Join our Waitlist for Expert Advice!

8 ნიშანი იმისა, რომ შეგიძლიათ ანტრეპრენერი გახდეთ იდეების გენერატორი ხომ არ ხართ, რომელიც ყველა წესს არღვევს? ამ შემთხვევაში მომავალი თქვენია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ზოგადად რომ ვთქვათ, ანტრეპრენერი ის არის, ვინც კონკრეტულ ბიზნესს ან საწარმოს ქმნის, გრძელვადიან პერიოდში შემოსავლის მისაღებად. თუმცა, წარმატებული ანტრეპრენერობა სინამდვილეში სულ სხვას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გეხერხებოდეთ, არც ხელების დასვრა გეზარებოდეთ და ეფექტურადაც შეგეძლოთ მუშაობა. ანტრეპრენერთა უმრავლესობამ შესაძლოა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინოს ეს თვისებები საკუთარ თავში. ეს თითქოს თანდაყოლილი ნიჭია თუ რაღაც ისეთი, რისგანაც არც ისე იოლია თავის დაღწევა. მაგრამ თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რაღაც საერთო გაქვთ ისეთებთან, როგორებიც ბილ გეიტსი და სტივ ჯობსი არიან, ან რომ ისეთი თვისებები გაქვთ, რომ ყველაფერს გაუძლებთ და საკუთარ იდეის განხორციელებაზე შეძლებთ მუშაობას, ამ რვა საკონტროლო ნიშანს უნდა ადევნოთ თვალყური.

1. გამუდმებით მოგდით თავში რაღაც იდეები

თუ განუწყვეტლივ ახალ იდეებზე და იმ პრობლემების მოგვარებაზე ხართ კონცენტრირებული, რომლებსაც თქვენს გარშემო ხედავთ, ეს შესაძლოა ნიშანი იყოს იმისა, რომ უკვე ანტრეპრენერი ხართ ან კიდევ, შეგიძლიათ გახდეთ. ადამიანები, პრობლემები და ბაზრები იცვლებიან. ანტრეპრენერი მიდგომასაც ცვლის და პროდუქტსაც, რომ საუკეთესი გზით შეძლოს თავისი კლიენტების ბაზის მომსახურება.

2. წესების დამრღვევი ხართ

თქვენში ყოველთვის იყო მეამბოხის სული? თუ დადგენილ წესებს არღვევთ, სავარაუდოდ, პოტენციური ანტრეპრენერი ხართ. ყველაზე ხშირად უნიკალურ იდეები და ახალი გზები ჩვეულებრივ წამოწყებამდე მიდის, მათ კი, ყველაზე წარმატებულ ახალ ბიზნესებთან მიყავხართ.

3. თქვენ მარტო ყოფნა მოგწონთ

ანტრეპრენერებს ურთიერთობების დამყარებაც უნდა შეეძლოთ, იდეების გაყიდვაც და გარშემომყოფთა მოტივირებაც, მაგრამ ამასთან ერთად, მარტოობაში დროის გატარება და ფიქრიც სრულიად ნორმალურია. ბევრ ანტრეპრენერს ბიზნესის გარეთ ჰყავს სანდო მეგობრების, მენტორებისა და მრჩეველების წრე, რომლებიც იდეების დამუშავებაში და შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვაში ეხმარებიან.

4. თქვენი ყურადღების სხვაზე გადატანა ადვილია

ისტორიის ყველაზე დიდ მოაზროვნეებს შედარებით მოკლე პერიოდებში შეეძლოთ ყურადღების გამახვილება. ანტრეპრენერებს ხშირად იდეების განუწყვეტელი დინებისა და პოტენციური გადაწყვეტილებების გამო, ერთდროულად სხვადასხვა საკითხებზე აქვთ ყურადღება გამახვილებული. მაგრამ პირიქითაც ხდება, როდესაც საქმე კრიზისამდე მიდის, მათ ხშირად სრულიად გასაოცრად შეუძლიათ კონცენტრირება.

5. თქვენ ცოტა არ იყოს გულუბრყვილო ხართ

ოდესმე თუ გაითვალისწინებდა მარკ ზაკერბერგი, რომ იქნებ, ადამიანებს თავიანთი ყოველდღიური საქმეების თანატოლებისთვის გაზიარება საერთოდ არ მოესურვებინათ? ბოლოს და ბოლოს, Facebook-ის გამოჩენამდე მთელ თაობებს საკმაოდ დაცული პირადი ცხოვრება ჰქონდათ. როგორც ვნახეთ, ამან არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ზოგჯერ რაღაცის არ გათვალისწინება ან კიდევ ეჭვის შეტანაა თავისთავად რისკი, რომელზეც ღირს წასვლა.

6. თქვენ იცით, რომ რეგლამენტირებული განრიგი მითია

გეთანხმებით, მეტისმეტი თავდადება და მძიმე სამუშაო გრაფიკი ზოგიერთი წარმატებული ანტრეპრენერის შემთხვევაში ნამდვილად არ ამართლებს, მაგრამ ამავე დროს, ამდენივე ანტრეპრენერი ბევრ დროს ატარებს ოფისის გარეთ, უამრავ სამუშაოს ასრულებს და თავისი ოჯახის წევრებთან ერთადაც ხშირად არის.

7. თქვენ იცით, როდის უნდა დაისვენოთ

მე შემდეგი პრინციპის მიმდევარი ვარ ცხოვრებაში, მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იცხოვროთ, და არა იცხოვროთ იმისთვის, რომ იმუშაოთ. მართალია, ბევრი ანტრეპრენერი (უმრავლესობა) შრომისმოყვარეა, მაგრამ საუკეთესოებს შორის ერთი ტენდენციაა გავრცელებული, ზოგჯერ დასვენებაც აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ტექნიკის მთლიანად გათიშვის დღე იქნება თუ რამდენიმე დღით დასვენება, ნებისმიერი წარმატებული ბიზნესმენი ზოგჯერ მთლიანად ეთიშება ყველაფერს.

8. წარუმატებლობის არ გეშინიათ

გათვლილ რისკებზე წასვლა, როდესაც საჭირო წინდახედულებასაც იჩენთ, და შიშის არ ქონა თუ რა შედეგებს მოგიტანთ ეს ნაბიჯი, ანტრეპრენერებს ენით აღუწერელ სიამოვნებას ანიჭებთ და დემონსტრირებას უკეთებს იმას, რომ ისინი საკუთარ თავშიც არიან დარწმუნებულები და საკუთარ ორგანიზაციაშიც. და ყველაზე ხშირად სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი გზა.