უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ვოლტთან ერთად Macron-ისა და ვოლტის ექსკლუზიური პარტნიორობა, გულშემატკივარს აძლევს საშუალებას, ვოლტის პლატფორმაზე შეარჩიონ ნაკრების ოფიციალური ფორმა, შეუკვეთონ და იმავე საათში მიიღონ შეკვეთა სასურველ მისამართზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებით, მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გულშემატკივარს დღეიდან სიახლეებს სთავაზობს, საქართველოს ნაკრების ფორმები ექსკლუზიურად ვოლტზეა ხელმისაწვდომი.
სპორტული ტანსაცმლის ლიდერი ევროპული ბრენდი Macron-ი, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორმების ოფიციალური მწარმოებელია, უკვე ვოლტზეა.
Macron-ისა და ვოლტის ექსკლუზიური პარტნიორობა, გულშემატკივარს აძლევს საშუალებას, ვოლტის პლატფორმაზე შეარჩიონ ნაკრების ოფიციალური ფორმა, შეუკვეთონ და იმავე საათში მიიღონ შეკვეთა სასურველ მისამართზე. შეკვეთა შესაძლებელია Macron-იდან ვოლტზე 10-დან 22:00 საათამდე.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და დებიუტს ევროპის ჩემპიონატზე ვოლტი კიდევ ერთ რეკორდს უძღვნის.
კომპანიამ საქართველოს ნაკრებს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს დროშა გაუგზავნა, რომელზეც, ვოლტის გუნდის მიერ დატანილი უამრავი კეთილი სურვილია.
გზავნილი ვოლტის პარტნიორმა კურიერმა შადიმან ხარშილაძემ წაიღო.
რეკორდული მარშრუტი 12 დღეს, 6 ქვეყანას, ათეულობით ქალაქს და ჯამში 4 ათასი კილომეტრს მოიცავს.
ვოლტი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს კიდევ არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.