Get All Access for $5/mo

Startup Drive - სააქსელერაციო პროგრამა ავტო ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: თეგეტა

სატრანსპორტო მიმართულებით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისთვის კომპანია Future Laboratory-მ მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროგრამა საავტომობილო ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს გააერთიანებს და მისცემს შანსს საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ.

პროექტის ფარგლებში ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა 3-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში. ამისათვის მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ სურვილი განავითარონ პროექტები ჭკვიანი და ეკოლოგიური ტრანსპორტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების, გადაზიდვების, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, დრონების და სხვა მსგავსი მიმართულებით.

"სტარტაპ აქსელერაციის პროექტისთვის ავტო მიმართულება ახალია, თუმცა ეს სფერო საკმაოდ ინოვატორულია. ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი სტარტაპი ფუნქციონირებს და ვიმედოვნებ, რომ დაინტერესება მაღალი იქნება. ეს პროექტი რეალურად არის შანსი სტარტაპებისთვის, რომ საკუთარი იდეა აქციონ რეალობად და დაიწყონ საოცნებო ბიზნესი," - ირაკლი ქაშიბაძე, "Future Laboratory"-ს დამფუძნებელი.

აქსელერაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შერჩეული სტარტაპები პროტოტიპის შესაქმნელად 5000 ლარიან ინვესტიციას მიიღებენ. გამარჯვებული სტარტაპებისთვის საპრიზო ფონდი 200 000 ლარია. პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამის პარტნიორი და გენერალური სპონსორი ავტოინდუსტრიის ლიდერი "თეგეტა ჯგუფია".

პროგრამის ფარგლებში სტარტაპებს შეეძლებათ ისარგებლონ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს "ფაბლაბის" ინფრასტრუქტურით. სტარტაპებს ექნებათ "თეგეტა ჯგუფის" სპეციალისტებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და წვდომა გარკვეულ ტექნიკურ და საზომ აპარატურასთან. დამატებით ისინი შეძლებენ საექსპერტო რჩევები მიიღონ საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორებისგან და დარგის სპეციალისტებისგან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!