Get All Access for $5/mo

5 რამ, რაც 2022 წელს წარმატებულ კომპანიებს აერთიანებთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პანდემიამ კორპორაციული სამყარო შესაძლოა საბოლოოდაც კი შეცვალა. 2022 წელს ბიზნესის წარმოება მნიშვნელოვნად განსხვავდება 2019 წლისაგან, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ათწლეულის სწრაფ ცვლილებებზე. საინტერესოა, საერთოდ, რას ნიშნავს ეს? რა შეცვალეს კომპანიებმა და რომელმა გზებმა გაამართლა კლიენტებთან ურთიერთობისას?

თუ ბიზნესს მართავთ, ალბათ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი გამოცდილი გექნებათ: შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში, ფასების ზრდა, არაპროგნოზირებადი მომხმარებელთა ბაზა და შრომის ბაზარი. ამ მკვეთრმა რყევებმა დიდი ქაოსი გამოიწვია ყველა ინდუსტრიაში, რამაც საბოლოოდ მრავალი ბიზნესის დახურვა განაპირობა. ფაქტია, რომ გადარჩებიან და წარმატებას მიაღწევენ ის კომპანიები, რომლებიც სათანადოდ შეძლებენ არაპროგნოზირებადი მომავლისათვის მომზადებას.

ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, 1300-ზე მეტი მომხმარებელი და 900 ადგილობრივი კომპანია გამოჰკითხეს აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში იმის დასადგენად, თუ რა სურს მომხმარებელს და როგორ შეუძლია ამას გავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესგადაწყვეტილებებზე. ბიზნესმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს, თუ როგორ დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები და როგორ გაუსწროს კონკურენტებს.

წარმოგიდგენთ ამ კვლევის ხუთ ძირითად მოსაზრებას:

1. 2022 წელს ყველაზე მთავარი "ეფექტიანობა" იქნება

ბევრი კომპანია უფრო მეტად გონივრულ მუშაობაზე ამახვილებს აქცენტს. იმის გამოყენებას ცდილობს, რაც უკვე აქვს იმ დროს, როდესაც სამუშაო ძალისა და მასალების სფეროში კვლავ არაპროგნოზირებადი მდგომარეობა და მოთხოვნის შესამჩნევი ზრდა შეინიშნება. მომავალში მომხმარებელთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად თქვენი ოპერაციების ოპტიმიზაცია გახდება გადამწყვეტი ფაქტორი ცვლილებების საპასუხოდ.

2. კომპანიები თავიანთი თანამშრომლების დასახმარებლად ტექნოლოგიებში ახორციელებენ ინვესტირებას

წელსაც, ისევე, როგორც ყოველთვის, უზომოდ მნიშვნელოვანია, პერსონალის სწორად შერჩევა და დაქირავება. ამის გათვალისწინებით ბევრი კომპანია ტექნოლოგიებში ახორციელებს ინვესტირებას, რათა თანამშრომლებს გაუმარტივოს ცხოვრება. გამოკითხულთა 75% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში თავიანთი გუნდების დასახმარებლად ყიდულობს ტექნოლოგიებს, მათი გაცილებით ეფექტიანი მუშაობისთვის.

3. მეტი კომფორტი = განმეორებადი ბიზნესი

მონაცემების მიხედვით, დღევანდელი მომხმარებლებისთვის ბიზნესის მარტივად წარმოებაა მნიშვნელოვანი, თუმცა მთავარი მაინც პროდუქტის ღირებულებაა და ეს არის ადგილობრივი ბიზნესის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. ეს უპირატესობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც განმეორებით გარიგებებს ეხება საქმე.

4. ბიზნესი შეცვლილ მომხმარებელს უნდა მოემსახუროს

მომხმარებლები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვენ ჩვენგან იმ სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც პანდემიის დროს შეიქმნა ან დაიხვეწა. ისინი თქვენგან მეტი კომფორტის მიღებას ელიან − მეტ ვარიანტს ციფრულ და მობილური კომუნიკაციაში, ასევე, უკონტაქტო ტრანზაქციებსა და გადახდებს.

5. სიამაყე იმით, რომ აქაური ხართ

ადგილობრივი კომპანიებს და მათ პროდუქტს საზოგადოება ხშირად უცხადებს ნდობასა და სიყვარულს. თავის მხრივ, ლოკალურ მეწარმეებს პასუხისმგებლობა უჩნდებათ, რომ მომხმარებლებს Amazon-ის დონის კომფორტი შესთავაზონ. ადამიანები ადგილობრივ პროდუქციას სიამაყისა და მხარდაჭერის სურვილის გამო ირჩევენ. ამგვარად, მწარმოებლებმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ და ნებისმიერ ფასად, მოლოდინი გაუმართლონ მომხმარებლებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე