Cyber Monday Sale! 50% Off All Access

6 რამ, რასაც მწუხარება თქვენს ბიზნესსა და აზროვნებაში ცვლის

By Kathy Schenfelt

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩემი ანტრეპრენერული და მენეჯმენტური უნარების უმეტესობა მამაჩემის დამსახურებაა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ბევრი ბიზნესი ჰქონდა. ჩემს წარმატებებზე ის არის პასუხისმგებელი − გუნდის მართვისა და კონფლიქტების მოგვარებით დაწყებული, პოტენციური მომხმარებლების მოხიბვლითა და სანდო კოლეგების ქსელის შექმნით დამთავრებული.

მთელი ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა, როდესაც იგი 54 წლის ასაკში, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. არ დაივიწყოთ, რომ ცხოვრება არასოდეს ელოდება "შესაფერის" მომენტებს. ხანდახან იგი მეტისმეტად უხეშად შეგახსენებთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რა − არა, თანაც თქვენი კარიერის ყველაზე დატვირთულ პერიოდში.

მამაჩემი ზუსტად შობის წინ გარდაიცვალა − მომენტში, როდესაც ჰოლივუდში სრული სიმშვიდე სუფევს და საქმეც ნაკლებია. იგი ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს არ გარდაცვლილა, თუმცა ეს იყო მოვლენა, რომელმაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები მასწავლა.

1. დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ ყველაფრის გაკეთებას

ანტრეპრენერების უმეტესობა ამაყად გეტყვით, ჩვენ დამოუკიდებლები და თვითდაჯერებულები ვართო, რაც მართლაც შესანიშნავია. მაგრამ როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესშიც დგება მომენტები, როდესაც თუნდაც წუთით, უნდა მისცეთ სხვას უფლება რაღაც გააკეთოს. სრულიად ნორმალური იქნება, თუ ვინმე სხვას სთხოვთ დახმარებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისი იმედის გაცრუებაც არ გინდათ. პირველი ნაბიჯი აღიარებაა, რომ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ რაიმე საქმის გაკეთება. ბოლოსდაბოლოს, თუ კაპიტანი კარგად შეასრულებს სამუშაოს, ხომ უნდა შეეძლოს შესვენება და იმაშიც უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ხომალდს ეკიპაჟი გადაარჩენს.

2. დაუცველობა შეიძლება მშვენიერი რამ იყოს

როდესაც ყველაზე წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიებზე ვფიქრობ, პირველად ყოველთვის ისინი მახსენდება, რომლებიც "გულიანები" იყო. ჩვენი საქმიანობის ჰუმანიზაცია, ჩვენს სამყაროში საზოგადოების შემოშვება, ბიზნესის თვალსაზრისით, შეიძლება სახიფათო ჩანდეს. თუმცა, მყიდველებისა და კლიენტების თვალსაზრისით, არაფერი გაგრძნობინებთ თავს კომპანიასთან ახლოს იმის ცოდნაზე მეტად, რომ მას რეალური ადამიანები მართავენ.

როდესაც Patagonia-ს დამფუძნებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავის კომპანიას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას შესწირავდა, ამით ადამიანებს რაღაც ნაპერწკალი გაუღვივა გულში, თუმცა ეს ციფრების გამო ნამდვილად არ იყო. ეს მისი გულწრფელი წერილის დამსახურება იყო და იმისაც, თუ როგორ ლაპარაკობდა თავის მოკრძალებულ დასაწყისზე, თავის გზაზე, იმედსა და ოცნებებზე კომპანიისა და დედამიწის მომავლის შესახებ. ამან აიძულა ადამიანები ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ აზრები, კიდევ და კიდევ დაეპოსტათ და თავიანთი აღფრთოვანება არ დაემალათ.

3. ამას ფულის გამო ნუ გააკეთებთ

ეს სიტყვები ყველას გვსმენია, მაგრამ ხანდახან შეხსენება გვჭირდება: ფულს თან ვერავინ წაიღებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, არავინ იცის, იმქვეყნიურ ცხოვრებაში რა გველოდება, მაგრამ მეცნიერება გვეუბნება, რომ იქ მატერიალური საგნები აღარ იარსებებენ, ყველაფერს აქ ვტოვებთ, მათ შორის − ფულსაც. ასე რომ, ფული არ უნდა იყოს თქვენი მოტივი. თქვენ უწინდებურად შეგიძლიათ კარგი ცხოვრებით იცხოვროთ და ფულს ისე შეხედოთ, როგორც აუცილებელ ხიდს, რომელიც დანიშნულების ადგილზე მისვლაში დაგეხმარებათ. თქვენი გატაცებები უნდა იყოს თქვენი მამოძრავებელი ძალა და უნდა იცოდეთ, რომ ბევრად სასიამოვნოა იმით გამდიდრება, რისიც გულწრფელად გჯერათ.

4. დაბრუნე სიკეთე

როდესაც მამა გარდაიცვალა, ყველაზე მეტად დასახმარებლად მოსული ადამიანების რაოდენობამ გამაკვირვა. დამხმარეები თქვენი ცხოვრების ყველა კუთხიდან მოვლენ და ამის გამო ცოტა არ იყოს თავმდაბლები ვხდებით. ჩემი კოლეგები და კლიენტები ისეთ სიკეთეს იჩენდნენ, წარმოდგენაც არ მქონდა, ასეთი რამ თუ შესაძლებელი იყო და ახლა ისინი სამუდამოდ არიან ჩემს სიაში სახელად – "აკეთე სიკეთე". მე სიამოვნებით გავაკეთებ მათთვის ყველაფერს, რაც კი საჭირო იქნება, ურთიერთობების ხელშეწყობაა ეს თუ მათზე რაიმე კარგის თქმა.

5. იქონიეთ გეგმა

მსმენია, რომ ნებისმიერ ბიზნესგეგმაში უნდა იყოს მოქმედების გეგმა კრიზისის ან საგანგებო ვითარების დროს, მაგრამ თავიდან ამომივარდა, როდესაც წლების წინ ჩემი ბიზნესგეგმის დაწერას ვცდილობდი. ასე რომ, გაითვალისწინეთ და თქვენს გეგმას ერთი-ორი გვერდი დაამატეთ. კერძოდ, რა მოხდება, თუ საქმეები ცუდად წავა. მართალია, მე განსაკუთრებული ბიზნესპარტნიორები მყავდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაგრამ სამოქმედო გეგმა ყველას გვიხსნიდა პანიკისგან.

6. შეისვენეთ

ალბათ ყველაზე ღირებული, რაც მწუხარებისგან ვისწავლე, შვებულებაა. მიეცით საშუალება საყვარელ ადამიანს, რომელიც მოულოდნელად წავიდა ამ ცხოვრებიდან, შეგახსენოთ, რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და ხვალინდელი დღე გარანტირებული არ არის.

მამაჩემმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი მუშაობაში გაატარა. მე ხშირად ვფიქრობ ყველა იმ ადგილზე, სადაც გამგზავრება ვერ მოახერხა და იმაზეც, რაშიც თავისი ფული ვერ დახარჯა, რადგან მეტისმეტად დაკავებული იყო ხსენებული ფულის გამომუშავებით. როდესაც წავიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გონებაში რაღაცამ გამკრა და უცებ მომეცა საშუალება, ჩემი დროის მიმართ ცოტა უფრო ეგოისტი და მიზანმიმართული ვყოფილიყავი.

დღეს უკვე აღარ ვგრძნობ თავს დამნაშავედ შვებულებაში გასვლისას, როდესაც შესაძლებლობა მაქვს, ან თუ შუა კვირაში ერთ დასასვენებელ დღეს ვიღებ, როდესაც აუცილებლად უნდა მივაქციო ყურადღება ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ჩემმა კლიენტებმა და გუნდმაც იგივე უნდა გააკეთონ. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს ვიქნებით აქ, ამიტომ, თუ ისეთ პოზიციაზე ხართ, რომელიც ამის საშუალებას გაძლევთ, დროდადრო უარი თქვით ამ გაუთავებელ ფუსფუსზე და აზროვნება შეიცვალეთ. თქვენ იმისთვის უნდა იმუშაოთ, რომ იცხოვროთ, იმისთვის კი არ უნდა იცხოვროთ, რომ იმუშაოთ.

Kathy Schenfelt

CEO of SCH Entertainment

Kathy Schenfelt is a multi-hyphenate creative based in Los Angeles, California. She currently serves as the CEO of SCH Entertainment, President of SCH's talent management firm, Missmanaged and Founder & Creative Director of Guests Only.
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს