Pizza Hut-ის წარმატების 65 წელი პიონერული ინოვაციებიდან გემრიელი პიცის ტრადიციებამდე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Pizza Hut − პიცის გლობალური ქსელი ცნობილია საკუთარი გემრიელი პიცის დამზადების საიდუმლო წესითა და საკულტო წითელი სახურავით დაფარული რესტორნებით. დღეს კომპანიას 65 წელი შეუსრულდა. დაარსების დღიდან, 1958 წელს Pizza Hut პატარა პიცის საცხობიდან ათასობით ლოკაციით პიცის მსოფლიო იმპერიამდე გაიზარდა. დღეს კი, მაშინ, როდესაც Pizza Hut 65 წლის იუბილეს აღნიშნავს, ვფიქრობ საუკეთესო დროა აღნიშნული კომპანიის წარმატების ისტორიაზე სასაუბროდ.
Pizza Hut-ის შექმნის ისტორია ჯერ კიდევ 1958 წლის 15 ივნისს, კანზასის შტატში დაიწყო, როდესაც ორმა ძმამ − ფრენკ და დენ კარნებმა 600 დოლარი ისესხეს დედისგან პიცის ბიზნესის დასაწყებად. ადგილობრივი პიცერიის წარმატებებით შთაგონებულებმა გახსნეს პირველი Pizza Hut-ის ფილიალი, რომელმაც სახელი მიიღო შენობის ფორმის მიხედვით, რომელიც ქოხს წააგავდა.
Pizza Hut იყო პიცის ინდუსტრიის პიონერი, რომელმაც რამდენიმე ინოვაციური კონცეფცია დანერგა. 1961 წელს კომპანია იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა ადგილზე მიტანის სერვისი. გარდა ამისა, 1968 წელს Pizza Hut-მა წარმოადგინა ახლა უკვე საკულტო "პან პიცა", რომელიც ხასიათდება სქელი, ფუმფულა ცომით.
Pizza Hut-ის პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ სწრაფად გაფართოვდა. 1970 წელს Pizza Hut-მა გახსნა თავისი პირველი საერთაშორისო რესტორანი კანადაში. დღეს ბრენდი ამაყობს ფართო გლობალური წარმომადგენლობით, 18000-ზე მეტი ლოკაციით 100-ზე მეტ ქვეყანაში, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პიცის ქსელად აქცევს.
Pizza Hut ცნობილია არა მხოლოდ თავისი გემრიელი პიცით, არამედ განათლებისადმი ერთგულებითაც. 1984 წელს კომპანიამ გამოუშვა Book It! პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მცირეწლოვან ბავშვებში წიგნიერების გავრცელებას. ეს ინიციატივა აჯილდოებს სტუდენტებს უფასო პიცით კითხვის მიზნების მიღწევისთვის, წიგნისადმი სიყვარულის წახალისებისთვის და სწავლისთვის.
წლების განმავლობაში, Pizza Hut-მა აწარმოვა დასამახსოვრებელი სარეკლამო კამპანიები, რომლებიც პოპკულტურის ცნობად იქცა. საკულტო Pizza Hut, Pizza Hut, Kentucky Fried Chicken და Pizza Hut! 1980-იანი წლების jingle იყო KFC-სთან თანამშრომლობის ნაწილი, რამაც გამოიწვია ერთობლივი ბრენდის ფილიალების გახსნა.
Pizza Hut-მა ისტორია დაწერა კოსმოსში ასტრონავტებისთვის პიცის მიწოდებითაც. 2001 წელს კომპანია თანამშრომლობდა რუსეთის კოსმოსურ სააგენტოსთან საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის (ISS) პიცის მისაწოდებლად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პიცა კოსმოსში მოიხმარეს, რამაც აჩვენა Pizza Hut-ის ინოვაცია და საზღვრების გადალახვის უნარი.
აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ Pizza Hut-ის რესტორნების უნიკალურმა არქიტექტურამ ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. გამორჩეული წითელსახურავიანი შენობები, ხშირად ქოხის ფორმის, ბრენდის სინონიმი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრადიციული სტილის რესტორანი შეიცვალა ახალი ფორმატებით, Pizza Hut-ის საკულტო შენობები კვლავ ნოსტალგიას იწვევს.