როგორ გავაკეთოთ არჩევანი ფიზიკურ და ონლაინ შეხვედრებს შორის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ავტორი: ჰანტერ მაინე
ვირტუალური შეხვედრები მართლაც შესანიშნავია. აღიარეთ − ჩვენ ყველამ კარგად ვისწავლეთ ციფრული შეხვედრების ჩატარება და ზოგჯერ ისინი უფრო სასურველიცაა ჩვენი თანამშრომლებისთვის და უფრო ეფექტურიც.
აღმოაჩინეთ რამდენიმე ფაქტი პირადი და ვირტუალური შეკრებების შესახებ და არც თქვენი სამუშაო შეხვედრების ჩაწერა დაივიწყოთ.
- პირისპირ თუ ონლაინ?
- ვის სჭირდება ორივე?
- შეხვედრის მაგალითები
- პირადი შეხვედრები თუ ვირტუალური
თუ ხშირად ხვდებით თქვენს გუნდს, შეიძლება ფიქრობდეთ, კონკრეტული სესიების ჩატარდება ონლაინ სჯობს თუ პირადად. აქ რამდენიმე მოსაზრებაა წარმოდგენილი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც არჩევანს აკეთებთ და გადაწყვეტილებას იღებთ იმის თაობაზე, პირადი შეკრება უნდა ჩაატაროთ თუ ვირტუალური.
- მდგომარეობა გაითვალისწინეთ
- რჩევები შეაგროვეთ
- არსიდან გამომდინარე, უფრო ინკლუზიური აირჩიეთ
- დარწმუნდით, რომ ორგანიზატორი მზად არის
1. გააანალიზეთ, რა ტიპის შეხვედრის ჩატარება გსურთ
- სანამ გადაწყვეტთ, ვირტუალური ფორმატით იმუშაოთ თუ პირადით, შეხვედრის მთავარი მიზანი გაითვალისწინეთ
- რა არის ამ შემთხვევაში მთავარი − ამოცანებზე მუშაობა თუ ურთიერთობაზე ორიენტირებული შეხვედრა?
- დაფიქრდით: აუცილებელია თუ არა შეკრება მხოლოდ იმისათვის, რომ მონაწილეები აღნიშნოთ სიაში?
- თუ დისტანციურად მუშაობთ, თქვენ ალბათ შეძლებთ ამის შინიდან (ან რომელიღაც სხვა ადგილიდან) გაკეთებას
- ეს შეხვედრა ურთიერთობაზეა დაფუძნებული. ამის მაგალითია პირისპირ შეხვედრები ახალ პარტნიორებთან
- მაშინ უკეთესია, თუ შეხვედრა პირადი იქნება. სხეულის ენის გაგება და ერთად ყოფნა უფრო მარტივია მაშინ, როდესაც მოწყობილობები არ გაშორებთ ერთმანეთისგან.
2. როგორ დაუკავშირდებიან ერთმანეთს თქვენი თანამშრომლები?
COVID-19-ის ეპიდემიამ ყველაფერი შეცვალა, მათ შორის, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები ერთმანეთთან პირადად. თქვენ კონკრეტული წესები უნდა დაიცვათ მაშინაც კი, თუ შეხვედრა მკაცრად აუცილებელი არ არის. პირისპირ შეხვედრებისას პირადი საზღვრების გათვალისწინება აუცილებელია, კერძოდ, პროექტის გუნდური განხილვისას სკამების განლაგება სივრცეში.
3. გაითვალისწინეთ, რამდენად რთულია ეს შეხვედრა
რთული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც გუნდურ მუშაობას მოითხოვს, ხშირად პირადი შეხვედრის დანიშვნა სჯობს. ასეთია მაგალითად, პროექტების დაგეგმვა, დავის გადაწყვეტა და ლიდერული თვისებების განვითარებაზე მუშაობა. მეორე მხრივ, უნარების შესწავლა და კომიტეტის ბრიფინგები ხშირად მარტივია და უკეთესი იქნება, თუ მათ ონლაინ ჩაატარებთ.
4. დაადგინეთ, ფიზიკური შეხვედრა უფრო ინკლუზიური იქნება თუ ვირტუალური
დავუშვათ, ვინმეს ხვდებით სხვა შტატიდან ან ქვეყნიდან. ასეთ შემთხვევაში, ვირტუალურმა შეხვედრებმა შესაძლოა იმავე ოთახში ყოფნის ილუზია შექმნან. ამავე დროს, ვირტუალური შეხვედრები საშუალებას აძლევს ადამიანებს საზღვრებს მიღმა სხვადასხვა გზით შეხვდნენ ერთმანეთს. მაგალითად, თუ ინფორმაცია ვიზუალური ფორმატით იქნება გადაცემული, მისი ნახვა გაზიარებული ეკრანის საშუალებით იქნება შესაძლებელი, აუდიო ფორმატისას კი, მსმენელები დისკუსიაში ჩართვას შეძლებენ.
5. წინასწარ დარწმუნდით, რომ ორგანიზატორი მზად არის
ციფრულ ეპოქას ყველა არ გაუხდია ტექნოლოგიურად მომზადებული და საზრიანი. ეს შეიძლება თქვენც იყოთ და შეხვედრის ორგანიზატორიც. შემდეგი შეკითხვის დასმის არ შეგეშინდეთ: შეუძლია თუ არა ორგანიზატორს წარმატებული ვირტუალური შეხვედრის ორგანიზება? თუ არა, სჯობს საკონფერენციო მაგიდას დაუბრუნდეთ. უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ ხართ ორგანიზატორი და მუშაობისთვის მზად ბრძანდებით − ლიდერმა არასოდეს უნდა დააგვიანოს.
როგორც პირისპირ, ისე ვიდეოშეხვედრები ხომ არ გჭირდებათ?
თქვენი გუნდის არჩევანის მიუხედავად, სავარაუდოდ, საუკეთესო იქნება, ციფრული და პერსონალური შეხვედრების ერთმანეთთან შეთავსება. რა თქმა უნდა, თქვენ პირადად უნდა მოჰკიდოთ ხელი რთულ, ადამიანებზე ორიენტირებულ თემებს, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი შეიძლება ვირტუალური იყოს. მიუხედავად ამისა, ორივე ტიპის ურთიერთობის გაერთიანება შეხვედრებზე აუცილებელია. რატომ?
გარკვეული თემები უშუალო შემოწმებას საჭიროებს
პრობლემურ საკითხთან გამკლავება გაცილებით მარტივია პირადი შეხვედრისას. ვიდეო ართულებს დანახვას, რაზე საუბრობთ, როდესაც რაიმე ხელშესახებ ნივთს განიხილავთ.
ვირტუალური შეხვედრები დღეს უფრო მოქნილია და ნებისმიერისთვის მოსახერხებელია. თუ შინიდან მუშაობთ, შეგიძლიათ სადმე წახვიდეთ, იმოგზაუროთ, და მაშინაც მიიღოთ მასში მონაწილეობა, თუ უბრალოდ კარგად არ გრძნობთ თავს. ონლაინშეხვედრებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ შემთხვევაში მარტივია, სადაც უნდა იყოთ.
პირადი დისკუსიები არავერბალური ნიშნების ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევთ
კომპიუტერის ეკრანი ყოველთვის ვერ გადმოსცემს ადამიანის ემოციებს. პირადი ურთიერთობა კი, გარკვეული ჟესტების, ემოციებისა და სხეულის ენის დაჭერის საშუალებას გაძლევთ. ეს ყველაფერი ერთად ურთიერთობას აუმჯობესებს.
- პირადი და ვირტუალური შეხვედრების მაგალითები
- იმის მიხედვით, რაც წაიკითხეთ, ალბათ უკვე შეძლებთ დადგენას, თქვენი ბოლო პირადი შეხვედრები იყო უკეთესი თუ ვირტუალური
- კონკრეტული შეკრებების ჩატარება პირადად სჯობს, და არა ვირტუალურად
- ახლა მოკლედ: გაარკვიეთ, რომელი შეხვედრების ჩატარება სჯობს უფრო ონლაინ, ვიდრე პირადად
მაგალითისთვის რამდენიმე კონფერენციას მოვიტან, რომელთა ჩატარებას პირადად უნდა ეცადოთ
პირველი შეხვედრები
იდეალური იქნება, თუ დაინტერესებულ პირებს პირველად პირადად შეხვდებით. ასე უკეთ გაიგებთ ერთმანეთის მოთხოვნებს. ვიდეოკონფერენციის პრობლემებსაც ერთად განიხილავთ, კავშირის შესაძლო შეწყვეტასა და დაყოვნებებსაც. ამგვარი პრობლემები პირადი შეხვედრების დროს გამორიცხულია.
პროექტის იდეები
ხშირად, მთლიანი სურათის დანახვა პირადი შეხვედრისას უფრო მარტივია. ეკრანზე შეიძლება გარკვეული ინფორმაცია გამოგრჩეთ. პატარა დეტალების გამორჩენამ კი, შესაძლოა თქვენი და საპროექტო გუნდის გაღიზიანება გამოიწვიოს.
პროექტები, რომლებიც განზოგადებას საჭიროებენ
ზოგიერთი ამოცანა მონაცემთა გაანალიზებას გულისხმობს, რაც ადამიანების უმრავლესობას დამოუკიდებლად შეუძლია. თუმცა, შესაძლოა იმ ინიციატივების ხანგრძლივი განხილვა დაგჭირდეთ თანამშრომლებთან, რომლებიც ციფრულ ანალიზზე კი არა, კრიტიკულ აზროვნებაზეა დამყარებული. შეხვედრა ბევრად ეფექტური იქნება, თუ მას ყველა დაესწრება.
სავარჯიშო სესიები
თქვენ ალბათ გსმენიათ ადამიანების ჩივილები, თუ როგორ მოწყვეტილად გრძნობენ თავს საკუთარი მოწყობილობებისგან. გუნდის გაერთიანების ონლაინ სესიები შეიძლება დამღლელი იყოს, ამიტომ ამ შემთხვევაში პირადი შეხვედრები უნდა ჩაატაროთ. პირადი ურთიერთობები უფრო სასიამოვნოს ხდის გუნდის შეკვრის აქტივობებს, რაც ხშირად საკმაოდ პრაქტიკულია.
ქვემოთ ვირტუალური სესიების რამდენიმე მაგალითს გაეცნობით
კლიენტებთან შეხვედრები.
მას შემდეგ, რაც პირადად ნახავთ თქვენს მომხმარებელს, მასთან უკვე შეგიძლიათ ვირტუალური საუბრის ჩატარება. არჩევანი თქვენზეა. ახალი ინფორმაციის გაზიარება და ზოგადი კომენტარები შეიძლება ვირტუალური ფორმატის იყოს, ისევე, როგორც სპეციფიკური დისკუსიები პროექტის გარშემო. და პირიქით − შეგიძლიათ პირადად განიხილოთ თქვენი ურთიერთობების განვითარების გეგმები.
ვირტუალური შეკრებები მოკლე უნდა იყოს
თუ თქვენი ყოველდღიური შეხვედრები 15 წუთზე მეტხანს გრძელდება, რაღაცას არასწორად აკეთებთ. ვირტუალური შეკრებები მოკლე უნდა იყოს და სიახლეები შეიძლება ეკრანზე გააზიარონ თქვენმა თანამშრომლებმა.
შემოწმებები
გუნდის ინდივიდუალური წევრების საქმიანობის შემოწმება იშვიათად არის ოფიციალური სახის. თუმცა, თქვენი გამოსვლა ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო გრძელი იყოს. ამ ტიპის შეკრებები იმდენად არაფორმალურია, რომ ელექტრონულადაც შეიძლება მათი ჩატარება. რატომ უნდა აირჩიოთ პირადი შეკრება, თუ თქვენც და სხვასაც ვირტუალურად შეხვედრა გირჩევნიათ?
ცოცხალი ან ვირტუალური შეხვედრები შეიძლება შესანიშნავიც კი იყოს
დადგა დრო, დაგეგმოთ, შეხვედრა ვირტუალური იქნება თუ პირისპირ. ამისთვის კი, დღის წესრიგი უნდა მოამზადოთ და მონაწილეებს გადაუგზავნოთ. გარდა ამისა, შეხვედრის ჩანაწერებიც უნდა გააკეთოთ და თანამშრომლებს რეალურ დროში მისცეთ დავალებები.