გირჩევთ წაიკითხოთ: მარტი ნიუმაიერის "ბრენდის უფსკრული"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა არის ბრენდინგი? პროდუქტი, ლოგო, კრეატიული სლოგანი თუ გაყიდვების სტრატეგია?
ამ კითხვაზე არაერთ განსხვავებულ მოსაზრებას მოისმენთ, თუმცა, მარტი ნიუმაიერის, - ბრენდის კონსულტანტის და ამ წიგნის ავტორის აზრით, "ბრენდი ადამიანის შეგრძნებაა პროდუქტის, მომსახურების ან კომპანიის მიმართ", რადგან იმას, თუ საბოლოოდ რას წარმოადგენს ესა თუ ის ბრენდი, ადამიანები აფასებენ.

წიგნი "ბრენდის უფსკრული" შეგიქმნით ყოვლისმომცველ წარმოდგენას ბრენდის შესახებ და გაგაცნობთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც სტრატეგები და ბრენდზე მომუშავე სხვა პროფესიონალები ბრენდის შენების პროცესში აწყდებიან.

ავტორის აზრით,ძლიერი ბრენდის შესაქმნელად აუცილებელია სტრატეგიისა და კრეატიულობის გაერთიანება – ანუ, როგორც მას თვითონ უწოდებს "უფსკრულის ამოვსება ლოგიკასა და მაგიას შორის"

მოსაზრების გასამყარებლად, ნიუმაიერი ბრენდინგის 5 მთავარ დისციპლინას განიხილავს და თითოეულის მაგალითზე მიგვანიშნებს პრობლემისა და მისი აღმოფხვრის გზების შესახებ.

ეს დისციპლინებია:

დიფერენციაცია
კოლაბორაცია
ინოვაცია
ვალიდაცია
კულტივაცია

წიგნი გაჯერებულია რეალური ქეისებით და პრაქტიკული მაგალითებით, რომლებიც ნათლად დაგანახებთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ ადამიანის გონებაზე, როცა ის არჩევანის წინაშე დგას და რა იქცევს მომხმარებელში ყველაზე მეტ ყურადღებას.

ასე რომ, მარტი ნიუმაიერის "ბრენდის უფსკრული" ღირებული გზამკვლევია დამწყები თუ გამოცდილი ბრენდმენეჯერებისთვის, დიზაინერებისთვის, მარკეტერებისთვის და ყველასთვის, ვისაც ბრენდინგი აინტერესებს

ასევე, წიგნის ბოლოს ნახავთ ბრენდინგის ლექსიკონს და რეკომენდებულ ლიტერატურას, რომლებიც გამოგადგებათ, თუ იწყებთ ან იღრმავებთ ცოდნას ბრენდინგში.

წიგნის შეძენას შეძლებთ ონლაინ, Entrepreneur Shop-ზე
და პალიტრა ლ-ის ვებგვერდზე Palitral.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი