Join our Waitlist for Expert Advice!

''ვენდისში'' კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ვენდის" რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 კრიპტოვალუტით შეიძენენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ვენდის" საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ვენდის" რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან "ვენდისა" და "დანკინის" სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდი" პირველი საცალო ქსელია საქართველოში, სადაც კრიპტოგადახდების მიღება ხდება.

"ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდი" პირველი საცალო ქსელია საქართველოში, სადაც უგემრიელესი მენიუს ღირებულების გადახდა უკვე კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი. მოხარული ვართ, რომ ინოვაციურ სერვისებს ქართულ სტარტაპ "სითი ფეისთან" ერთად ვნერგავთ. კრიპტომფლობელები მალე DUNKIN'-ში და "სმარტშიც" შეძლებენ კრიპტოვალუტით გადახდას. აღნიშულ სიახლეს უკვე ძალიან კარგი გამოხმაურება და მაღალი დაინტერესება მოჰყვა, რაც სასიხარულოა. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა კომფორტულად მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. შესაბამისად, ისედაც ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი, ახლა უკვე კრიპტომფლობელებისთვისაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა." აცხადებს "ვენდისა" და "დანკინის" მარკეტინგის დირექტორი ლევან ედიშერაშვილი.

"ვენდისში" კრიპტოვალუტით გადახდის განხორციელება კრიპტო პოს-ტერმინალის მოწყობილობაზე QR კოდის სკანირებით უმარტივესად ხდება და ნებისმიერი კრიპტო-საფულით არის შესაძლებელი.

"CityPay.io ერთის მხრივ, კომპანიებს სთააზობს მიიღონ კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის ალტერნატიული საშუალება. მეორე მხრივ, კრიპტომფლობელებს აძლევს შესაძლებლობას კრიპტო გამოიყენონ ყოველდღიური შენაძენებისთვის. "ვენდისთან" პარტნიორობა ჩვენთვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია, რომ ციფრული ვალუტით გადახდები უფრო მასშტაბური გავხადოთ და შევქმნათ უფრო დიდი კრიპტო ეკოსისტემა რეგიონში. ", აცხადებს ბექა ქემერტელიძე, CityPay.io თანადამფუძნებელი.

"ვისოლ ჯგუფმა" საქართველოში "ვენდის" განვითარება 2013 წელს დაიწყო. დღესდღეობით "ვენდის" 12 რესტორანია ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შესვლის პირველივე ნაბიჯიდან გრძნობენ, რომ "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". ამერიკული რესტორნების ქსელმა "ვენდიმ" იმპორტი ქართული პროდუქტებით 2015 წლიდან ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. მიმდინარე წლის ბოლომდე "ვენდი" საქართველოში ქსელის კიდევ 5 რესტორნით გაზრდას გეგმავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ