Get All Access for $5/mo

Singular - 2023 წლის შეჯამება "საოცარი წელი იყო 2023 Singular-ისთვის, შეიძლება ითქვას ტრიუმფალური"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სანათა ჩარგაზია

Singular, HR დეპარტამენტის უფროსი

საოცარი წელი იყო 2023 Singular-ისთვის, შეიძლება ითქვას ტრიუმფალური; ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს როგორც ბიზნესის, ასევე ორგანიზაციული კულტურისა და ჩვენი გუნდის ზრდისა და განვითარების მიმართულებით - სავსე უამრავი ინიციატივითა და ღონისძიებით.

2023 წელს Singular-მა აღნიშნა Flutter Entertainment-ში შესვლიდან ორი წელი. პირველი წელი იყო ტრასნფორმაციის პერიოდი, როდესაც მოვახდინეთ ინტეგრირება ჯგუფის ტექნოლოგიურ სტეკთან, საწარმოო სისტემებსა და პროტოკოლებთან. როგორც Flutter-ის ბრენდს, 2023 წელს კიდევ უფრო მეტი დადებითი სიახლე და გამოცდილებები გვქონდა თანამშრომლებისთვის. ახალი დაანონსებული ბენეფიტები არა მხოლოდ კარგად მიიღო გუნდმა, არამედ კომპანიის საკმაოდ დიდი კონკურენტული უპირატესობა დაამკვიდრა ადგილობრივ ბაზრებზე.

იყო ნაწილი ასეთი გლობალური და საერთაშორისო ბრენდების ოჯახისა, ნიშნავს გქონდეს ბევრი უნიკალური შესაძლებლობა და სარგებელი გუნდის თითოეული წევრისთვის. წელს, ჩვენმა თანამშრომლებმა გამოსცადეს თუ როგორია - ევროპის მასშტაბით Flutter-ის ოფისებში მოგზაურობა და სხვადასხვა სამუშაო გარემოში გამოცდილების მიღება, ვორქშოფებისა და კონფერენციების მეშვეობით პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება. ჩვენი გუნდი ახლა მჭიდროდ მუშაობს Flutter-ის პროფესიონალებთან ერთად, რაც ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო პროექტებში კარიერის განვითარების ბრწყინვალე საშუალებას იძლევა.

წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ალბათ კომპანიის ამბიციური ზრდის გეგმები იყო. ერთია, რომ რადიკალურად გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა და პირველად კომპანიის ისტორიაში თითქმის 200-ს მიაღწია რაც თავისთავად დიდი გამოწვევაა ძალიან კონკურენტულ ტექნოლოგიურ შრომის ბაზარზე. თუმცა აშკარაა, რომ Singular-ი კანდიდატებისთვის სასურველი დამსაქმებელია და შევძელით ზრდა ზუსტად ისე, როგორც იყო დაგეგმილი - სრულად დავაკომპლექტეთ ყველაზე დეფიციტური პოზიციებიც. უნდა აღვნიშნო, რომ ამაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა თანამშრომელთა გადინების ძალიან დაბალი კოეფიციენტი.

მეორე გამოწვევაა, ახალი თანამშრომლების ონბორდინგი, მითუმეტეს, რომ გუნდები გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციაზეა და კომპანია ჰიბრიდულად მუშაობს. ჩვენი გუნდი აგრძელებს ზრდას და ცხადია ჩვენი მიდგომა გუნდური ინიციატივების მიმართ ასევე უნდა ასახავდეს ამ ცვლილებას - თანამშრომელთა გამოცდილება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია.

შესაბამისად, 2023 წელი აქტივოვებებითა და თიმბილდინგებით დატვირთული წელი იყო, კომპანიის ყველა ოფისსა თუ საზღვარგარეთ. თუმცა წლის მთავარი მოვლენა ორგანიზაციული კულტურის და გუნდური ღონისძიებების მხრივ მაინც კვიპროსი 2.0 გახლდათ - გადავწყვიტეთ გაგვემეორებინა ჩვენი შარშანდელი კომპანიის შეკრება ლიმასოლში და Singular-ის მთელი გუნდი მივიწვიეთ ყოველწლიურ თავყრილობაზე.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს უფრო მეტი და მასშტაბური თიმბილდინგ აქტივობები გვქონდა და შეკრება ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა; დღემდე ყველა საუბრობს კვიპროსში ერთად გატარებულ დროზე და ამ ივენთს მოიხსენიებენ ხოლმე როგორც ეპოქალურ ღონისძიებას ორგანიზაციის კულტურის ისტორიაში. რასაკვირველია, ძალიან გვახარებს ასეთი პოზიტიური უკუკავშირის მოსმენა და ვეცდებით, მუდამ შევთავაზოთ ჩვენს თანამშრომლებს კიდევ მეტი სიახლე და უკეთესი ინიციატივები.

როგორც აღვნიშნე, წელს მნიშვნელოვანი მიღწევები გვქონდა როგორც ბიზნესის კუთხით, ასევე ზრდისა და განვითარების მიმართულებით. წელს ჩვენმა გუნდმა საბოლოოდ დაამტკიცა რომ გვაქვს პოტენციალი, ჩვენი უნიკალური ტექნოლოგიებით წარმატება მოვუტანოთ Flutter -ს როგორც ჯგუფის შიგნით, ასევე მის გარეთ.

მნიშვნელოვანი მიღწევები გვქონდა ასევე დამსაქმებლის ბრენდინგის მიმართულებით: გავუშვით კამპანია WE BENEFIT რომელიც უფრო მეტს მოგვითხრობს კომპანიის კულტურისა და თანამშრომლებისთვის სასარგებლო ბენეფიტების პაკეტზე.

ეს იყო წელი, როდესაც Singular-ის თანამშრომლებმა დაიწყეს Flutter-ის ბრენდის უნიკალური სარგებლებისა და ბენეფიტების მიღება. მათ შორის, ანაზღაურებადი შვებულების 30 დღე, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებები: 4 კვირა მამებისა და 26 კვირა დედებისთვის; მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მუშაობის შესაძლებლობა 20 დღის განმავლობაში, პრემიუმ პლატფორმები და აპლიკაციები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და თვითგანვითარებისთვის, უმსხვილეს საერთაშორისო სწავლების პლატფორმებზე ულიმიტო წვდომა; ასევე Flutter-ის ვაკანსიებზე განაცხადის შესაძლებლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ეს ჩვენი ბენეფიტების არასრული ჩამონათვალია.

თანამშრომლების უკუკავშირით წახალისებულებმა, გადავწყვიტეთ #SingularStory-ის ეს ნაწილი გაგვეზიარებინა ჩვენი გარე აუდიტორიისათვის მულტიმედიური კამპანიის საშუალებით. ჩვენი მიზანი იყო წარმოგვეჩინა კომპანიის კულტურა ახლებურად, თამამად, ჩვენი ბრენდის იდენტობის შესაბამისად და გამოგვეყენებინა ჩვენი გამოცდილება უკეთესი სამუშაო ადგილის კულტურის ადვოკატირებისთვის - კულტურის, რომელიც თანამშრომლების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ჩვენს კამპანიაში Singular-ის თანამშრომლები აქტიურად აზიარებდნენ თავიანთ სამუშაო გამოცდილებას, ასევე თუ როგორ აძლევს მათ განახლებული ბენეფიტების პაკეტი საშუალებას, უკეთ იმუშაონ და ამავდროულად ფოკუსირდნენ საკუთარ, პირად მიზნებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენს კამპანიას ჰქვია WE BENEFIT, აქცენტით იმაზე, თუ როგორ შევესაბამებით ერთმანეთს WE(bene)FIT.

კამპანიამ წარმატებით გააზიარა ჩვენი ორგანიზაციული კულტურის ახალი ეტაპი, რამაც თავის მხრივ დადებითი გავლენა მოახდინა კანდიდატების მოზიდვაზე და უამრავი ახალი ტალანტი შემოუერთა ჩვენს გუნდს.

დეკემბერში ასევე მონაწილეობა მივიღეთ the Best Employer Brand Adria Awards-ზე, რომელიც ჩატარდა ხორვატიაში, ზაგრებში და გავიმარჯვეთ სამ კატეგორიაში: საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდი – გარე კომუნიკაცია, საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდი – საშუალო ზომის კომპანიები და საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდის გუნდი.

ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ ინვესტიციას ჩვენს დამსაქმებლის ბრენდში სხვადასხვა კამპანიებისა და აქტივობების მეშვეობით, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი გუნდის #SingularStory-ის ჩვენებას და ცხადია, ეს ყველაფერი ასახულია ჩვენს სოციალურ მედია არხებში. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიდგომა - შიდა და გარე კომუნიკაცია უნდა იყოს შესაბამისი; ჩვენი ღირებულებები და მუშაობის ეთიკა არ არის მხოლოდ ქაღალდზე ჩამოწერილი წესები, არამედ მუდმივად ხორციელდება და წახალისებულია ყოველდღიურ რეალობაში.

ასე რომ, როდესაც გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო Best Employer Brand Adria Awards-ში, გვჯეროდა რომ მყარი საფუძველი გვქონდა. თუმცა მიუხედავად ამისა, სამი ჯილდოს მოგებამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დამსაქმებლის ბრენდისადმი ჩვენმა ერთგულებამ ასეთი პრესტიჟული აღიარება მიიღო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მადლობელი ვართ ამ გამოცდილებისთვის და მეტი მოტივაცია გვაქვს რომ მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთ ვიმუშაოთ და გავაგრძელოთ პოზიტიური და თანამშრომელზე ორიენტირებული სამუშაო ადგილის ადვოკატირება, არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ ყველა სხვა ინდუსტრიაში.

როგორც ახლანდელი ვითარება და ანალიტიკოსები გვამცნობენ, კიდევ უფრო დინამიური წელი ელოდება ბიზნეს სამყაროს. ჩვენც, მითუმეტეს ამბიციური გეგმების გათვალისწინებით, ცხადია შესაბამისად ვემზადებით რომ კიდევ უფრო აჩქარებულ ტემპს ავეწყოთ და შევინარჩუნოთ წამყვანი პოზიციები, როგორც ტექნოლოგიურმა ბრენდმა და დამსაქმებელმა.

გარდა იმისა, რომ ვაგრძელებთ უკვე დაწყებულ ინიციატივებზე მუშაობას, 2024 წელს ჩვენ კვლავ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს DEI-ს (მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია), მათ შორის გენდერული თანასწორობის სტრატეგიას. Singular-ში დასაქმების, ზრდისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა კულტურის განუყოფელია ნაწილია, და ამას თანამშრომლებიც მუდმივად აღნიშნავენ შიდა კვლევებში.მიუხედავად ამისა 2024-ში ვფიქრობთ კონკრეტულ აქტივობებზე რომლებიც Singular-ში დასაქმების შესაძლებლობას აბსოლიტურად ყველა ჯგუფისთვის თანაბრად ხელმისაწვდომს გახდის. ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის მრავალფეროვნება და ამასთან, გვსურს Singular-ის თანამშრომლის გამოცდილების მიღება და ჩვენი უნიკალური ბენეფიტებით სარგებლობა ყველასთვის თანაბრად შესაძლებელი იყოს.

გარდა ამისა, ვაპირებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ მუშაობა ჩვენი ორგანიზაციული კულტურის ორ ღერძის - გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის მიმართულებით. ორივე ღირებულება Singular-ის დაარსებიდანვე იყო აღიარებული კორპორატიული კულტურის ქვაკუთხედად და შესაბამისად, უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი მეთოდები და გამოცდილება გვაქვს არსენალში. ვინაიდან კომპანია უსწრაფესი ტემპით ვითარდება, მიმდინარეობს მუდმივი სიახლეები და მასთან დაკავშირებული ცვლილებები, ვეცდებით ამ კუთხით სტანდარტი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ.

ცხადია, გავაგრძელებთ თანამშრომლებისთვის სარგებლისა და ბენეფიტების შეთავაზებებს. ჩვენი მიზანია, რომ თანამშრომლები იყვნენ კმაყოფილები არა მხოლოდ მათი კარიერული წინსვლით, არამედ ვიზრუნოთ მათ პიროვნულ კეთილდღეობაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იცოდნენ - ჩვენ აქ ვართ მათ მხარდასაჭერად. Flutter-ის დონეზე, კიდევ უფრო მეტად ჩავერთვებით ჯგუფის ცხოვრებასა და პროექტებში, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი გუნდის წევრებისთვის და კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს მათ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდური ძალისხმევის წყალობით, წინ არაერთი დიდი გამოცდილება გველოდება და მოუთმენლად ველი, თუ რას მოიტანს ეს წელიწადი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე