Join our Waitlist for Expert Advice!

"ფისრაი სი'' ახალი ტერმინი ანტრეპრენერებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ანა გირგვლიანი წარმოშობით სვანი ანტრეპრენერია. უკვე წლებია მეგობრობის მიღმა ერთმანეთს ვეხმარებით ბიზნესის გამართვა - განვითარება - გამკლავებაში.

და ხანდახან, მას შემდეგ რაც მის თავს განვითარებულ მოვლენებს მოვისმენ, მერე შევაფასებ და დიდი ენთუზიაზმით რჩევა დარიგებასა თუ გამოსავლის გზებზე ვიმსჯელებ, ის სახასიათო ღიმილს გამოიგლიჯავს სახეზე და ერთ ასეთ კომენტარს აკეთებს : ''ფისრაი სი''!

ეს გამოთქმა სვანურ დიალექტში სიტყვა სიტყვით ''გველო შენ''-ს ნიშნავს.

ხოლო შინაარსით გადმოსცემს გრძნობას და ამბობს : დიდი მადლობა ამ სიმართლის შემცველი სიტყვებისთვის, ეს ხომ გველის ნაკბენივით მწარეა...

მადლობა რთული საკითხის, გველის მოხერხებულობასავით, სტრიქონებს შორის ნათქვამი ფილოსოფიური შეფასებისთვის.

და კიდევ გამოხატავს შეგრძნებას, აი ეხლა შენ თუ გველივით დაუნდობელი არა ხარ, ამ შენი ვერბალური ქცევით რატომ მკბენ?!

ან ამ მონოლოგით, გველისთვის სახასითო ამპარტავნებით რატომ მიყურებ, კუდი ხომ რეპტილიის გაქვს?!

ანტრეპრენერების ყოველდღიურობაში კი იმდენჯერ დგება მომენტი როცა, თუნდაც ერთი გამოხედვით, წინადადებით, მიმიკითა თუ მოძრაობით ეკუთვნით ადამიანებს უთხრა ''ფისრაი სი''!

არადა რა მარტივია ანტრეპრენერებმა ერთმანეთი მცირედ წარმატებაზე შევაქოთ.

იმ მარცხისთვისაც თანავუგრძნოთ რასთან გამკლავებაც მას მოუწია.

ყველა აბსტრაქტულ იდეას უბრალოდ ვუგულშემატკივროთ.

დირიჟაბლის პოტენციალის მქონე საქმეებს კი ხელი შევუწყოთ და იდეების სასაფლაოზე მიმავალ ენთუზიაზმსაც ღირსეულად მივაგოთ პატივი.

პატივისცემით,

ფისრაი მე.

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია