Get All Access for $5/mo

23 რჩევა 2023 წელს წარმატების მისაღწევად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

1. რაც უნდა მძიმე რეალობაში აღმოჩნდე, იფიქრე იმაზე, რა დარჩა და არა იმაზე, რა დაიკარგა. რეალობას თვალი გაუსწორე, ძალები მოიკრიბე, გეგმა შეადგინე, იმოქმედე და გამოსავალიც გამოჩნდება.

2. დაგეგმე! დაგეგმე! დაგეგმე! დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი და თუ საჭიროა, რამდენიმე წელიც. გახსოვდეს − ხვალინდელ წარმატებას დღევანდელი დაგეგმვა განაპირობებს. თუ გამარჯვება გსურს, მისთვის მომზადებაც უნდა შეგეძლოს!

3. ადამიანის ძლიერ ხასიათს რთული საქმეების კეთება აყალიბებს. რთულსა და მარტივს შორის რთული აარჩიე. აკეთე მეტი რთული საქმე ყოველდღიურად და იყავი მადლიერი, რომ მტკიცე და ურყევი ხასიათი ჩამოგიყალიბდა, რაც ყველა დაბრკოლებას დაგაძლევინებს!

4. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე. გააკეთე ეს დროულად. სხვა ადამიანებსა თუ გარემოებებზე გადაბრალებას, სჯობს დღესვე იმოქმედო პასუხისმგებლობით, ვიდრე ხვალ ორმაგი ძალისხმევა დაგჭირდეს გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად.

5. ბოლომდე იბრძოლე და არ დანებდე! გახსოვდეს − ეს არის მთავარი განმასხვავებელი თვისება წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის. გახსოვდეს: ვინც მოითმენს, ის მოიგებს. მოგება აირჩიე!

6. ყოველთვის გქონდეს გეგმა B. მხოლოდ ერთი ვარიანტის იმედად ნუ იქნები. იფიქრე სათადარიგო ალტერნატივებზე.

7. საქმე, რომელსაც აკეთებ, შესაძლოა განსხვავებული არ იყოს, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია იგივე საქმე განსხვავებულად აკეთო!

8. ადამიანებს ყველაფერი სწრაფად გვინდა, მაგრამ პრაქტიკა მოწმობს, რომ დრო ყოველთვის დაგეგმილზე მეტია საჭირო. გაითვალისწინე ეს და თავიდანვე სწორად განსაზღვრე, რა დრო დაგჭირდება ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად.

9. მენეჯმენტი კომპლექსური ცნებაა, რომელიც თანაბრად მოითხოვს შენს ჩართულობას ოთხივე ეტაპზე: დაგეგმვა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კონტროლი.

10. როგორ დაიწყებ დილას, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული, როგორ ჩაივლის მთელი დღე. ვარჯიში, მედიტაცია თუ სუფთა ჰაერზე სეირნობა საუკეთესო საშუალებაა დღის პოზიტიურად დასაწყებად. მიაგენი, როგორია საუკეთესო დილა შენთვის და შეინარჩუნე დილის რუტინა ყოველდღიურად მეტი პროდუქტიულობისათვის.

11. გენიალური იდეები უფრო ხშირად ბუნებაში სეირნობისას, თხილამურებით სრიალისას თუ ზღვის სანაპიროზე დასვენებისას, ასევე, არაფორმალურ გარემოში საინტერესო ადამიანებთან საუბრისას მოდის, ვიდრე ოფისში, რუტინულ სამუშაო გარემოში. ასე რომ, დაისვენე უფრო ხშირად და გახდი მეტად პროდუქტიული.

12. Think Big! იფიქრე და იაზროვნე მასშტაბურად. მასშტაბურად ფიქრი მასშტაბურ შედეგებამდე მიგიყვანს.

13. ნაკლები ილაპარაკე და მეტი უსმინე. ამ დროს უფრო გაქვს შანსი, რაიმე ახალი გაიგო. გახსოვდეს – სიჩუმე ხანდახან ყველაზე ხმამაღალი პასუხია...

14. მიეჩვიე გუნდურად მოქმედებას. მეტი "ჩვენ" და ნაკლები "მე". იყავი ნამდვილი ლიდერი, ნუ იქნები ცუდი ბოსი.

15. დაიჯერე ადამიანების უნიკალური შესაძლებლობების და დაეხმარე მათ, აღმოაჩინონ საკუთარ თავში მიძინებული პოტენციალი.

16. ინტერესით გაეცანი შენი მოსაზრების სრულიად საპირისპირო ვერსიებს და ნუ მოგერიდება აზრის შეცვლა, თუ აღმოაჩენ, რომ სხვასთან უკეთეს ვერსიას მიაგენი.

17. სწავლა და პერსონალური განვითარება ცხოვრების წესად აქციე. თუ წიგნის კითხვას საკმარის დროს ვერ უთმობ, აუდიოწიგნებზე გადადი. უსასრულო საცობებს თავისი სარგებელიც აქვს. რა სჯობს საცობში კარგი წიგნის მოსმენას...

18. დეტალებში ორიენტაცია მასშტაბურ აზროვნებასა და გაქანებას არ გამორიცხავს. შენი საქმის ყველა დეტალი ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლე და ეცადე, არაფერი გამოგეპაროს. ამავდროულად, მასშტაბურად იფიქრე და იმოქმედე ამბიციური მიზნების მისაღწევად.

19. ისწავლე ყველასგან. გახსოვდეს: არ არსებობს ადამიანი, რომელმაც შენზე მინიმუმ ერთით მეტი რამ არ იცის. ასე რომ, ნუ დაყოფ ადამიანებს თავსმოხვეული კრიტერიუმებით. სწავლა ყველასგან შეიძლება. დაეწაფე ცოდნას, რომელიც შენ გარშემო მყოფ ადამიანებში უხვადაა თავმოყრილი.

20. კრიტიკაზე რეაგირება თანამედროვე ლიდერის უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მიიღე კრიტიკა აუღელვებლად, უპასუხე მხოლოდ კვალიფიციურად და არა ემოციურად, მაგრამ არავის მისცე უფლება, შეგაჩეროს დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე!

21. საკუთარ წარუმატებლობას უიღბლობას ნუ დააბრალებ. არჩეულ საქმეს თავი ბოლომდე მიუძღვენი, არ დაზოგო ძალა და ენერგია, და შედეგიც არ დააყოვნებს. გახსოვდეს ილიას სიტყვები: "ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა!"

22. ადამიანთა უმრავლესობა ყველა სიტუაციაში მარტივი გამოსავლის ძებნისკენაა მიდრეკილი, მაგრამ ცხოვრებისეული პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარტივად არაფერი გამოდის. ყველა დიდი წარმატების უკან ტიტანური შრომა და უზარმაზარი ძალისხმევა დგას. თავს ნუ მოიტყუებ. მზად იყავი ბევრად დიდი შრომისა და თავდადებისთვის და შედეგიც არ დააყოვნებს.

23. რაც მეტად დიდია პრობლემა და წინააღმდეგობა, მით უფრო ფართო შესაძლებლობა იმალება მის უკან. ადამიანთა უმრავლესობა ამიტომაც ვერ ხედავს შესაძლებლობას. შენ დაინახე!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!