუნდი რეგიონში. სწორედ ამიტომ თიბისის HR სტრატეგია ორ მიმართულებას გამოყოფენ: საინტერესო საქმე — ყოველდღიური პროფესიული გამოწვევებით სავსე სამუშაო პროცესი და მამოტივირებელი აქტივობები, რაც ხელს უწყობს ტექ. გუნდის ზრდასა და შენარჩუნებას.
"დღეს ნებისმიერი საქმის/ახალი პროექტის, ინოვაციის სათავე არის ტექნოლოგია და შესაბამისად, მასზე მომუშავე ადამიანები. ბაზარზე ტექნოლოგიური განათლების მქონე კადრების დეფიციტია. ჩვენთვის თითოეული ამ კუთხით მომუშავე ადამიანის მოზიდვა და გრძელ ვადაში ორგანიზაციაში მათი შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი შიდა სისტემა მოწყობილი გვაქვს ისე, რომ ადამიანები შევინარჩუნოთ და ვცდილობთ, რომ მათი მოტივაციისთვისაც ბევრი რამ გავაკეთოთ" - თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი გვანცა მურღვლიანი
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია მუდმივად იხვეწება, ავითარებს მიმდინარე პროცესებსა და მიდგომებს, რაც გუნდის კულტურის ნაწილი ხდება.
"თიბისიმ ბოლო წლებში დიდი ინვესტიცია ჩადო ამ მიმართულებებში: გაზარდა ტექ. გუნდი და ამ გუნდის წევრებად ასევე მოიწვია საერთაშორისო გამოცდილების მქონე უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები, განაახლა ტექნოლოგიური ბაზა და დანერგა პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებლების საჭიროებების სწრაფად დადგენას და დაკმაყოფილებას, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გზით" - ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის IT მიმართულების ხელმძღვანელი.
თიბისის ტექნოლოგიურ კომპანიაში ახალ პროდუქტზე მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე ტექ. თანამშრომლები ერთვებიან და არა მხოლოდ ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრაში იღებენ მონაწილეობას, არამედ გადაწყვეტილების მიღებასა და პროდუქტის განვითარებაშიც. ამას ემატება გამოცდილი გუნდი, თანამედროვე მიდგომები და გამართული ტექნოლოგიური პროცესები. ამ ფორმულის ხარჯზე თიბისიში ტექ პროდუქტების მაღალი ხარისხი და თანამშრომლების კმაყოფილება მიიღწევა.