Get All Access for $5/mo

GMC Motors - კომპანია გლობალური ხედვებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ენრიკო იაკობაშვილმა ბიზნესსაქმიანობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო და ყველაფერი საკუთარი ხელით, ნულიდან შექმნა. GMC Motors-ი უკვე ათ წელზე მეტია, საქართველოში მსოფლიო წამყვანი ბრენდების პროვაიდერია და ქართველ მომხმარებლებს საერთაშორისო ხარისხის პროდუქციას აწვდის სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის მიმართულებით, რომელთა უმრავლესობაზე ექსკლუზივი გააჩნია.

კომპანიის დამფუძნებელს ორი უმაღლესი განათლება აქვს მიღებული სხვადასხვა მიმართულებით, მანქანათმშენებლობასა და იურიდიულ სფეროში. მანქანათმშენებლობის განათლება ამ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენრიკოს მსოფლმხედველობაზე. მას უფრო კრიტიკულად და გააზრებულად შეუძლია ტექნიკის შეფასება და დიდი არჩევნიდან - საუკეთესოს შემოყვანა საქართველოს ბაზარზე. იურიდიული განათლება კი მის დაკვირვების უნარს განაპირობებს.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სჯერა ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს უდიდესი პერსპექტივის და ყველაფერს აკეთებს წინსვლაში საკუთარი წვლილის შესატანად.

"90-იან წლებში, ჩემი ახალგაზრდობიდან, როდესაც ვუყურებდი იმდროინდელ გაჭირვებას, უშუქობას - მიჩნდებოდა სურვილი, შემექმნა რაღაც განსხვავებული, მნიშვნელოვანი, ძლიერი. ის დამოუკიდებლობა, რასაც განიჭებს საკუთარი ბიზნესი, შეუდარებელია".

1991 წელს, პირველად საქართველოში, ჩამოყალიბდა ბიზნესი, რომელსაც ყველა ტიპის მანქანის ავტონაწილები შემოჰქონდა უცხოეთიდან და ოფისი თბილისის ცენტრალურ უბანში ჰქონდა. ამ ბიზნესის დამაარსებელი კი ზუსტად ენრიკო იაკობაშვილი იყო. მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლეოდა, ერთ სივრცეში შეეძინა ნებისმიერი ტიპის ავტონაწილი. იმ პერიოდში ენრიკოს ცენტრი საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი აღიარებით გამოირჩეოდა. ნდობა და მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ბიზნესი გაფართოებას საჭიროებდა. ენრიკო იაკობაშვილის შემდეგი ნაბიჯი გაფართოებისკენ სასოფლო-სამეურნეო სფერო აღმოჩნდა. 10 წლის წინ გადაწყვიტა, მძიმე ტექნიკის ბაზარზე შესულიყო - სწორედ ასე გაჩნდა GMC Motors-ი. ენრიკო იხსენებს, რომ ბიზნესში გამოცდილების მიუხედავად, კომპანიის ნულიდან დაწყება მთელ რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მისი შეუპოვრობა, გამძლეობა, ენერგიულობა და კრეატიულობა წარმატებული ბიზნესმოდელის შექმნაში დაეხმარა.

"ამ სფეროში ვიგრძენი, რომ სასიცოცხლო საქმის კეთება დავიწყე არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ფერმერებისა და ქვეყნისთვის. ჩემთვის ძალიან კარგ ასოციაცებს იწვევდა ყველაფერი, რაც ამ ბიზნესთან იყო კავშირში, მიწის დამუშავება, მოსავლის მოყვანა. მივხვდი, რომ მადლიან საქმეს ვაკეთებ". - ამბობს ენრიკო.

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება ახალი დაწყებული იყო და მაშინ, როდესაც ამ სფეროსი სხვებს ნაკლებად სჯეროდათ, ენრიკო იაკობაშვილმა ინვესტიცია ამ მიმართულებით ჩადო. "გადავწყვიტე ამ მიმართულებაზე შემეჩერებინა არჩევანი, რადგან დარწმუნებული ვიყავი განვითარებაში". უკვე მაშინ, 10 წლის წინ, GMC Motors-ი მაღალი ხარისხის ტექნიკას აცნობდა საქართველოს ბაზარს და შესაძლებლობას აძლევდა დამწყებ თუ გამოცდილ ფერემერებს, მიწები დაემუშავებინათ.

ენრიკო ამბობს, რომ მისთვის ბიზნესი ბევრი რამით ჰგავს ცხოვრებას და ორივე შემთხვევაში აქვს წითელი ხაზები, რომელსაც არანაირ მატერიალურ სიკეთეზე არ გაცვლის. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულება წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ეს არის საზღვრები, რომელთა გადაკვეთაც დაუშვებელია, არა მარტო ეთიკური ნორმებისა და რისკების მინიმალიზაციისთვის, არამედ შინაგანი რწმენის შესანარჩუნებლად. არის პრინციპები, რომლებიც კანონში არ არის გაწერილი, თუმცა სწორედ ამ პრინციპების დაცვა უფრო გაძლიერებს", - ამბობს იაკობაშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

მის კომპანიას ბაზარზე მუდმივი პროგრესი და ინოვაციებისადმი ღიაობა გამოარჩევს. GMC-ში არ სჯერდებიან მხოლოდ ბაზარზე დამკვიდრებულ სტანდარტებს - მუდმივად ეძებენ სიახლეებს, რომელიც მომხმარებლებს ახალ, უფრო სრულყოფილ გამოცდილებას შესთავაზებს.

ბიზნესმენის უპირატესობაა უნარი, რომ დროის ცვლილებებთან ერთად მისი ბიზნესი ადაპტირდეს და ინოვაციური ტექნოლოგიები შემოიტანოს, რაც მას ინდუსტრიის ლიდერად აქცევს. მუდმივი განვითარება, ხარისხი და უპირატესობები, რომელსაც GMC მომხმარებლებს სთავაზობს, აყალიბებს მას, როგორც სანდო და თანამედროვე კომპანიას.

გარდა ამისა, ენრიკო დიდ ყურადღებას აქცევს უმცირეს დეტალებს და ნიუანსებსაც კი. მისი მიდგომაა, რომ საქმეში ყველაფერი წინასწარ, ზედმიწევნით იყოს დაგეგმილი და გაწერილი.

"ზოგჯერ დამღლელიც არის, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. მაგალითად, ტექნიკის ერთ-ერთი დიდი შესყიდვის დროს წერილი მივწერე რამდენიმე შესყიდვის სამსახურს და ჩამოვუთვალე, რა შეცდომებსაც უშვებდნენ მუშაობის პროცესში და რა შედეგს მიიღებდნენ რამდენიმე წელიწადში, თუ ამ შეცდომებს არ გამოასწორებდნენ. დრომ გვიჩვენა, რომ ჩემი გათვლები აბსოლუტურად ზუსტი იყო", - იხსენებს ის.

კომპანიისთვის პრიორიტეტი მომხმარებლის კმაყოფილება და მის მიერ გამოცხადებული ნდობაა. სწორედ ამიტომ, ყოველი ახალი პროექტი ორიენტირებულია არა მხოლოდ პროდუქტის უმაღლეს ხარისხზე, არამედ იმაზეც, რომ საბოლოოდ მომხმარებლის საჭიროებები იყოს დაკმაყოფილებული.

"მომხმარებელთა კმაყოფილების გასაზრდელად GMC ინვესტიციას დებს ისეთ პროექტებში, რომელიც მიმართულია არა მარტო მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, არამედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით სიახლეების შექმნაზეც. ჩვენ მუდმივად ვისმენთ, ვსწავლობთ და ვახორციელებთ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც მომხმარებელთა კმაყოფილებას კიდევ უფრო გაზრდის", - ამბობს ენრიკო იაკობაშვილი.

GMC Motors-ი საერთაშორისო ბრენდ LOVOL-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ეს კომპანია სოფლის მეურნეობაში წამყვან პოზიციებს იკავებს გლობალურ ბაზარზე, ხოლო ამ ბრენდის ტექნიკის ხარისხს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ენდობიან.

LOVOL-ის მსგავსი გლობალური ბრენდის ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდა კი ნიშნავს, რომ ქართველ ფერმერებსა და გლეხებს უმაღლესი ხარისხის ტექნიკით შეუძლიათ იმუშაონ და შედეგს მიაღწიონ. GMC-ში სჯერათ, რომ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ხარისხიან ტექნოლოგიაზე წვდომა და მოხარულები არიან ამ სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანით.

"LOVOL-ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დღეს საქართველოში ერთ-ერთი პირველია. ჩვენ საერთო ძალისხმევით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საქართველოს ყველა ფერმერს ამ ბრენდის მინიმუმ ერთი მანქანა-დანადგარი ჰყავს. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებობდეს მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე წვდომა, რაც გაუმარტივებს მომხმარებლებს თავიანთი საქმის კეთებას - ჩვენ სწორედ ამაზე ვზრუნავთ LOVOL-თან ერთად. მასშტაბები ძალიან დიდია", - ამბობს ენრიკო იაკობაშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

GMC-ის გუნდს ერთი წელია, ანა იაკობაშვილი შეუერთდა. როგორც Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, პატარაობიდან აინტერესებდა ბიზნესი, ლიდერობა და ყოველთვის იცოდა, რომ თავს აუცილებლად ბიზნესსფეროში დაიმკვიდრებდა.

"მჯერა, რომ ის გლობალური ხედვები, რაც ბავშვობიდან მაქვს, ტყუილად არ დაბადებულა ჩემს გონებაში".

ანას თვითგანვითარების ისტორია მცირე ასაკიდან დაიწყო - ის წარმატებული ადამიანების გამოცდილებების ისტორიებს კითხულობდა, კორპორაციების დაფუძნების პრინციპებს ითვისებდა, ფსიქოლოგიას ეუფლებოდა და აგროვებდა ინფორმაციას როგორც ბიზნესზე, ისე სამყაროზე და რწმუნდებოდა, რომ მის ოჯახში არსებული ღირებულებები უნივერსალურად იყო წარმატების საფუძველი: შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, დისციპლინა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

ენრიკომ დაინახა 19 წლის ანას პოტენციალი და ანდო მას GMC-ის მარკეტინგის გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც ანა თავად ხელმძღვანელობდა, ხოლო ცოტა ხნის წინ ანა კომპანიის კომერციულ მიმართულებას ჩაუდგა სათავეში.

ანა ფიქრობს, რომ ხელმძღვანელის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გუნდის გაერთიანებაა საერთო იდეის გარშემო, მათში კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების ჩამოყალიბება.

"როდესაც გუნდის თითოეულ წევრს თვალები უნათებს იდეებით, ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია არა მხოლოდ მმართველობით ნაწილზე, იდეების გენერირებასა თუ პროექტების გაძღოლაზე, არამედ კომპანიის შიგნით მოტივაციისა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე", - ამბობს ანა.

ფიქრობს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ინტერესი კომპანიის წარმატების გზაზე. ადამიანის უკან მთელი რიგი პრიორიტეტები დგას, ოჯახის ან საკუთარი, პირადი განვითარებისა და პროგრესის სახით. კომპანიაში ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და განვითარდეს. ეს ორმხრივი ურთიერთქმედების პროცესია, რაც კომპანიასაც ავითარებს და კომპანიის შიგნით გარემოსაც უკეთესს ხდის.

"GMC Motors-ი მამას დაარსებული კომპანიაა, რასაც ძალიან დიდი პატივისცემით ვეკიდები. ჩემთვის ეს იმაზე მეტია, ვიდრე კომპანია - ეს არის მამას დაუღალავი შრომა და ის უძილო ღამეები, რაც არის ჩადებული ამ კომპანიის განვითარებაში. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, შევინარჩუნო ეს ყველაფერი და განვავითარო მამას საქმე. ჩემი ხედვა მასშტაბურია: მე ვხედავ კომპანიის განვითარების პოტენციალს და ვხედავ ჩემს დანიშნულებას, გავხადო კომპანია ისეთი, როგორსაც მამა იმსახურებს", - გვეუბნება ანა იაკობაშვილი.

როგორც აღნიშნავს, მისი პიროვნების ამგვარად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი, გადამწყვეტი როლი ოჯახმა ითამაშა. იხსენებს, რომ შრომისმოყვარეობა, ღირსება და პატივისცემა ყოველთვის იყო მათ ოჯახში ყველაფრის ქვაკუთხედი. მისი თვისებაც, ნებისმიერი წარმატების შემდეგ იფიქროს სამომავლო პერსპექტივებზე და არასდროს დაკმაყოფილდეს მოპოვებულით, სწორედ აღზრდიდან მოდის.

ამბობს, რომ ბავშვობიდან მიჩვეული იყო გარკვეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, რამაც დაანახვა, თუ რამხელა რეზონანსი შეიძლება ჰქონოდა მის თითოეულ ნაბიჯს. სწორედ ასეთმა მიდგომამ ჩამოაყალიბა ის, ერთი მხრივ, ადამიანებზე ორიენტირებულ ბიზნესლიდერად, მეორე მხრივ კი - მუდმივად წინსვლაზე ორიენტირებულ პიროვნებად.

"დედა ექიმია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - მან გადაწყვეტილებათა მიღების სიბრძნე მასწავლა, ადამიანების გაგება, მათი საჭიროებების გათვალისწინება და მიმღებლობა. მამამ, თავის მხრივ, - ყველა მნიშვნელოვანი ღირებულების და სიკეთისთვის დიდი მასშტაბების მიცემა და მათი ბიზნესში რეალიზება. საბოლოოდ, ოჯახში არსებულმა ღირებულებებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემი პიროვნების ფორმირებაში".

სანამ GMC-ის გუნდს შეუერთდებოდა, ანა მოზარდობიდან დამკვირვებლის როლში იყო და დეტალურად სწავლობდა, თუ როგორ აშენებდა ენრიკო იაკობაშვილი კომპანიას.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც GMC-ის საქმიანობის წარმატება განაპირობა, პატიოსნება და მოპოვებული ნდობის გამართლებაა. როგორც ანა გვიყვება, ამის მნიშვნებლობაზე მამა მას ყურადღებას ყოველთვის უმახვილებდა. სწორედ ამიტომ მასაც მყარად სწამს - ყველანაირი, მათ შორის, პარტნიორული და ბიზნესურთიერთობების საფუძველი პატიოსნება და მასზე დამყარებული ნდობაა.

გარდა ამისა, ოჯახმა შედეგზე ორიენტირებულობაც ასწავლა. ანა ამბობს, რომ მისი მშობლებიც ყოველთვის საქმით ამჯობინებენ ნებისმიერი სათქმელის გამოხატვას და თავადაც ხედავს, თუ რამდენად ეფექტიანია ბევრი ლაპარაკის ნაცვლად მიღებული შედეგის ჩვენება.

და, რაც მთავარია, სწორედ მშობლებისგან ისწავლა ოცნებებისა და მიზნების მნიშვნელობა. ანა ამბობს, რომ მათი ერთგვარი ოჯახური მიდგომაა ეს - ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მნიშვნელობა კი არა მხოლოდ მიზანდასახულობას, არამედ ამ გზაზე ღირსეულად სვლასაც აქვს.

"მშობლებმა ღირებული პრინციპი ჩამომიყალიბეს: ნამდვილად ფასეული მხოლოდ დამსახურებელი წარმატებაა. მე სისხლში მაქვს ეს ღირებულება, - რომ მნიშვნელობა არა მარტო მიზანს აქვს, არამედ გზას, რომლითაც ეს მიზანი წარმატებით მიიღწევა და რომ წარმატება უნდა იყოს არა მხოლოდ მიღწეული, არამედ დამსახურებულიც. ეს გაგება ფუნდამენტური აღმოჩნდა ჩემთვის. აქედან მოდის საკუთარი თავის პატივისცემა და შინაგანი სიმტკიცე", - გვეუბნება ახალგაზრდა ბიზნესლიდერი.

GMC-ში სჯერათ, რომ მიზნების მისაღწევად და ახალ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად კომფორტის ზონაში ჩაკეტვა არასწორია. როგორც ანა განგვიმარტავს, თავად მისი მიდგომაც ყოველთვის არის მასშტაბურად, გლობალურად ფიქრი და ნებისმიერი იდეის ასე შეფასება.

"რწმენას შეიძლება პირველი შეხედვით არ ჰქონდეს საფუძველი, მაგრამ რწმენა არის ის, რაც შემდგომ წარმოუდგენელ შედეგებს ქმნის. რწმენა იდეების, საკუთარი დანიშნულების, არის უდიდესი ძალა, რომელშიც საკრალური ბუნება და ღვთიური საიდუმლოება დევს", - ამბობს ანა იაკობაშვილი.

ანა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა უკვე ღირსებაა - "ჩემი მებრძოლი სული არის ჩემი ხასიათის საფუძველი და ჩემი ყველა გადაწყვეტილების საწყისი".

გარდა იმისა, რომ ბიზნესი ბავშვობიდან იტაცებდა, ყოველთვის აინტერესებდა სამყარო თავის გარშემო, სვამდა უამრავ კითხვას და დღემდე ეძებს პასუხებს. გამოცდილებასთან ერთად კი საკუთარი ინტერესების მართვა ისწავლა. როგორც თავად ამბობს, "ცოდნის ძალა მაშინ გეძლევა, როდესაც მის გამოყენებას სწავლობ".

მნიშვნელოვან დროს უთმობს აკადემიურ განვითარებასაც - ამჟამად სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ამ მიმართულებით იღრმავებს ცოდნას, რასაც მომავალში გამოიყენებს. ფიქრობს, რომ იურისპრუდენცია ხელს უწყობს კონცენტრაციის უნარის განვითარებას, აჩვევს ცოდნის სიზუსტით გამოყენებას და ხელს უწყობს მის ზოგად განვითარებას.

გარდა ამისა, ანა საკუთარ წიგნზეც მუშაობს, რომლის გამოცემასაც გეგმავს. ყოველდღიურად დაკავებულია სპორტით და ეს მისი დღის მნიშვნელოვანი ნაწილია.

"სპორტმა დიდწილად ჩამოაყალიბა და გაამყარა ჩემი ხასიათი. დისციპლინა, გამძლეობა, ნებისყოფა და მრავალჯერადი მცდელობის უნარი სწორედ სპორტის დამსახურებაა. როდესაც ვგრძნობ, რომ ძალა მჭირდება, ეგრევე დარბაზში აღმოვჩნდები ხოლმე".

იქიდან გამომდინარე, რომ მისი ინტერესები მრავალმხრივ განვითარებასა და განსხვავებული უნარების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული, აუცილებელია ყველაფრის ორგანიზებულად გაკეთება და ყველა დაწყებულ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება, რაც ანამ მშობლებისგან ისწავლა.

"პასუხისმგებლობის აღების გარეშე არ არსებობს არც ღირსება, არც ავტორიტეტი და არც წარმატება. არ გავურბივარ პასუხისმგებლობებს, უარს არ ვამბობ ნათქვამ სიტყვებზე. რადგან ვთქვი, ნიშნავს, რომ უნდა გავაკეთო და გავაკეთებ კიდეც. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემი პასუხისმგებლობაა, ნებისმიერი სიტყვა, ქმედება, ყველაფერი და ყოველთვის", - ეს არის ანას მუშაობის სტილი.

როგორც GMC-ის კომერციული დირექტორი ამბობს, მამის შექმნილი კომპანიაც სწორედ ამ მიდგომაზე დგას - პირობებზე პასუხისმგებლობის აღება და მისი პირნათლად შესრულება. მეორე მხრივ კი, ისეთი დაპირებებისგან თავის შეკავება, რასაც ვერ შეასრულებ.

ანა და ენრიკო გვიყვებიან, რომ გრძელვადიანი წარმატებისთვის ასეთივე დაუღალავი და დიდი გზა არის გასავლელი. სწორედ ამიტომ, მათთვის ფუნდამენტურია მუდმივად განვითარებაზე ფიქრი და მიდგომა, რომ მეტის გაკეთება ყოველთვის შესაძლებელია - "შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს. კარგად უნდა დააკვირდე, მოინდომო და თუ ბევრს იშრომებ, წარმატებასაც დაიმსახურებ".

GMC-ის დამფუძნებლისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისდამი პატივისცემაა. კომპანიის კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა პროფესიონალიზმი, ურთიერთპატივისცემა, საქმისადმი ერთგულება და მუდმივი განვითარება - რაც საბოლოო ჯამში მეგობრულ და მზრუნველ სამუშაო გარემოს ქმნის. აქ გუნდის თითოეული წევრი მუდმივად იზრდება და პროფესიულად ვითარდება.

"ადამიანები განსხვავებულები არიან და ბიზნესშიც მრავალფეროვანი ადამიანები ტრიალებენ, ყველას თავისი ხედვა და წარმოდგენა აქვს, ყველას თავისი ღმერთიყავს და სწამს იმის, რისიც სჯერათ. მე პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას - განურჩევლად იმისა, ვეთახმები თუ არა. ცხოვრებაში ყველას საკუთარი საზომი აქვს". - ამბობს GMC-ის კომერციული დირექტორი, ანა იაკობაშვილი.

ანა ამბობს, რომ ენრიკოსა და მისი ხედვა ბიზნესში, მის განვითარებაში სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. როგორც განმარტავს, ეს ჰარმონიულობა და მსგავსება გამოიხატება ყველაზე მცირე დეტალებსა თუ დიდ გადაწყვეტილებებში.

ამავდროულად, ანასთვის, როგორც ახალგაზრდა ბიზნესლიდერისთვის, მამის გამოცდილება და რჩევები ფასდაუდებელია და მუდმივად ცდილობს, ყოველდღიურ საქმიანობაში მისი რჩევები გაითვალისწინოს. საბოლოო ჯამში კი ეს კომპანიის წარმატებასა და მასშტაბების ზრდაზე აისახება.

"მას უდიდესი ცოდნა და გამოცდილება აქვს და რჩევებით ჩემი იდეები სრულყოფილთან ახლოს მოდის. მამა მასწავლის პრობლემის დანახვას და მაჩვევს, რომ თუკი რაიმე არ გამოდის, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ნიშნავს, უფრო კარგად უნდა დავაკვირდე და გავიაზრო. მას ტონუსში მოვყავარ, მწვრთნის, ვიყო მყარად და შეუპოვრად ვიარო წინ იქ, სადაც წინსვლა წარმოუდგენელი შეიძლებოდა ყოფილიყო", - გვეუბნება ანა .

GMC Motors-ი 10 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანია, შექმნას შეთავაზებები და პროექტები, რომლებიც ნებისმიერ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინოს მაღალტექნოლოგიური ტექნიკა და განავითაროს საკუთარი საქმიანობა.

ამისთვის კი, როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, მნიშვნელოვანი სწორედ მათივე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვაა. GMC-ში მომსახურების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით ხშირად იწვევენ უცხოელ სპეციალისტებს, ვისთან ერთადაც მათი გუნდის წევრები გადამზადებას გადიან და ეცნობიან სფეროში არსებულ სიახლეებს, ტრენდებს, ივითარებენ ახალ-ახალ უნარებს.

ხშირია კომპანიაში ჩინეთიდან სპეციალისტების ვიზიტი - ეს ყველაფერი კი GMC-ის ინიციატივითა და LOVOL-ის ჩართულობით ხორციელდება.

"თითოეული თანამშრომლისთვის ეს ძალიან ძვირფასია - ეს ცოდნა მათ მუდმივად რჩებათ. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი თანამშრომლები იყვნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ ინდუსტრიის ინოვატორებიც, რაც საბოლოო ჯამში მთლიანად GMC-ის განვითარებას უწყობს ხელს", - ამბობს ენრიკო იაკობაშვილი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანია საქართველოს ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობდა, სადაც დაჯილდოვდა, როგორც წამყვანი კომპანია თავის ინდუსტრიაში. გარდა ამისა, GMC-ის დაეთმო საუკეთესო სივრცეები საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც გუნდმა არაერთი პრეზენტაცია წარადგინა მათი პროდუქციის შესახებ, ისაუბრეს მათ მიზნებსა და განვითარების ხედვებზეც.

საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ LOVOL-ის ქართულ ბაზარზე შემოყვანა და მომხმარებლისთვის ამ სპეცტექნიკაზე წვდომის შესაძლებლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საერთაშორისო ბრენდის პროდუქცია ძვირადღირებულ ტექნიკად მიიჩნევა, GMC-ში ცდილობენ, ის ადგილობრივ მომხმარებლებს მაქსიმალურად მისაღები ღირებულებით შესთავაზონ.

ანა გვიყვება, რომ ეს პროექტები რამდენიმე თვეს გრძელდებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი გახდა GMC-ის მომხმარებლებისთვის, რადგან მათ მიეცათ საშუალება, საქმიანობა მეტად ეფექტიანად განეხორციელებინათ და მათი ინვესტიცია გამართლებული ყოფილიყო.

GMC Motors-ი ამ სფეროში აერთიანებს მძიმე და სპეცტექნიკის ყველა მიმართულებას და მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს ერთ სივრცეში. ტექნიკიდან დაწყებული, სხვა დანარჩენი აღჭურვილობების ჩათვლით, როგორიცაა მისაბმელები, ნაწილები და ასევე, სრული ტექნიკური მომსახურება და ადგილზე გაფორმება. კომპანიის ფილიალები თბილისის ჩათვლით საქართველოს ბევრ რეგიონებს მოიცავს. ეს ყველაფერი კი მომხმარებლისთვის უდიდეს კომფორტს ქმნის.

10-წლიანი ისტორიის კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია და მათი როლი ქართულ ბიზნესში ბევრად დიდია.

კომპანიას მალე ნიკა იაკობაშვილიც შეუერთდება, ენრიკოს ვაჟი, რომელიც ბიზნესადმინისტრირებაზე სწავლობს KU LEUVEN-ის ევროპის ტოპ უნივერსიტეტში და ამ სფეროში სიღრმისეულ განათლებას იღებს. ნიკას მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება კომპანიაში ევროპული მიმართულებების დანერგვასა და რეალიზებისთვის. ენრიკო და ანა ამბობენ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში GMC-ის ხედავენ არა მხოლოდ წარმატებულ კომპანიად, არამედ ლიდერად და ინოვატორად მძიმე ტექნიკის სექტორის სფეროში.

GMC-ის დამფუძნებლის მიზანია ბრენდის სანდოობისა და ხარისხის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და ამ მახასიათებლების სიმბოლოდ ქცევა. უახლოეს წლებში იგეგმება, აქტიურად განავითარონ ექსპორტი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, გააფართოონ გავლენა საქართველოს ფარგლებს გარეთ.

"ჩვენ ვხედავთ ჩვენს კომპანიას ხიდად ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის, სადაც მემკვიდრეობი ღრმა ფესვები შერწყმულია ინოვაციებსა და მომავლის თამამ ხედვასთან".

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია