"სტივ ჯობსმა ერთხელ მირჩია, რომ გუნდში ყველა ლიდერი დამეთხოვა", – Starbucks-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი
By Emily Rella
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჰოვარდ შულცი Starbucks-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია, რომელსაც კომპანიასთან მრავალწლიანი ურთეირთობა აკავშირებს. დღეს იგი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოდესმე დაუშვია, გიგანტი ტექდამფუძნებლის რჩევის უგულებელყოფა იყო.
გასულ კვირას, პოდკასტზე, ჰოვარდმა ბენ გილბერტსა და დევიდ როზენტალთან საუბრისას გაიხსენა დიალოგი, რომელიც 2008 წელს Apple-ის თანადამფუძნებელთან, სტივ ჯობსთან ჰქონდა. სტივი მას ურჩევდა, რომ მთელი აღმასრულებელი გუნდი გაეთავისუფლებინა.
"მას ყველა ჩემი პრობლემის შესახებ ვუთხარი. უეცრად გამაჩერა და თქვა: აი რა უნდა გააკეთო. დაბრუნდი სიეტლში და შენს აღმასრულებელ გუნდში ყველა თანამშრომელი გაათავისუფლე".
როგორც შულცი იხსენებს, ამ წინადადებაზე უარი თქვა და სტივს განუცხადა, რომ ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. საპასუხოდ, ჯობსმა იგი გააფრთხილა, თუ ასე არ მოიქცეოდა, ექვსიდან ცხრა თვის განმავლობაში ყველას დაკარგავდა.
აღმოჩნდა, რომ სტივი მართალი იყო.
"ერთი გენერალური მრჩევლის გარდა, ყველა წავიდა. ამის შემდეგ ისევ ვესაუბრე, ერთმანეთს სცენაზე შევხვდით. მითხრა, რომ ცხრა თვით დავაგვიანე და ამ დროის განმავლობაში უამრავი რამის გაკეთება შემეძლო".
2024 წელს Starbucks-ის შედეგები ნაკლებად სასურველი იყო. გლობალურად, ყავის ქსელის გაყიდვები პირველ კვარტალში 8%-ით, 9,43 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იმავე მაღაზიებში გლობალური გაყიდვები 5%-ით გაიზარდა.
სამშაბათს, შუადღეს, კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 19%-ით დაეცა.