პირადი შეხვედრები ინვესტორებთან მნიშვნელოვანია, მაგრამ წერილობით ურთიერთობასაც დიდი ძალა აქვს ყოველთვის უპასუხეთ წერილებზე პოტენციურ ინვესტორს
By დევიდ ტეტენი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შემჩნეული მაქვს, რომ კაპიტალის მოძიებისას კომპანიის ბევრი დამფუძნებელი ინვესტორებს დასმულ შეკითხვებზე წერილობით არ პასუხობს - საამისოდ პირისპირ შეხვედრას ამჯობინებს. თუ თანხის მოძიება გსურთ, გახსოვდეთ, რომ ორივე უნდა სცადოთ, რადგან სხვადასხვა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ინვესტორთან წერილობითი ურთიერთიერთობა, ჩვეულებრივ, სამეტაპიანია:
- იგი უნდა დაარწმუნოთ შეხვედრაში;
- როგორც კი შეგხვდებათ, უნდა დააჯეროთ, რომ თქვენი მხარდამჭერი გახდეს;
- ეს მხარდამჭერი თავის დიდ ორგანიზაციაში მხარდამჭერთა მოძიებაში უნდა დაგეხმაროთ.
ვენჩერული კომპანიების უმრავლესობაში მხოლოდ ერთი პარტნიორის დაყოლიება არ კმარა. გეგმა ჯგუფის სხვა წევრებმაც უნდა მოიწონონ ან, უკიდურეს შემთხვევაში, მის წინააღმდეგ არ გამოვიდნენ. ჩვეულებრივ, სხვადასხვა ტიპის კომპანიებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი განსხვავდება. ერთ-ერთი კომპანიის, Uncork Capital-ის დამფუძნებელი ჯეფ კლავიე ამ პროცესს შემდეგნაირად აღწერს: "ჯგუფში ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. თუ რომელიმეს სურს პროექტის დაფინანსება, რომელშიც დიდი გამოცდილება აქვს, ყველა მხარს ვუჭერთ; მაგრამ თუ ვინმე სასტიკი წინააღმდეგია და გაიძახის, რომ პროექტი მხოლოდ მის გვამზე გადაბიჯების შემთხვევაში გავა, პოზიციებს ვთმობთ".
როცა წამყვან პარტნიორს ინვესტორთა ყველა შეკითხვაზე წერილობითი პასუხი აქვს, თქვენი შეხედულებების კოლეგებისთვის გაზიარება და მათი დაყოლიება ინვესტირებაზე არ გაუჭირდება.
გაითვალისწინეთ, ინვესტორთან ინფორმაციის მთელი პაკეტი უნდა გაიგზავნოს, და არა მხოლოდ კომპანიის ლინკი.
დამფინანსებელთან პირისპირ შეხვედრის (ან სატელეფონო ზარის, თუმცა ეს ნაკლებად ეფექტიანია) მიზანი გახლავთ საქმიანი ურთიერთობის დამყარება. ამ პირდაპირი დიალოგის გარეშე, მისი დათანხმება, რომ კოლეგებთან განიხილოს თქვენი საქმე, ძნელია. კომპანიის უდიდესი პრობლემა მაინც წამყვანი ინვესტორის მოძებნაა, რაც პირისპირ შეხვედრას მოითხოვს.
ნახეთ, რა მოხდება, თუ წამყვან პარტნიორს დასმულ კითხვებზე წერილობით არ მიაწვდით პასუხებს:
- წამყვანი პარტნიორი დიდი მონდომებით სვამს შეკითხვებს;
- ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა შეხვედრაზე ყოფნისას ტელეფონით გიწევთ;
- მართალია, წამყვანი პარტნიორი თქვენს პასუხს ინიშნავს, მაგრამ, ცხადია, ეს არ არის თქვენი პასუხის ავთენტური;
- თქვენს საკითხს შეხვედრაზე განიხილავენ, რომელზეც წამყვანი პარტნიორი სხვების დაყოლიებას ცდილობს; თუმცა, ამას ძნელად ახერხებს, რადგან შეკითხვებზე დამაჯერებელი პასუხები არ გააჩნია და კვლავ თქვენთან ეცდება ყველაფრის დაწვრილებით გარკვევას.
წამყვან პარტნიორს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმარტივებთ საქმეს, თუ ინვესტორების დასარწმუნებლად მოკლე და ნეიტრალურ პასუხებს მოამზადებთ. სჯობს, ეს "ხშირად დასმული კითხვების" მსგავსი ფორმატის იყოს. ასეთი დოკუმენტი უკვე მზად არის და მასში შეტანილია ყველა შეკითხვა, რომლებსაც პოტენციური ინვესტორები დაგისვამენ. თუ დოკუმენტს ინვესტორებს გააცნობთ, მეტად თავდაჯერებული გამოჩნდებით, მათ კი დაარწმუნებთ, რომ ყველა საჭირო შეკითხვა დასვეს და ყველაფერს ნათელი მოჰფინეს.
თქვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის – მთავარ ინვესტორს სამუშაო საგრძნობლად შეუმსუბუქოთ.