Get All Access for $5/mo

Schuchmann Wines Georgia-ს ღვინის ჯადოსნური კოსმეტიკა ინტერვიუ ნუცა აბრამიშვილთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმე წელია, რაც Schuchmann Wines Georgia კახეთში ღვინის ველნესის მიმართულებას ავითარებს. აღნიშნული მიმართულება რეგიონში უკონკურენტოა და მეტიც, განვითარებულ ქვეყნებშიც კი იშვიათად თუ შეხვდებით ღვინის სპასა და ბიოპროდუქციას ერთად.

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA კახეთში, სოფელ კისისხევში მდებარეობს, რომელსაც საფუძველი სწორედ ღვინის სიყვარულით ჩაეყარა. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც ღვინის სამყაროში დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას იძლევა. ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო, ღვინის სპა, ღვინის სოფელი, სადაც 18 დასასვენებელი ვილაა განლაგებულია, ღია და დახურული აუზები, რესტორანი, ღვინის ბარი, მარნები და რაც მთავარია, "შუხმანის" და "ვინოტერას" ღვინის საწარმო.

ამჟამად Schuchmann Wines Georgia ერთგულ მომხმარებელს ღვინის კოსმეტიკის ახალ მიმართულებებს სთავაზობს, რომელიც 7 ჯადოსნურ პროდუქტს აერთიანებს. თითოეული მათგანი დამზადებულია Schuchmann-ის ვენახებიდან, ჯადოსნური ყურძნის წიპწისგან, რომელსაც კომპანიის მომხმარებელი უკვე დიდი ხანია კარგად იცნობს. უფრო ვრცლად, თუ რა უნიკალურ პროდუქტებსა და სერვისს სთავაზობს Schuchmann Wines Georgia მომხმარებლებს, Entrepreneur-ი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ნუცა აბრამიშვილს ესაუბრა.

გთხოვთ, გვიამბოთ როგორ გაჩნდა ღვინის კოსმეტიკის შექმნის ინსპირაცია?
ქართული ენდემური ყურძნის ჯიშები არა მხოლოდ ღვინოში ავითარებს უნიკალურ თვისებებს, არამედ ახლა უკვე ყურძნის კოსმეტიკაში, რისი შემქმნელებიც თავად ვართ. ჩვენი მიზანი იყო, ღვინის ჯადოსნური ძალა ადამიანის კანზე გადაგვეტანა. შეგვექმნა და მომხმარებლებამდე სიყვარულით მიგვეტანა ყურძნის წიპწის ჯადოსნური თვისებები სხვადასხვა ტიპის კანისა და სხეულის მოვლის საშუალებით.

Schuchmann-ის ახალი ღვინის კოსმეტიკა 7 ჯადოსნურ პროდუქტს აერთიანებს, როგორებიცაა:

  • ყურძნის წიპწის ზეთი სახისა და ტანისთვის;
  • ყურძნის წიპწის ტანის სკრაბი;
  • ხელნაკეთი საპონი ყურძნის წიპწის ზეთით;
  • ხელნაკეთი საპონი ყურძნის წიპწით;
  • ვინო-ჰიდრა − ყურძნის წიპწის სერუმი;
  • ყურძნის წიპწის ღამის აღმდგენი ზეთი;
  • ყურძნის წიპწის სახის სკრაბი.

საინტერესოა, თავად თუ მოიხმართ ღვინის კოსმეტიკას, როგორც ამ მიმართულების სულისჩამდგმელი?
რა თქმა უნდა. ზოგადად, მომხრე ვარ ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისა ყველა სფეროში. შესაბამისად, ასეთი უნიკალური პროდუქტების მოხმარება საინტერესო გამოცდილებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ჩვენი ღვინის თერაპიებიც ახლავს. ეს არის ერთგვარი გაჯანსაღება, როგორც სხეულის, ისე სულის. ჩვენი სლოგანი თავიდანვე იყო და ზუსტად გადმოსცემს ღვინის სპასგან მიღებულ გამოცდილებას − "ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც აბედნიერებს". დღემდე მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ეს განაცხადი Schuchmann Wines Georgia-ს ყველა მიმართულებით მუშაობისას დავამტკიცოთ.

კონკრეტულად რა სახის პროცედურებს მოიცავს ღვინის სპა?
"შუხმანის" შატოში მდებარე ღვინის სპაში სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი ღვინის თერაპიები და სარელაქსაციო მასაჟები სრულდება, ყურძნის წიპწის ზეთითა თუ სკრაბით. ყველა პროცედურის წინ რეკომენდებულია ღვინის აბაზანის მიღება. ღვინის სპაში ვიზიტი ნამდვილი თავგადასავალია არა მხოლოდ უცხოელი სტუმრისთვის, არამედ ქართველებისთვის. იგი იმდენად ემოციურია, რომ ბევრ სტუმარს ბედნიერების ცრემლებიც კი წამოსვლია პროცედურისას.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე